Page 1 of 2

ხევსურეთი - თუშეთი 27 ივლისი 5 აგვისტო

Posted: 14 ივლ 2006, 20:06
by kakha_travel
კიდევ ერთ გასვლას გთავაზობთ ტურისტული ფირმის ეგიდით ხევსურეთი თუშეთის მარშრუტით. სამჯერადი კვება, პერსონალური ტრანსპორტი იქით - აქეთ, თავისი აღჭურვილობით და მოკლედ კარგად ორგანიზებული. ჩემი ტელეფონია 26-36-26 დილით 10 საათამდე და მობ. 855 52-09-49 კახა. ვისაც დაგაინტერესებთ დამირეკეთ და დეტალებს გაგაცნობთ.

ხევსურეთი - თუშეთი 27 ივლისი 5 აგვისტო

Posted: 16 ივლ 2006, 17:14
by lama
kakha_travel
და რა ჯდება??????????????

ხევსურეთი - თუშეთი 27 ივლისი 5 აგვისტო

Posted: 17 ივლ 2006, 16:44
by Qurumi
ვყიდი წალკის კარტოფილს! მსურველები დამიკავშირდით შემდეგ ნომრზე: 893 19 26 69
პატარა შენიშვნა მაქვს. ეს სიტყვა და საქმე არაა, ეს არის საიტ საიდანაც უნდა მივიღოთ ინფორმაცია!

ხევსურეთი - თუშეთი 27 ივლისი 5 აგვისტო

Posted: 17 ივლ 2006, 16:51
by Mao
Mich@l

:D :D :D :D :D :D :D :D
aba rogor ar gavitsino?

ხევსურეთი - თუშეთი 27 ივლისი 5 აგვისტო

Posted: 17 ივლ 2006, 16:57
by Qurumi
Mao
აქ შეგიძლია გაცინება :D უბრალოდ ეს რა პონტია შემოაგდებენ ინფორმაციას და არანაირ განმარტებას არ უმატებენ. უბრალოდ მიდიან, მეც ავდექი და უბრალოდ ვაჭრობა გავაჩაღე

ხევსურეთი - თუშეთი 27 ივლისი 5 აგვისტო

Posted: 17 ივლ 2006, 17:04
by Wanderer
Mich@l
:D :D :D
ჩემი აზრით ამ ადამიანს სრული უფლება აქვს, რომ მსგავსი სახის ინფორმაცია დაპოსტოს ფორუმზე. :)
ეს არის საიტ საიდანაც უნდა მივიღოთ ინფორმაცია!
ხოდა რა გინდა მერე ? ინფორმაციას გაწვდის ზუსტად. :D

ხევსურეთი - თუშეთი 27 ივლისი 5 აგვისტო

Posted: 17 ივლ 2006, 17:34
by amuri
kakha_travel

ეეეეეეეეეეეჰ როცა არ მცალია მაინდამაინც მაშინ აწყობთ კაიკაი მარშუტებს :cry: :cry: :( :( :(

ხევსურეთი - თუშეთი 27 ივლისი 5 აგვისტო

Posted: 18 ივლ 2006, 13:52
by Qurumi
Wanderer
არა ჩემს უნებართოდ არავის არ აქვს ინფორმაციის დატოვების უფლება :D
რა შუაა უფლება??? მე პრეტენზია იქ მაქვს რომ ვერსად დავინახე რა ჯდება ეს ლასჰქრობა. და საერთოდაც ლაშქრობაში როცა მივდივართ ინფორმაციას მაქსიმალურად ვიღებთ. ასე არ არის? როდესაც განცხადებას ვაკეთებთ ამა თუ იმ ლაშქრობაზე და არავითარი საუბარი არ არის პირობებზე, არ არის კითხვაზე პასუხი და ა.შ. როგორც წესი ესეთი ლაშქრობები ჩავარდება ხოლმე. რატომღაც მგონია რომ თუ არ გაავრცობს mr. Kakha travel-ი ამ თემას ხალხი არ შეგროვდება.

