Page 1 of 1

ხოფას მონასტერი

Posted: 16 იან 2007, 13:55
by Archil
Eh_Dato-ს მიერ ხოფის მონასტერში ძველით ახალი წლის შეხვედრის სურათების შემდეგ ბევრს გაუჩნდა იქ წასვლის სურვილი. წესად მაქვს, ახალ წელს სახლში უნდა შევხვდე, ამიტომაც ვერ შევუერთდი მათ, თორემ მეც დიდი სურვილი მქონდა.

დავგეგმოთ და წავიდეთ, როგორც ეჰ-დათო ამბობს, რთული არაა იქ მისვლა, ამიტომაც წამსვლელები საკმარისად მოვგროვდებით

ხოფას მონასტერი

Posted: 16 იან 2007, 14:57
by Nika
Archil
კენჭისყრა რათ გინდა ვერ გავიგე.

ხოფას მონასტერი

Posted: 16 იან 2007, 15:01
by Archil
Nika

რომ გავიგო, უნდა ხალხს წამოსვლა თუ არა :)

ხოფას მონასტერი

Posted: 16 იან 2007, 15:04
by Nika
კაცო ვისაც უნდა ის წაიყვანე და ვისაც არ უნდა დატოვე :D :D :D

ხოფას მონასტერი

Posted: 19 იან 2007, 01:45
by Archil
ლაპარაკით ბევრი იძახდა მეც წამოვიდოდიო, ეხლა კი ნაკლებად აქტიურები არიან, ან საერთოდ ვერ შეამჩნიეეს ეს წინადადება

ხოფას მონასტერი

Posted: 19 იან 2007, 12:10
by guruli
Archil wrote:ლაპარაკით ბევრი იძახდა მეც წამოვიდოდიო, ეხლა კი ნაკლებად აქტიურები არიან, ან საერთოდ ვერ შეამჩნიეეს ეს წინადადება
წამოსვლა ძაან მინდა, მაგრამ როდის? თარიღი არ გიწერია და ეგრე რა გითხრა. თუმცა კენჭისყრაში ხმა პირველივე დღეს მივეცი.

ხოფას მონასტერი

Posted: 19 იან 2007, 20:56
by Mrs. Robinson
მე კვირას გუდაურში ვაპირებდი და მგონი აღარ მივდივარ და აქ რა ხდება?
Archil
რეისის ავტობუს-მარშრუტკების მიმოსვლის ამბავი იცი? იქნიდან ბოლო როდის გამოდის??
და ცხადია ერთდღიანია.

მოკლედ თუ მოვგროვდით, მე ზა!

ხოფას მონასტერი

Posted: 19 იან 2007, 21:25
by Nika
ჰა ხმა მივეცი. მერე?

ხოფას მონასტერი

Posted: 20 იან 2007, 00:52
by Archil
რადა სპისოკი გავაკეთოთ, დრო დავნიშნოთ და წავიდეთ.

სპისოკი, ანუ სია :)

Archil
Mrs. Robinson
guruli
Nika


როდისთვის ვთქვათ? იანვარშივე მოვასწროთ თუ თებერვლისთვის შემოვინახოთ? იანვარი 27-28 რიცხვებიღაა დასვენების დღეებიდან. თებერვალში კი მეტი ვარიანტია. ვფიქრობ იანვარი უფრო მისაღები უნდა იყოს თქვენთვის.

ტრანსპორტის მიმოსვლის შესახებ ეჰ დათოსაც უწერია და თუ რამე არ უწერია და გვაინტერესებს, ისედაც შეგვიძლია ვკითხოთ.

ხოფას მონასტერი

Posted: 20 იან 2007, 01:54
by Nika
არა მე აღარ მცალია უკვე. ხვალ-ზეგ კიდე შეიძლება. მერე მანქანა ჩამოდის. უნდა გავხედნო. მერე ყინულზე ცოცვაა, რალია და ა.შ.