Page 1 of 6
სტეფანწმინდა
Posted: 25 სექ 2006, 17:22
by Mrs. Robinson
ხალხო აბა სადმე ხომ არ წავსულიყავით
ასეთი ვარიანტები მინდა შემოგთავაზოთ სტეფანწმინდისკენ:
I დღეს - გერგეტის სამებაზე ავიდეთ-ჩამოვიდეთ. (ღამე კარვებში ან საოჯახო სასტუმროშიც შეიძლება.)
II დღეს - ცდო-გველეთისკენ წავიდეთ.
ან
რადგან სავარაუდო გასვლების თემაა ერთდროულად კიდევ ორი ვარიანტი მინდა შემოგთავაზოთ:
1. წავიდეთ ორდღიან ლაშქრობაში კარვებით
თრუსოს ხეობაში.
(7-8 ოქტომბერს სავარაუდოდ მზიანი ამინდი იქნებაო)
2.
გერგეტის სამებაზე კი ცოტა მერე ავიდეთ, მთებზე რომ ჩამოთოვს. ასე გვიან არასდროს ვყოფილვარ და თან დავათის მერე საინტერესოდ მეჩვენება თოვლში ასვლა.
(ეს გზების ჩაკეტვამდე, ღამე კი ოჯახში ან სასტუმროში დავრჩეთ.)
ყველა ვარიანტში სარეისო მარშრუტკა გვაკმაყოფილებს.
მოიფიქრეთ და სანამდე აცივდება სტეფანწმინდა მოვინახულოთ

სტეფანწმინდა
Posted: 25 სექ 2006, 18:35
by Domeniko
Mrs. Robinson
ვაუ, უკვე მაბაბნებს სიცისაგან
არ გავიყინებით ნეტა?
ბევრი არაყი იქნება საჭირო

სტეფანწმინდა
Posted: 25 სექ 2006, 18:45
by გვალდა
რა მაგარია!
გერგეტის სამებაზე კი ცოტა მერე ავიდეთ, მთებზე რომ ჩამოთოვს.
მაგ დროს არასოდეს ვყოფილვარ.
არ გავიყინებით ნეტა?
ბევრი არაყი იქნება საჭირო
სვანური ორნახადი უნდა მქონდეს სადღაც. გადავინახავ წასვლამდე!!!

სტეფანწმინდა
Posted: 25 სექ 2006, 19:49
by ilia
იმედია მაგდრომდე გამოვკეთდები, ჰაიმორიტი მაქვს გაქანებული
სტეფანწმინდა
Posted: 25 სექ 2006, 20:37
by Mrs. Robinson
Domeniko
ვაშა შენს გამოჩენას!
10 დღე გაყინულხარ და ახლა ამ 2 დღესაც გადაიტან როგორმე!
გვალდა
გაიხარე! რაღაც ძალიან მხიბლავს თოვლში ასვლის აზრი და რეალში ხომ უფრო მაგარი იქნება!
ilia
პმ ნახე!

სტეფანწმინდა
Posted: 26 სექ 2006, 00:30
by Toma
მეც მინდა თრუსოს ხეობა

სტეფანწმინდა
Posted: 26 სექ 2006, 09:27
by Domeniko
Mrs. Robinson
ავადა ვარ ავადაააააააააააააააააა............................
თუმცა მანამდე ალბათ გავცოცხლდები.
2 დღე ყოფნის მაგ საქმეს?
სტეფანწმინდა
Posted: 26 სექ 2006, 12:20
by iwlita
მაქვს ერთი იდეა. უჯარმაში ხომ არ წავსულიყავით?
სტეფანწმინდა
Posted: 26 სექ 2006, 12:35
by ilia
iwlita wrote:მაქვს ერთი იდეა. უჯარმაში ხომ არ წავსულიყავით?
მანდ უკვე ვიყავით
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=547
სტეფანწმინდა
Posted: 26 სექ 2006, 13:37
by Archil
მე გიერთდებით... სადაც არ უნდა წახვიდეთ, თუნდაც ციოდეს... ბოლოს და ბოლოს კრაინი პონტში კარავში დავიძინებ და არ შემცივდებაა

სტეფანწმინდა
Posted: 26 სექ 2006, 14:18
by Nika
აფსუს. კვირას F1-ია და ვერ წამოვალ. ახლა წყდება ჩემპიონატის ბედი. უკიდურეს შემტხვევაში ჩემი მანქანით წამოვალ და ადრევე დავტყდები

სტეფანწმინდა
Posted: 26 სექ 2006, 14:58
by Mrs. Robinson
Toma
ხოდა წამო!
Domeniko
აქ ავადმყოფობაზე ცოტა ფრთხილად ისაუბრე, თორემ მკურნალობის ისეთი ალტერნატიული მეთოდები დაინერგა კარავში, რომ გაიგებ ეგრევე გამოჯანმრთელდები...
ორი დღე რასაც ეყოფა, ჩვენც ის ვნახოთ.......
iwlita
უჯარმა ერთ დღეში და წლის ნებისმიერ დროს შეიძლება მგონი...
Archil
ჰაი! წამო! შენ ბოლო-ბოლო ხარ კარველი თუ არა, ანუ "ერთხელ მაინც" გძინებია კარავში თუ ისევ "კარავგარეთელი" ხარ?
Nika
რომელ კვირას? ჩვენ მომავალ 7-8-ში ვფიქრობთ.........
სტეფანწმინდა
Posted: 26 სექ 2006, 15:39
by Archil
"Mrs. Robinson" წერდა:Archil
ჰაი! წამო! შენ ბოლო-ბოლო ხარ კარველი თუ არა, ანუ "ერთხელ მაინც" გძინებია კარავში თუ ისევ "კარავგარეთელი" ხარ?
მე კარავში ბატონო, (უკაცრავად ქალბატონო) ამერიკაში მეძინა,. ეგრე კი არაა და თან უკრაინელ გოგონასთან ერთად. ასე რომ კარაველი ვარ, მოთხოვნებს ვაკმაყოფილებ. პროსტა იმის შემდეგ ილიასთან ან გობესთან ძილი... ისევ დევოჩკებთან მირჩევნია, მარა ვინ გიშვებს... ხვრინავო
ამ კარავში მეძინა ტეხასის ტრამალებში .... თუ კოლორადო იყო, ზუსტად არ მახსოივს, ბნელოდა და...
სტეფანწმინდა
Posted: 26 სექ 2006, 15:56
by Bocho
თუ ნებას დამრთავთ მეც წამოვალ. ვარ ჯანმრთელი ზამთარ-ზაფხულ. სიცივე და სიცხე არ მაწუხებს. უკარვოდაც დავიძინებ.

საძილე ტომარა მაქვს. იმედია არჩილი რეკომენდაციას გამიწევს
გია
სტეფანწმინდა
Posted: 26 სექ 2006, 15:58
by zura N.
Bocho wrote:თუ ნებას დამრთავთ მეც წამოვალ. ვარ ჯანმრთელი ზამთარ-ზაფხულ. სიცივე და სიცხე არ მაწუხებს. უკარვოდაც დავიძინებ.

საძილე ტომარა მაქვს. იმედია არჩილი რეკომენდაციას გამიწევს
გია
ნუ ხარ ასეთი მორიდებული!

თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ კარავში .
