Page 1 of 2

გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში

Posted: 08 ნოე 2006, 16:08
by guruli
ახლოვდება 23 ნოემბერი, გიორგობა, როცა ჰერეთში, კახის რაიონში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დიდი სახალხო დღესასწაული -გიორგობა ტარდება. წასვლის დიდი სურვილის მიუხედავად, სამწუხაროდ, წლეულს წასვლას ვერ ვახერხებ, მაგრამ თუ ვინმე დაინტერესდებით და წახვალთ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, დაგაკვალიანებთ. იმ წართმეულ ტერიტორიაზე ქართველთა ჩასვლა ტურიზმსა და მოზაურობას ბევრად სცილდება და სულ სხვა მნიშვნელობას იძენს, მამულიშვილურს და დიადს. ამიტომ მგონია იქ წასვლა აუცილებელი, მაგრამ მე ვერაფრით ვახერხებ. ჯერ ის ვირუსიც ვერ მოვირჩინე და სხვა პრობლემებიცაა.
წასვლას რაც შეეხება, აქედან თუ ადრე გახვალთ, ერთ დღეში მაოსწრებთ ჩასვლა-ჩამოსვლას, მაგრამ თუ ორი დღით წახვალთ, იქ ყველაზე საინტერესო მომენტს - დილის წირვასაც დაესწრებით, თამარის ხიდსაც ნახავთ - ქურმუხიდან ერთ კილომეტრშია - და შეძლებისდაგვარად, ჰერეთის სოფლებსაც მოივლით. კახში სასტუმროები იაფი ღირსო, შარშან გვითხრეს - სადღაც 12 ლარის ფარგლებში გამოდისო, ძვირი არც საჭმელია და ბენზინი ხომ... აქაურ ფასებთან სალაპარაკოდ არც ღირს. მთავარი პრობლემაა საზღვარგარეთის პასპორტი. ჩვენ მაშინ ზაქათალის მიკროავტობუსს გავყევით, როგორც რიგითი მგზავრები, და მესაზღვრეებს არ შევუწუხებივართ, თუმცა მაინცდამაინც მაგ დღეობაზე ქართველთა ჩასვლა დიდად არ სიამოვნებთ. ამიტომ მთლად ტრაფარეტს ნუ გაიკრავთ, ქურმუხობაზე მივდივართო.
ორთაჭალიდან მიკროავტობუსებიც დადიან - კახშიც და ზაქათალაშიც, ოღონდ უშუალოდ 23-ში ნაკლებად იქნებიან - დღეობის ხათრით, წინა დღეს აქედან დედაწულიანად იკრიფებიან ჰერები, რათა სწორედ იმ დილის ლოცვას დაესწრონ.
თუ ვინმე დაინტერესდებით, კარგი იქნება...

გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში

Posted: 10 ნოე 2006, 16:13
by tekla
guruli

ხარჯები საშუალოდ რამდენი იქნება საჭირო?

გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში

Posted: 10 ნოე 2006, 18:57
by kuku
რავი რატომაც არა თან ახალი ვარ და კარაველებსაც გავიცნობ :lol:

გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში

Posted: 23 ნოე 2006, 12:03
by guruli
რავარც ვატყობ, არ წასულხართ არავინ წმინდა გიორგის იმ დიდ სალოცავში. ჩემთან ეს საიტი პარასკევიდან რატომღაც გათიშული იყო და მხოლოდ დღეს ჩაირთო გიორგობის მოსალოცად. მეც გილოცავთ, მრავალს დაესწარით.

გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში

Posted: 23 ნოე 2006, 12:48
by Nika
მგონი ჩემი მეზობელი გიორგი წავიდა. გვალვა იცნობს ტაბაწყურზე ვიყავით ერთად.

გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში

Posted: 23 ნოე 2006, 13:04
by guruli
ძალიან კარგი, თუ წავიდა. აბა, მოაყოლე მერე აქ შთაბეჭდილებები, რავარი კმაყოფილი ჩამოვა. :)

გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში

Posted: 06 იან 2007, 00:59
by makuku
მე ვარ ქურმუხზე ნამყოფი.. ჰერეთში უფრო მძლავრად შეიგრძნობ, რომ საქართველოში ხარ. ბუნება, ხალხი..

იქ ძალიან კარგი ანსამბლი - "ლაზარე" მოღვაწეობს (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით).

ვიცი, რომ ქურმუხიდან მრავალჯერ ჩამოუხსნიათ ჯვარი და ქართველებს ხელახლა აღუმართავთ.. ქართველთა შევიწროების სხვა ფაქტებსაც არანაკლებ გმირულად ხვდებიან იქაურები. უყურებენ ქართულ არხებს და ჩამრჩა ერთი ჰერი ქალის სიტყვები: ვუყურებთ, ვუსმენთ, იქნებ როდესმე ვინმემ გვახსენოსო...

და კიდევ ეს მახსენდება: იქ იჭერდა მაგთი :) მომივიდა sms თბილისიდან, როდის ბრუნდები ქალაუ საქართველოშიო და მე აღშფოთებით რო მივწერე: მე საქართველოში ვარ თქო.. ამითვე დავასრულებ: მართლაც ჰერეთში უფრო მძლავრად შეიგრძნობ, რომ საქართველოში (ამ სიტყვის ყველანაირი კარგი მნიშვნელობით:)) ხარ!.. :)

P.S. ქურმუხის ფოტო ახლა ვერ ვიპოვე, ჰერეთის ერთ-ერთ ფოტოს გთავაზობთ, ლეკების სოფელი იყო თუ არ ვცდები. ხარისხისთვის ბოდიში

გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში

Posted: 06 იან 2007, 01:08
by makuku
attachment-ს ვერ ვაკეთებ :(

გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში

Posted: 10 იან 2007, 01:48
by guruli
makuku
იქ ძალიან კარგი ანსამბლი - "ლაზარე" მოღვაწეობს
არტ-გენზე იყვნენ წლეულს. მართლა კარგი ანსამბლია. იმ ქალის სიტყვები კი მართლა დამაფიქრებელია... :( სამწუხაოდ, ჩვენ არ გვახსოვს ჩვენივე თანამოძმეები და ისინი რომ აიწროებდნენ, რა გასაკვირია... :cry:

გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში

Posted: 17 თებ 2007, 00:22
by popins
ქურმხზე მეც ვარ ნამყოფი,მაგარია...მარა იმდენი ხალხი იყო იქ გიორგობას :( ქრისტიანი ნაკლები ვიდრე მუსულმანი კინაღამ გამჭყლიტეს :( მაგათი მთავრობა ეუბნება იარეთ ეგ ჩვენი ისტორიული ძეგლიაო და დადიან რა :( მზაკვრული პოლიტიკააააააააააა :shock:

გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში

Posted: 17 თებ 2007, 12:29
by guruli
popins wrote:მაგათი მთავრობა ეუბნება იარეთ ეგ ჩვენი ისტორიული ძეგლიაო და დადიან რა :( მზაკვრული პოლიტიკააააააააააა :shock:
მაშ, სანთლებს რატომ ანთებენ? არა მგონია, მხოლოდ ეწგ მზაკვრობა იყოს - იმათაც სწამთ რაღაცა მაგ სალოცავისა. თანაც, არანაირი პროტესტი არ უჩნდებათ, როცა სხვები პირჯვარს იწერენ ან სხვა ქრისტიანულ რიტუალებს ასრულებენ.

გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში

Posted: 17 თებ 2007, 14:35
by popins
ჰოდა, ეგ უთხრეს,თქვენი სალოცავიაო,ვერ უყურებ ამ სანთლების დანთებაში ჯვარი როგორ მოხსნეს? მე რაც იქაურებმა მითხრეს, ის გითხარი ძვირფასო ,ააბა მე ჩაველ და ჩამოველ...სიტუაციაზე დაკვირვების საშუალება ნამდვილად არ მქონდა :cry:

გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში

Posted: 17 თებ 2007, 17:50
by guruli
popins wrote:ჰოდა, ეგ უთხრეს,თქვენი სალოცავიაო,ვერ უყურებ ამ სანთლების დანთებაში ჯვარი როგორ მოხსნეს? მე რაც იქაურებმა მითხრეს, ის გითხარი ძვირფასო ,ააბა მე ჩაველ და ჩამოველ...სიტუაციაზე დაკვირვების საშუალება ნამდვილად არ მქონდა :cry:
გეტყობა, შენ რამდენიმე წლის წინ იყავი, როცა ტაძარი მართლაც გადააკეთეს მეჩეთად და იქ მოლა საქმიანობდა. მაგას დიდი ამბები მოჰყოლია მთელ ჰერეთში და, მადლობა ღმერს, ბოლოს მოლაც გააძევეს და ქრისტიანული მღვდელმსახურებაც აღადგინეს. ის ჯვარიც აღდგენილია ტაძარზე. იმათ მშვენივრად იციან, ქართველთა დღესასწაულზე რომ მიდიან.

გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში

Posted: 17 თებ 2007, 21:13
by popins
guruli wrote:
popins wrote:ჰოდა, ეგ უთხრეს,თქვენი სალოცავიაო,ვერ უყურებ ამ სანთლების დანთებაში ჯვარი როგორ მოხსნეს? მე რაც იქაურებმა მითხრეს, ის გითხარი ძვირფასო ,ააბა მე ჩაველ და ჩამოველ...სიტუაციაზე დაკვირვების საშუალება ნამდვილად არ მქონდა :cry:
გეტყობა, შენ რამდენიმე წლის წინ იყავი, როცა ტაძარი მართლაც გადააკეთეს მეჩეთად და იქ მოლა საქმიანობდა. მაგას დიდი ამბები მოჰყოლია მთელ ჰერეთში და, მადლობა ღმერს, ბოლოს მოლაც გააძევეს და ქრისტიანული მღვდელმსახურებაც აღადგინეს. ის ჯვარიც აღდგენილია ტაძარზე. იმათ მშვენივრად იციან, ქართველთა დღესასწაულზე რომ მიდიან.

გაიხარე და გამახარე,ჰო კაი ხნის წინ ვიყავი :)

გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში

Posted: 17 თებ 2007, 21:40
by guruli
popins wrote:

გაიხარე და გამახარე,ჰო კაი ხნის წინ ვიყავი :)
ბოლომდე მაინც ვერ გაგახარებ, რადგან აზერბაიჯანელებს ტაძრის ირგვლივ რაღაც გათხრები წამოუწყიათ - რა თავის დასაკლავ დანას ეძებენ, ნაღდად არ ვიცი, მაგრამ როგორც წავიკითხე, მგონი, მთელი ტაძრის შიგთავსი გადაუთხრიათ. ნუ, ცხადია, ჩვენი ხელისუფლება ვერაფერს გაბედავს... ჰეიდარ ალიევის სახელობის სანაპიროს გახსნის გარდა. :( :( :o :x ქურმუხი კი არა, მგონი, დავით-გარეჯი დაგვაწერეს ამ მრებავების და პიარშიკების მთავრობის უნიათობით.
ისე, ბოლო ხანებში რამდენჯერმე წავაწყდი ცნობას, რომ თითქოს თავის დროზე კომუნისტებმა ჰერეთი აზერბაიჯანს 100-წლიანი ვადით გადასცეს (ზოგი ინფორმაციით, ბამბის მოსაყვანად, რაც ცოტა მიკვირს, რადგან საბამბე ადგილები ზუსტად იმათ ხრიოკ მხარესაა და არა მაგ წალკოტში), რომელსაც ვადა ახლა გაუდის, 2012 თუ 2020 წლებშიო. გაგიგონიათ ვინმეს ასეთი რამ?