სერიოზულ!

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სერიოზულ!

Post by Tamari-ch. » 19 დეკ 2013, 16:28

Image

ტობის ჩანჩქერი და არსენ ოქროჯანაშვილის სახელობის (ტობის II) მღვიმე.
მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტში, ასხის კარსტული პლატოს სამხრეთ ნაწილში, მდ. აბაშის მარცხენა შენაკადის- ტობას სათავის მიდამოები. აბსოლიტური სიმაღლე 750 მ. არსენ ოქროჯანაშვილის სახელბის მღვიმიდან, რომლის ჯამური სიგრძე 1300 მ-ს შეადგენს, გამოედინება კარსტული მდინარე, რომელიც 234 მ სიმაღლის ჩანჩქერს აჩენს. ჩანჩქერი სამ ძირითად საფეხურად არის წარმოდგენილი საიდანაც უდიდესის სიმაღლე 100 მ-ს აჭარბებს. თავად მღვიმე რამდენიმე დარბაზისგან შედგება, სადაც გვხვდება - სტალაქტიდები, სტალაგმიტები, სვეტები; მღვიმეს საკმაოდ ფართო შესასვლელი გააჩნია, ჭერის სიმაღლე მერყეობს 8-30 მ ფარგლებში. მღვიმე რამდენიმე განშტოებისგან შედგება რომლის ძირითადი შტო 850 მეტრზე იკეტება სიფონური ტბით (150 მ2). ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ - 13 გრადუსს შეადგენს ცელსიუსით. ჩანჩქერთან და მღვიმესთან ახლოს მისვლა შესაძლებელია სოფ. ბალდიდან მიმავალი, მარკირებული ტურისტული ბილიკით (მანძილი 4-5 კმ). უშუალოდ მღვიმე ძნელად მისადგომია და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ასვლა არ არის რეკომენდირებული, ხოლო მასში სამოგზაუროდ საჭიოა რეზინის ნავი. მიმდებარე ტერიტორიაზე გარდა აღნიშნულისა სხვა რამდენიმე მღვიმე და ჩანჩქერია, რაც კომპლექსში ეკოტურიზმის განვითარებისთვის ძალზედ ხელსაყრელ პირობებს ქმნის.


Image
ინწრას ჩანჩქერი თავისი სილამაზით ერთ-ერთი გამორჩეული ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა. იგი სამეგრელოში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ყვირას მასივის სამხრეთ პერიფერიაზე, სოფ. ჩქვალერიდან 3.7 კმ დაშორებით, მდ. ინწრაზე მდებარეობს. ჩანჩქერი ინწრას მღვიმიდან გამოედინება და 26 მ სიმაღლის წყალვარდნილს ქმნის. თავად მღვიმე გამომუშავებულია ქვედაცარცულ ასაკის მასიურ კირქვებში, სადაც მღვიმური ნაღვენთი ფორმებიდან სტალაქტიდები, სტალაგმიტები და ჰელექტიდები გვხვდება. ინწრას ჩანჩქერთან და მღვიმესთან მისვლა შესაძლებელია სოფელ ჩქვალერიდან მიმავალი საფეხმავლო ბილიკით - მანძილი 3.7 კმ, საჭირო დრო 2 სთ.

Image
კლიჩის ჩანჩქერი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერია. იგი აფხაზეთში მდებარებს, მდინარე კლიჩის ხეობაში (მდ. ღვანდრას შენაკადი), სოხუმის სამხედრო გზასთან ახლოს. სამწუხაროდ შექმილი რეალობიდან გამომდინარე კლიჩის ჩანჩქერის ამსახველი ფოტოები ძალზედ მცირე რაოდენობით მოიპევება. მოცემული ფოტოებიც ინტერნეტში მოძიებული სხვადასხვა წყაროებიდან არის წარმოდგენილი.

