გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში
ახლოვდება 23 ნოემბერი, გიორგობა, როცა ჰერეთში, კახის რაიონში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დიდი სახალხო დღესასწაული -გიორგობა ტარდება. წასვლის დიდი სურვილის მიუხედავად, სამწუხაროდ, წლეულს წასვლას ვერ ვახერხებ, მაგრამ თუ ვინმე დაინტერესდებით და წახვალთ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, დაგაკვალიანებთ. იმ წართმეულ ტერიტორიაზე ქართველთა ჩასვლა ტურიზმსა და მოზაურობას ბევრად სცილდება და სულ სხვა მნიშვნელობას იძენს, მამულიშვილურს და დიადს. ამიტომ მგონია იქ წასვლა აუცილებელი, მაგრამ მე ვერაფრით ვახერხებ. ჯერ ის ვირუსიც ვერ მოვირჩინე და სხვა პრობლემებიცაა.
წასვლას რაც შეეხება, აქედან თუ ადრე გახვალთ, ერთ დღეში მაოსწრებთ ჩასვლა-ჩამოსვლას, მაგრამ თუ ორი დღით წახვალთ, იქ ყველაზე საინტერესო მომენტს - დილის წირვასაც დაესწრებით, თამარის ხიდსაც ნახავთ - ქურმუხიდან ერთ კილომეტრშია - და შეძლებისდაგვარად, ჰერეთის სოფლებსაც მოივლით. კახში სასტუმროები იაფი ღირსო, შარშან გვითხრეს - სადღაც 12 ლარის ფარგლებში გამოდისო, ძვირი არც საჭმელია და ბენზინი ხომ... აქაურ ფასებთან სალაპარაკოდ არც ღირს. მთავარი პრობლემაა საზღვარგარეთის პასპორტი. ჩვენ მაშინ ზაქათალის მიკროავტობუსს გავყევით, როგორც რიგითი მგზავრები, და მესაზღვრეებს არ შევუწუხებივართ, თუმცა მაინცდამაინც მაგ დღეობაზე ქართველთა ჩასვლა დიდად არ სიამოვნებთ. ამიტომ მთლად ტრაფარეტს ნუ გაიკრავთ, ქურმუხობაზე მივდივართო.
ორთაჭალიდან მიკროავტობუსებიც დადიან - კახშიც და ზაქათალაშიც, ოღონდ უშუალოდ 23-ში ნაკლებად იქნებიან - დღეობის ხათრით, წინა დღეს აქედან დედაწულიანად იკრიფებიან ჰერები, რათა სწორედ იმ დილის ლოცვას დაესწრონ.
თუ ვინმე დაინტერესდებით, კარგი იქნება...

guruli
ხარჯები საშუალოდ რამდენი იქნება საჭირო?
ხარჯები საშუალოდ რამდენი იქნება საჭირო?
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!!!
გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში
რავი რატომაც არა თან ახალი ვარ და კარაველებსაც გავიცნობ 

გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში
რავარც ვატყობ, არ წასულხართ არავინ წმინდა გიორგის იმ დიდ სალოცავში. ჩემთან ეს საიტი პარასკევიდან რატომღაც გათიშული იყო და მხოლოდ დღეს ჩაირთო გიორგობის მოსალოცად. მეც გილოცავთ, მრავალს დაესწარით.
გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში
მგონი ჩემი მეზობელი გიორგი წავიდა. გვალვა იცნობს ტაბაწყურზე ვიყავით ერთად.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com
http://www.vardzelashvili.com
გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში
ძალიან კარგი, თუ წავიდა. აბა, მოაყოლე მერე აქ შთაბეჭდილებები, რავარი კმაყოფილი ჩამოვა. 

გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში
მე ვარ ქურმუხზე ნამყოფი.. ჰერეთში უფრო მძლავრად შეიგრძნობ, რომ საქართველოში ხარ. ბუნება, ხალხი..
იქ ძალიან კარგი ანსამბლი - "ლაზარე" მოღვაწეობს (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით).
ვიცი, რომ ქურმუხიდან მრავალჯერ ჩამოუხსნიათ ჯვარი და ქართველებს ხელახლა აღუმართავთ.. ქართველთა შევიწროების სხვა ფაქტებსაც არანაკლებ გმირულად ხვდებიან იქაურები. უყურებენ ქართულ არხებს და ჩამრჩა ერთი ჰერი ქალის სიტყვები: ვუყურებთ, ვუსმენთ, იქნებ როდესმე ვინმემ გვახსენოსო...
და კიდევ ეს მახსენდება: იქ იჭერდა მაგთი
მომივიდა sms თბილისიდან, როდის ბრუნდები ქალაუ საქართველოშიო და მე აღშფოთებით რო მივწერე: მე საქართველოში ვარ თქო.. ამითვე დავასრულებ: მართლაც ჰერეთში უფრო მძლავრად შეიგრძნობ, რომ საქართველოში (ამ სიტყვის ყველანაირი კარგი მნიშვნელობით:)) ხარ!..
P.S. ქურმუხის ფოტო ახლა ვერ ვიპოვე, ჰერეთის ერთ-ერთ ფოტოს გთავაზობთ, ლეკების სოფელი იყო თუ არ ვცდები. ხარისხისთვის ბოდიში
იქ ძალიან კარგი ანსამბლი - "ლაზარე" მოღვაწეობს (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით).
ვიცი, რომ ქურმუხიდან მრავალჯერ ჩამოუხსნიათ ჯვარი და ქართველებს ხელახლა აღუმართავთ.. ქართველთა შევიწროების სხვა ფაქტებსაც არანაკლებ გმირულად ხვდებიან იქაურები. უყურებენ ქართულ არხებს და ჩამრჩა ერთი ჰერი ქალის სიტყვები: ვუყურებთ, ვუსმენთ, იქნებ როდესმე ვინმემ გვახსენოსო...
და კიდევ ეს მახსენდება: იქ იჭერდა მაგთი

P.S. ქურმუხის ფოტო ახლა ვერ ვიპოვე, ჰერეთის ერთ-ერთ ფოტოს გთავაზობთ, ლეკების სოფელი იყო თუ არ ვცდები. ხარისხისთვის ბოდიში
გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში
attachment-ს ვერ ვაკეთებ 

გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში
makuku
სამწუხაოდ, ჩვენ არ გვახსოვს ჩვენივე თანამოძმეები და ისინი რომ აიწროებდნენ, რა გასაკვირია... 
არტ-გენზე იყვნენ წლეულს. მართლა კარგი ანსამბლია. იმ ქალის სიტყვები კი მართლა დამაფიქრებელია...იქ ძალიან კარგი ანსამბლი - "ლაზარე" მოღვაწეობს

გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში
ქურმხზე მეც ვარ ნამყოფი,მაგარია...მარა იმდენი ხალხი იყო იქ გიორგობას
ქრისტიანი ნაკლები ვიდრე მუსულმანი კინაღამ გამჭყლიტეს
მაგათი მთავრობა ეუბნება იარეთ ეგ ჩვენი ისტორიული ძეგლიაო და დადიან რა
მზაკვრული პოლიტიკააააააააააა 

lenchiamal
გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში
მაშ, სანთლებს რატომ ანთებენ? არა მგონია, მხოლოდ ეწგ მზაკვრობა იყოს - იმათაც სწამთ რაღაცა მაგ სალოცავისა. თანაც, არანაირი პროტესტი არ უჩნდებათ, როცა სხვები პირჯვარს იწერენ ან სხვა ქრისტიანულ რიტუალებს ასრულებენ.popins wrote:მაგათი მთავრობა ეუბნება იარეთ ეგ ჩვენი ისტორიული ძეგლიაო და დადიან რამზაკვრული პოლიტიკააააააააააა
გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში
ჰოდა, ეგ უთხრეს,თქვენი სალოცავიაო,ვერ უყურებ ამ სანთლების დანთებაში ჯვარი როგორ მოხსნეს? მე რაც იქაურებმა მითხრეს, ის გითხარი ძვირფასო ,ააბა მე ჩაველ და ჩამოველ...სიტუაციაზე დაკვირვების საშუალება ნამდვილად არ მქონდა 

