Page 1 of 1
დავათიდან ახატანში 2014
Posted: 29 იან 2014, 18:15
by Ledi
კარავ!
კარავ!
ვისაც მოენატრა:
თოვლიანი
ქათქათა
ჟრიამულიანი
მხიარული
ლაშქრობა
შემომაქვს იდეა გავაკეთოთ ეს ტური.
თებერვლიდან ისევ თეთრ ამინდებს გვპირდებიან, ხოდა ხელს რა გვიშლის მონატრებულო კარაველებო? 
გელოდებით ყველას სიაში და შემდეგ უკვე მშობლიურ სამთო ქიმიასთან
ზამთრის გასვლა:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=43 ... c&start=60
ესეც ზაფხულის:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4565
სიყვარულით
Ledi
დავათიდან ახატანში 2014
Posted: 30 იან 2014, 14:05
by tamuna_gudarexi
რა კარგიაა! მინდა წამოსვლა და, იმედია, შევძლებ კიდეც!
დავათიდან ახატანში 2014
Posted: 30 იან 2014, 20:27
by Ketevan Guliashvili
ამ იდეაში ის მომწონს რომ თოვლში ვივლით, ის რომ გნახავთ, ვისაუბრებთ, ფოტოაპარატსაც გავასეირნებ, ჰოდააა. მოვდივარ:)
დავათიდან ახატანში 2014
Posted: 30 იან 2014, 21:50
by shoda1121
ცოტანი თუ იქნებით იცოდეთ რომ ახატანში სარეისო მიდის პირდაპირ, აივლით და ჩამოივლით;
დავათიდან ახატანში 2014
Posted: 30 იან 2014, 21:51
by shoda1121
2 ლარი ღირს სარეისო:
ვისაც გინდათ აქ წასვლა:
http://www.revaz2002.narod.ru/akhatani/track.rar
გადმოწერეთ ტრეკი
ან რუკა ამ საიტიდან
http://www.revaz2002.narod.ru/akhatani/
მიდით დიდუბეში 9.15ისთვის (10ის ნახევარზე გადის ახატანი); ადით ნათლისმცემელში სოფლის თავზეა ტყეში; იქიდან გაბილიკებული დაღარული საურმე გზა მიდის დავათში; (წყალი არ შეგხვდებათ და უნდა წაიღოთ); ახატანი მშვენიერი სალოცავია, ტყით, საქეიფო ადგილით, ფრესკებით და ა.შ. ; დავათი განსაკუთრებით თოვლშია ლამაზი (ორიგინალური არქიტექტურაა)+ ზღვის დონიდან 1400მ-ზეა (1387-1395); სოფლიდან სიმაღლის აღება ნათლისმცემლამდე არის 800დან 1000მდე; +200 იოლი გზა ტრასა ნაწილი ნაწილი გრუნტის; ნათლისმცემლიდან დავათამდე 1000დან 1400მდე +400; მთლიანობაში +600 მარშუტია სიმაღლის სწრაფი აღებით; 1 გზა ალბათ 5კმ; საშუალო სირთულის მთლიანობაში მშვენიერი სალაშქრო მარშუტია ძალიან ისიამოვნებთ:
პს. ბოლო რეისი ახატანიდან 17.00ზეა; მარშუტი ამ დროში თავისუფლად ესწრება დროც კი რჩება
დავათიდან ახატანში 2014
Posted: 01 თებ 2014, 21:42
by Ledi
shoda1121 wrote:2 ლარი ღირს სარეისო:

მადლობა
shoda1121
შენი რჩევები გამოგვადგება

დავათიდან ახატანში 2014
Posted: 02 თებ 2014, 12:05
by guruli
ეჰ, რა კარგი მარშრუტია, რამდენი კარგი ლაშქრობა მახსოვს მაგ გზაზეც და არად დავათშიც...
წადით, არ ინანებთ - დავათი დალოცვილი ადგილია.
დავათიდან ახატანში 2014
Posted: 03 თებ 2014, 22:32
by Ledi
guruli wrote:ეჰ, რა კარგი მარშრუტია, რამდენი კარგი ლაშქრობა მახსოვს მაგ გზაზეც და არად დავათშიც...
წადით, არ ინანებთ - დავათი დალოცვილი ადგილია.
guruli
შენც წამოდი, გასვლა კვირა დღეს იგეგმება 
დავათიდან ახატანში 2014
Posted: 04 თებ 2014, 12:34
by guruli
Ledi
guruli
შენც წამოდი, გასვლა კვირა დღეს იგეგმება
ლედი, ნუთუ გგონია, რაკი კვირაა, ვისვენებ?

კვირა სამუშაო დღე მაქვს, ახლა კვირას სულაც მორიგე ვიყავი - დილის 4 საათზე წამოვედით სამსახურიდან. თუმცა ზოგჯერ ხდება ხოლმე, როცა ოპერატიული არაფერია ანუ ფიზიკურად არ ვარ საჭირო, მაგრამ თებერვალში, ოთხივე შაბათ-კვირა, ტრადიციულად, დაკავებული ვარ - ძიუდო-ჭიდაობების ტურნირები ტარდება და ყველაზე დაძაბული თვე მაქვს. ამიტომ გამორიცხულია მანდ წამოსვლა, თორემ დიდი სიამოვნებით.
დავათიდან ახატანში 2014
Posted: 10 თებ 2014, 10:43
by shoda1121
Ledi
წახვედით?
დავათიდან ახატანში 2014
Posted: 10 თებ 2014, 10:43
by shoda1121
აქ წასვლას 2-3 ადამიანიც ეყოფა

) სარეისო რადგან დადის ახატანში

დავათიდან ახატანში 2014
Posted: 10 თებ 2014, 18:17
by Ledi
ჯერ არა

სავარაუდოდ 22 ან 23-ში.
მე ბევრი კარაველის ნახვა მინდა, შენი ნახვაც გამეხარდება