ჯან.მ.ო.-ს რეკომენდაციების სრული დაცვით, ნიღბები, ხელთათმანებით, სადეზინფექციო საუშლებებით, "ველადისტანციის დაცვით.
1. სეირნობის სასტარტო ლოკაცია - "ველასიპედი", ვარდების მოედანზე;
2. სეირნობის სასტარტის დრო - 06:00 GMT;
3. მარშრუტი:
3.1. ვარდების მოედნიდან დავეშვები (ყოფილი) ელბაქიძის დაღმართზე, "მწვანე ლომებიანი ხიდით" გადავლ მტკვირს მარცხენა სანაპიროზე და მარჯანიშვილის ქუჩით გადავალ აღმაშენებლის გამზირზე;
3.2. აქედან გეზს ავიღებ ვორონცოვისკენ, გავაგრძლებს გზას ბარათშვილის ძეგლამდე/ბაღამდე, ავუყვები ახვლედიანის ქუჩას ავლაბრისაკენ, შევათვალიერებ პრეზიდენრის ნასასახლარს და გავდივარ ავლაბრის მეტროსთან;
3.3. ავლაბრის მეტროდან, ქეთევან დედოფლის გამზირით მივეშურები მეტრო 300 არაგველებისკენ და წინანდლის ქუჩით ვეშვები ქვემოთ, ჯერ ბოჭორმის ქუჩაზე, შემდებ ორთაჭალჰესისკენ;
3.4. აქ კვლავ გდმოვკეთ მტკვარს, დავბრუნდები მარჯვენა სანაპიროზე და ორთაჭალიდან გზას გამოვუყვები აბანოთუბნისაკენ;
3.5. აბანოთუბნიდან ავდივარ ნარიყალაზე, იქიდან ქართლის დედასთან, გზას ვაგრძლებ ბატონი ბიძინას რეზიდენციისაკენ;
3.6. ბატონ ბიძინასთან სააღდგომო სუფრაზე წაქეიფების შემდეგ, გაზას ვაგრძლებ და ვეშვები სოლოლაკისაკენ;
3.7. გავდივარ ჭონქაძეზე, ჩავუვლი ფუნიკულიორზე აღმავალი ტრამვაის სადგურს, ფუნიკულიორზე ფეხით ასვლა შემეზარება ამიტომ გზას გავაგრძლებ და ბესიკის ქუჩის ჩაყოლებით გავალ არსენას ქუჩაზე;
3.8. არსენას ქუჩას გავუყვები ალ. ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე და ჭავჭავაძის ქუჩით ჩავდივარ რუსთაველის გამზირზე;
3.9 რუსთაველის გამზირით ვუბრუნდები კვლავ "ველასიპედს".
3.10. სეირნობა დასრულდა. იქვე პეროსვკაიაზე/ახვლედიანი ქუჩაზე pips burger თუ მუშაობს ვუკვეთავ 1 კარგ ბურგერს, მიმაქვს შინ და ვანადგურებ.
4. მიზნები და ამოცანები:
4.1. დასახარჯი კალორიების ყოველთვიური ნორმის შესრულება/მუხლის გამართვა;
4.2 დაპაუზებული ქალქისათვის თვალის შევლება, სიტორიული მომენტის შეგრძნება/გაცნობიერება. აქა-იქ ფოტოების გადაღებაც
5. სურვილები:
5.1. ყოვლადკეთილი და ამაღლებული.
დიდი გასეირნება - 26.04.2020
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia