Page 1 of 2

გურჯაანის ყოვლადწმინდა

Posted: 26 სექ 2006, 23:21
by Toma
ახლახანს ვიყავი გურჯაანის ღვთისმშობლის ეკლესიაში და გაოცებას ვერ ვფარავ, ვინც არ ხართ ნამყოფი აუცილებლად წადით და ნახეთ.

გურჯაანში ჩახვალთ და გურჯაანის ცენტრიდან 2 კილომეტრია მთისკენ სავალი და მიადგები ულამაზეს და ძალზედ განსხვავებული არქიტექტურის მქონე ძეგლს, ორგუმბათოვან ყოვლადწმინდის ეკლესიას. იგი არის VIII-IX საუკუნის.
იქვე მეორე ხეობაში კი ვეჯინის დედათა მონასტერია.

Image

გურჯაანის ყოვლადწმინდა

Posted: 27 სექ 2006, 06:11
by chuna
TOMA-ს ინფორმაციას დაგიზუსტებთ!
თბილისიდან გურჯაანის მიმართულებით მიმავალს ჯერ სოფ. ვეჯინი შეგხვდება! ხელმარცხნივ, ძველი უნივერმაგის გვერდით ასახვევს დაინახავთ და აყვებით! მიადგებით ვეჯინის ამაღლებას-გვიანი შუასაუკუნეების დიდი კომპლექსია! ულამაზესი ხედი იშლება ალაზნის ველის!
გურჯაანის ყველაწმინდას რაც შეეხება! გურჯაანში არ უნდა ჩახვიდეთ!!!!!
მანამდე არის სოფ. გურჯაანი- ზემო გურჯაანს ვეძახით! აქაც ხელმარცხნივ დაინახავთ ასახვევს, სადაც აწერია კიდეც
ამ შაბათ-კვირას EH DATO-მ მოილოცა ეს ადგილები, ისიც დაგაკვალიანებთ,როცა დაგჭირდებათ!!!

გურჯაანის ყოვლადწმინდა

Posted: 28 სექ 2006, 02:15
by gobe
მართლაცდა რომ ძალიან საინტერესო ძეგლია თუნდაც არქიტექტურული თვალსაზრისით.
ვიყავი ერთხელ მეგობარს ვახლდი და კიდევ ერთხელ სიამით ვნახავ!!!

გურჯაანის ყოვლადწმინდა

Posted: 03 ოქტ 2006, 04:13
by Lola
chuna


ნან შენ არა, შენ არ წამოხვალ?




Image

გურჯაანის ყოვლადწმინდა

Posted: 03 ოქტ 2006, 12:30
by chuna
Lola
მე იქ დაგხვდებით, შამფურებით ხელში!!!!

გურჯაანის ყოვლადწმინდა

Posted: 03 ოქტ 2006, 12:54
by gobe
chuna,
იმედია ცარიელი შამფურებით არა, საშპაგაოდ ხომ არ ჩამოვალთ
:)

გურჯაანის ყოვლადწმინდა

Posted: 03 ოქტ 2006, 13:17
by Toma
chuna

ხოოოხ თან ეხლა კახეთში ეგრეთწოდებული"ზავიტობა" თუ "ზავოდობა" იწყება და რა მწვადის სუნი ტრიალებს მთელს კახეთში იფ იფ .....(ნეტწყვ მომდგარი სმაილიკი) :D

გურჯაანის ყოვლადწმინდა

Posted: 03 ოქტ 2006, 13:43
by chuna
Toma
მაშინ ზავოდობას დავათხვიოთ! ღვინოს რომ მოხდიან ქვევრს და ჭაჭის გამოხდა რომ დაიწყება! მართლა მაგარია!

გურჯაანის ყოვლადწმინდა

Posted: 03 ოქტ 2006, 14:48
by Archil
მაგი ერთდღიანის ვარიანტია?

გურჯაანის ყოვლადწმინდა

Posted: 04 ოქტ 2006, 12:47
by gobe
Archil,
თუ ყოველგვარი გაგრძელებების გარეშე (მწვადი+ღვინო -> ხაში+არაყი) აპირებ, მაშინ ნამდვილად ერთდღიანია.
:wink:

გურჯაანის ყოვლადწმინდა

Posted: 04 ოქტ 2006, 17:34
by tekla
chuna
გურჯნელი ხარ? :) რა უბნელი? :)

გურჯაანის ყოვლადწმინდა

Posted: 04 ოქტ 2006, 17:39
by tekla
ველისციხეში არის VI საუკუნის ეკლესია და თუ არ ვცდები შუა საუკუნეებისდრიონდელი ნაგებობა. და ხევის პირას ერთ-ერთ სახლში ფიროსმანის ნახატი ყოფილა. იმ სახლში გადაღებულია "ხარება და გოგიას" ერთ-ერთი სცენა. მე ეს ნახატი არ მინდახავს, გადმოცემით ვიცი. ეს სახლი ახლა დაკეტილია...


ნ----

თუ კახეთში წასვალზეა საუბარი, ეგებ კოლექტივობის დრო გაგვეხსენებინა და ვინმეს რთველშიც მოვხმარებოდით... :D

გურჯაანის ყოვლადწმინდა

Posted: 04 ოქტ 2006, 21:27
by chuna
tekla
გურჯაანელი ვარ! კალოსუბნელი! ჭუნიაშვილი ვარ!
მაგრამ სიღნაღში ვარ დაბადებული და ამიტომ ქიზიყელი ვარ!
ისე სულ თბილისში გავიზარდე და აქ ვცხოვრობ! გურჯაანშიც მაქვს სახლი და ნუკრიანშიც!

გურჯაანის ყოვლადწმინდა

Posted: 04 ოქტ 2006, 23:09
by Bocho
რაო რაო? მწვადი და არაყიო? აბა სადაა რო? :roll: :roll: :roll:

გურჯაანის ყოვლადწმინდა

Posted: 05 ოქტ 2006, 00:54
by mika
chuna
ნუკრიანში 2ჯერ ვარ მაგრა ნაქეიფარი კახურმა გვინოომ მაგრა დამატროოო..

აუ რა მაგრა მახსენდებაააა მააგრია ნკრიანი