ხევსურეთი - თუშეთი 27 ივლისი 5 აგვისტო

Posted: 18 ივლ 2006, 13:57
by toga
მე დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი რო დრო მქონდეს :(

ხევსურეთი - თუშეთი 27 ივლისი 5 აგვისტო

Posted: 19 ივლ 2006, 16:12
by kakha_travel
სანამ მე კიდევ მომეცა შესაძლებლობა ჩავრთულიყავი საიტში, მთელი ამბები დატრიალებულა. ზოგს მგონი არ მოსწონს ინფორმაცია რომ განვათავსე და ზოგი კიდევ მსაყვედურობს, რატომ დაწვრილებით არ წერო. მართალი გითხრათ დავიბენი რომელ მიმართულებას მივაწვე. ვფიქრობ, რომ ამ საიტმა საშუალება უნდა მისცეს ყველა ადამიანს, ვისაც "პახოდებთან" შეხების წერტილი აქვს, ეკონტაქტონ და ელაპარაკონ ერთმანეთს ყველა თემაზე. მგონი ცენზურაზე ლაპარაკი სასაცილო იქნებოდა..
ისე წალკის კარტოფილიც გამოდგება, სუპებში გემრიელია...
ისევ დავუბრუნდები კონკრეტულად პახოდს. ღირებულება 130 ლარია და ვისაც რამე დაგაინტერესებთ, რომ დამირეკოთ რა პრობლემაა. მე სულ ინტერნეტში ვერ ვზივარ. ტ:26-36-26. მობ. 855 52-09-49 კახა.
ერთი ადამიანი გამომეხმაურა, გერმანელების გამოშვება უნდა ამ ტურში. ტელეფონი ჩავიწერე და სამწუხაროდ დავკარგე. თუ ამ წერილსაც ნახავ, თქვენ მოგმართავთ პირადად, იქნებ ხელმეორედ დამირეკოთ.

ხევსურეთი - თუშეთი 27 ივლისი 5 აგვისტო

Posted: 19 ივლ 2006, 16:18
by Qurumi
kakha_travel
მაშინ სანამ აქ ხართ, ამ 130 ლარში რა შედის? ამ დრომდე რამდენი მსურველია? და აგრეთვე მგზავრობის შესახებ რა ინფორაციის მოწოდება შეგიძლია?

ხევსურეთი - თუშეთი 27 ივლისი 5 აგვისტო

Posted: 19 ივლ 2006, 16:21
by Qurumi
kakha_travel wrote: ზოგს მგონი არ მოსწონს ინფორმაცია რომ განვათავსე და ზოგი კიდევ მსაყვედურობს, რატომ დაწვრილებით არ წერო.
ინფორმაციის განთავსებაზე პრეტენზია არავის არ ექნება. რობლემა მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობაა.

ხევსურეთი - თუშეთი 27 ივლისი 5 აგვისტო

Posted: 19 ივლ 2006, 16:21
by kakha_travel
ერთი რამე მაინტერესებს კიდევ. ამ ზედმეტ სახელებს ვინ არქმევს. მე მაგალითად რატომღაც დამერქვა ასფალტზე მოარული. არადა თუ რამეს ვერ ვიტან ცხოვრებაში - ეს ასფალტია. რაც მეხსიერება მეყო და დავითვალე, 215 პახოდში ვარ ნამყოფი 20 წლის განმავლობაში და იქნებ რამე სხვა უფრო შესაბამისი შეგერჩიათ... (რა თქმა უნდა ხუმრობით)

ხევსურეთი - თუშეთი 27 ივლისი 5 აგვისტო

Posted: 19 ივლ 2006, 16:24
by Qurumi
kakha_travel
ჯერ მარტო 9 წერილი გაქვს დაწერილი 30 წერილის მერე ბილიკზე მოარული გახდები. მერე ბოდიალა, ამის მერე მაწანწალა და ბოლოს იეტი

ხევსურეთი - თუშეთი 27 ივლისი 5 აგვისტო

Posted: 19 ივლ 2006, 16:29
by kakha_travel
ამ 130 ლარში შედის ტრანსპორტი დათვიჯვარის უღელტეხილის იქეთ. სამჯერადი კვება, კარვები, საძილეები, ტრანსპორტი უკანაც და საერთოდ ყველაფერი, რაც ამ მარშრუტთან იქნება დაკავშირებული. მსურველი ჯერ-ჯერობით 4 ქართველი და ორიც, როგორც წერილში დავწერე გერმანელია, თუ ვიპოვე. 8 კაცი თუ მოვაგროვე, აუცილებლად წავალ. უკვე მყავდა ერთი ჯგუფი და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.