Image
მოთენას კარსტული მღვიმე, შუა საუკუნეეებში შესასვლელი ამაოაშენეს დამღვიმემ თავდაცვითი ფუნქცია შეიძინა. მისი სიგრძე დაახლოებით 300 მეტრია და მთავრდება სიფონური ტბით. მდებარეობს სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ.პირველ ბალდაში. სოფლიდან ღვიმემდე მიდის 0.5 კმ მარკირებული ბილიკი — Martvili-ში

Image
საწურბლიას მღვიმე.
მღვიმე მდებარეობს იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფ. ყუმისთავის ტერიტორიაზე, მდ. სემის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 270 მ სიმაღლეზე. მღვიმის ჩასასვლელი მდებარეობს ადგილობრივი მცხოვრების საკარმიდამო ნაკვეთის ტერიტორიაზე. ჩასასვლელიდან მიუყვებით საკმაოდ დიდ დარბაზში ჩამავალ ბეტონის კიბეებს, რომელიც საბჭოთა პერიოდში აიქნა გაკეთებული. დარბაზი გამოირჩევა მღვიმური ფორმებით, გვხვდება სტალაქტიტები, სტალაგმიტები და გრანდიოზული ტრავერტინი. აღსანიშნავია, რომ მღვიმე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია, იგი წარსულში ადამიანის თავშესაფარს წარმოადგენდა, რასაც მოწმობს აქ აღმოჩენილია სხვადსხვა დანიშნულების ქვის და კაჟის იარაღები. მღვიმე ადვილი გასავლელია, დასთვალიერებლად საჭიროა 1 საათი. საწურბლიას მღვიმეს სახელმწიფოს მიერ ”ბუნების ძეგლის” სტატუსი აქვს მინიჭებული.

Image
ნამარხი ტყე (”გოდერძის ფლორა” ) - აჭარისა და სამცხის საზღვარზე, მდინარე ძინძეს ხეობაში, გოდერძის უღელტეხილის შემოგარენში (არსიანის ქედი), ზღვის დონიდან 1600-2100 მ სიმაღლეზე გაშიშვლებია ე.წ. გოდერძის ვულკანოგენური წყება, რომელიც დიდძალ მცენარეულ ნაშთებს შეიცავს, რაც მოწმობს ვულკანური ამოფრქვევის დროს ამ ადგილას ტყის არსებობაზე.
“გოდერძის ფლორა” შედგენილია ტროპიკული და ზომიერი ჰავისთვის დამახასიათებელი მცენარეების ნარევით (მარადმწვანე და ფოთოლცვენადი სახეობებით). აქ ნაპოვნია პალმები, მაგნოლიები, დაფნები, არყი, რცხილა, წიფლისებრნი და სხვ. გოდერძის ფლორის ასაკს ქვედაპლიოცენურად განსაზღვრავენ. მცენარეული ნაშთები გამოსახულია ხეების გაქვავებული და ნახევრად გაქვავებული ღეროებით და ფოთლების ანაბეჭდებით, რომლებიც მოქცეულია ნაცრისფერ ვულკანურ ტუფში. ზოგიერთი ხე ვერტიკალურ მდგომარეობაშია დამარხული, ზოგიც წაქცეულია. გოდერძის ნამარხ ტყეს დიდი მეცნიერული ღირებულება გააჩნია, რის გამოც მკაცრ დაცვას მოითხოვს. აღნიშნულ ბუნების ძეგლს სახელმწიფოს მხრიდან ამჟამად ოფიციალური რაიმე სტატუსი არ გააჩნია.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სერიოზულ!

Post by shoda1121 » 20 დეკ 2013, 13:28

ინწრა ნანახი მაქვს და ულამაზესია თან უმარტივესი მისასვლელი :)
ტობა ონიორეზე მიმავალმა დავინახე მღვიმიდან როგორ გადმოდის :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

deida kama
მაწანწალა
Posts: 313
Joined: 31 მარ 2008, 15:08
Location: samxretis miyruebuli kunchuli
სერიოზულ!

Post by deida kama » 27 მარ 2014, 21:57

თამარიჩ, მღვიმეში კარგი იქნებოდა :roll:

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
სერიოზულ!

Post by konstantine » 29 აპრ 2014, 10:32

ინწრას ჩანჩქერამდე მალე მიხვალ ოღონდ "კეტებიანი" ხალხი თავიდანვე დატოვეთ თუ რათქმაუნდა გეყოლებათ ეგეთი ეკიპაჟი
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]