ფიტარეთი- ასე ახლოს მდებარე უმშვენიერესი ადგილი - ერთ-ერტი ყველაზე ლამაზი მოსანახულებელია ოქროსფერ შემოდგომით.
გთავაზობთ დღესა მასსა 27სა კვირიაკესა, 1 დრიან გასვლას, მასინ როცა ყველაზე უფრო ყვითელია ირგვლივი ბუნება.
არის 2 არჩევანი - იმის მიხედვით თუ რომელს მეტი მსურველი ეყოლება:
არჩევანი 1 - ფეხით:
გავალთ 9:00-ზე-არჩევანის გაკეების მერე - მინიბუსით ან ჩვენ-ჩვენი მსუბუქი მანქანებით ტანძიამდე (ასფალტი) ან ქციამდე (მსუბუქი უგზოობა), საიდანაც იქნება 7 ან 3.5 კმ სასიარულო (ერთი გზა). გზად გადავალთ ბაგირ-ხიდს და მოვიხილავთ ხულუტს. აქეთობას შევივლით მარნეულის ჩაი-ხანაშიდ.
არჩევანი 2 - 4X4 მანქანებით
გავალთ 9:00-ზე-არჩევანის გაკეების მერე, დილის საუზმეს და ჩაი-ყავას მოვიხმართ თეთრიწყაროშიდ.
ჩავალთ უგზოობით ფიტარეთშიდ (კაი უგზოობა და მანქანის დასაკაწრი), მერმე ხულუტშიდ. აქეთობას შევივლით მარნეულის ჩაი-ხანაშიდ.
მე ვიქნები ორგანიზატორი თუ კვირიაკემდის ვირუსს ბოლომდე ვძლიე!!
შემოდგომის ფიტარეთი! კვირა, 27 ოქტომბერი
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
შემოდგომის ფიტარეთი! კვირა, 27 ოქტომბერი
არავინაა მსურველი?
შემოდგომის ფიტარეთი! კვირა, 27 ოქტომბერი
თოვლიანი ფიტარეთი ცუდი იქნება ვითომ?