lenchiamal
გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში
გეტყობა, შენ რამდენიმე წლის წინ იყავი, როცა ტაძარი მართლაც გადააკეთეს მეჩეთად და იქ მოლა საქმიანობდა. მაგას დიდი ამბები მოჰყოლია მთელ ჰერეთში და, მადლობა ღმერს, ბოლოს მოლაც გააძევეს და ქრისტიანული მღვდელმსახურებაც აღადგინეს. ის ჯვარიც აღდგენილია ტაძარზე. იმათ მშვენივრად იციან, ქართველთა დღესასწაულზე რომ მიდიან.popins wrote:ჰოდა, ეგ უთხრეს,თქვენი სალოცავიაო,ვერ უყურებ ამ სანთლების დანთებაში ჯვარი როგორ მოხსნეს? მე რაც იქაურებმა მითხრეს, ის გითხარი ძვირფასო ,ააბა მე ჩაველ და ჩამოველ...სიტუაციაზე დაკვირვების საშუალება ნამდვილად არ მქონდა
გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში
guruli wrote:გეტყობა, შენ რამდენიმე წლის წინ იყავი, როცა ტაძარი მართლაც გადააკეთეს მეჩეთად და იქ მოლა საქმიანობდა. მაგას დიდი ამბები მოჰყოლია მთელ ჰერეთში და, მადლობა ღმერს, ბოლოს მოლაც გააძევეს და ქრისტიანული მღვდელმსახურებაც აღადგინეს. ის ჯვარიც აღდგენილია ტაძარზე. იმათ მშვენივრად იციან, ქართველთა დღესასწაულზე რომ მიდიან.popins wrote:ჰოდა, ეგ უთხრეს,თქვენი სალოცავიაო,ვერ უყურებ ამ სანთლების დანთებაში ჯვარი როგორ მოხსნეს? მე რაც იქაურებმა მითხრეს, ის გითხარი ძვირფასო ,ააბა მე ჩაველ და ჩამოველ...სიტუაციაზე დაკვირვების საშუალება ნამდვილად არ მქონდა
გაიხარე და გამახარე,ჰო კაი ხნის წინ ვიყავი

lenchiamal
გიორგობა და ქურმუხის სალოცავი ჰერეთში
ბოლომდე მაინც ვერ გაგახარებ, რადგან აზერბაიჯანელებს ტაძრის ირგვლივ რაღაც გათხრები წამოუწყიათ - რა თავის დასაკლავ დანას ეძებენ, ნაღდად არ ვიცი, მაგრამ როგორც წავიკითხე, მგონი, მთელი ტაძრის შიგთავსი გადაუთხრიათ. ნუ, ცხადია, ჩვენი ხელისუფლება ვერაფერს გაბედავს... ჰეიდარ ალიევის სახელობის სანაპიროს გახსნის გარდა.popins wrote:
გაიხარე და გამახარე,ჰო კაი ხნის წინ ვიყავი

ისე, ბოლო ხანებში რამდენჯერმე წავაწყდი ცნობას, რომ თითქოს თავის დროზე კომუნისტებმა ჰერეთი აზერბაიჯანს 100-წლიანი ვადით გადასცეს (ზოგი ინფორმაციით, ბამბის მოსაყვანად, რაც ცოტა მიკვირს, რადგან საბამბე ადგილები ზუსტად იმათ ხრიოკ მხარესაა და არა მაგ წალკოტში), რომელსაც ვადა ახლა გაუდის, 2012 თუ 2020 წლებშიო. გაგიგონიათ ვინმეს ასეთი რამ?