Page 1 of 2

2013 წლის გასვლის იდეები

Posted: 01 იან 2013, 16:44
by Tamari-ch.
ყველას გილოცავთ ახალ წესლ და დამდეგ შობას!
ბევრი ახალი და ძველი ტური დაგვეგეგმოს!

აბა წამოვიდა იდეები...
ის რისი ნახვაც ვერ მოვასწარით 2013-ში ან ახალი...

:)

1. რკონის გამოქვაბული
2. ქვის ქალაქი ხრამთან
3. ჩიტიკიბე
4. ”ხვამლი 2013” - ის რისი ნახვაც ვერ მოავსწარით 2012 -ში - იქ ყოფილა უძველესი ნასახლარები კიდევ...
5. გარეჯი - ეს თემა ამოუწურავია....
6. პეტრა - ციხისძირი
7. რა თქმა უნდა - რაჭა! - რა თქმა უნდა აგვისტოში
8. თეთრანთხევის მონასტერი + ბოტისის ღვთისმშობელი
9. ლეპისი და მესხეთის ნაკლებ ცნობილი ეკლესიები-ახლახან აღმოუჩენიათ აქამდე უცნობი ეკლესია აწყურთან
10. გურიის ეკლესიები
11. დმანისის რაიონის ძეგლები
12. ურაველის ხეობა
13. ასურელი მამების საფლავების მოლოცვა
14. ქუთაისის გარშემო - გეგუთი მაინტერესებს ძალიან
15. ბაგინეთის გათხრები -ეს აქვეა და ნებისმიერ დროს ვნახავთ
16. ვაგრძელებთ ტურს ბორჯომის ხეობაში - ყვიბისი არ მინახავს, კორტანეთი+ უცნობი ეკლესიები და თუ გაგვიმართლა გოლიათების ხეობაშიც ავალთ..
17. აბასთუმნიდან საირმეში გადავალთ ფეხით...
18. ზესტაფონის გარშემო ვნახავთ ძეგლებს: http://saunje.ge/index.php?id=351&lang=ka
19. პანკისის ხეობი ძეგლები
20. ახმეტის გარშემო უამრავი უძველესი ძეგლია... ბევრი უცნობი - მარტო ახმეტაში 20 ზე მეტია ძეგლია, ზოგი მე-6 საუკუნის
21. კიდევ თავკვეთილა უნდა ვნახო ბოლო ბოლო.....
22. სათხე!!!!!!!!!!!
23. - :?: :arrow: ...

....
არ გაჩერდეთ
წაუსნიკერსეთ!
:lol:


Image

2013 წლის გასვლის იდეები

Posted: 01 იან 2013, 17:39
by Ketevan Guliashvili
1. თოვლიანი ანდაც უთოვლო სვანეთი, 9 საუკუნის ეკლესიის უნიკალური ფრესკებით, ტბებით, ხალხთან ურთიერთობით.

2. ტბათანა-თუშეთი /მოუსვენარის მარშრუტი/

3. თუშეთი - აწუნთის უღელდეხილი - არდოტი-მუცო-შატილი-ისართღელე-როშკა.

4. ტობავარჩხილის ტბები /კიდევაა ტბები რომლებიც არ მინახავს/

მხოლოდ მეგზურის გარეშე ვერ შედგება.

2013 წლის გასვლის იდეები

Posted: 01 იან 2013, 23:10
by Nika
მე ფეხით რადგან ბევრს ვერ დავდივარ უფრო ისეთები სადაც მანქანა მიდის. წელს ცოტა უფრო გავამონსტრებ და მინდა შემდეგი

1) კინჩხას ჩანჩქრერები, ასხის პლატო და იქვე ცოტა დასავლეთით მდებარე ძალიან საინტერესო ადგილი. http://mygeorgia.ge/default.aspx?map=SO ... ture=ka-GE
მდინარე ტურჩუ რომელიც მღვიმიდან გამოედინება და მღვიმეშივე იკარგება
2) სამსარის კალდერა
3) თრიალეთის ქედის ტრავერსი მანქანით კარსანიდან ასპინძამდე (რამდენადაც გამოვა)

2013 წლის გასვლის იდეები

Posted: 01 იან 2013, 23:39
by Tamari-ch.
2) სამსარის კალდერა

ეს ლეპისზე რომ წავალთ - მაშინ მაქვს გეგმაში.....
+ ხიზაბავრა

21.კიდევ თავკვეთილა უნდა ვნახო ბოლო ბოლო.....
22. - სათხე!!!!!!!!!!!

2013 წლის გასვლის იდეები

Posted: 02 იან 2013, 15:42
by Ledi
სიამოვნებით შემოგიერთდებით პეტრაზე ;)
ხრამის გამოქვაბულებსაც არ გამოვტოვებდი.

2013 წლის გასვლის იდეები

Posted: 02 იან 2013, 20:43
by Tamari-ch.
Image

სოფელ რეხაში საინტერესო დარბაზი ყოფილა (თუ შემორჩა)
ავრანლო - გუმბათის მეგალითებზე რომ წავალთ - ვნახოთ...

2013 წლის გასვლის იდეები

Posted: 03 იან 2013, 11:40
by leo1
ნეძვის მონასტერი

2013 წლის გასვლის იდეები

Posted: 03 იან 2013, 11:41
by leo1
Nika wrote:მე ფეხით რადგან ბევრს ვერ დავდივარ უფრო ისეთები სადაც მანქანა მიდის. წელს ცოტა უფრო გავამონსტრებ და მინდა შემდეგი

1) კინჩხას ჩანჩქრერები, ასხის პლატო და იქვე ცოტა დასავლეთით მდებარე ძალიან საინტერესო ადგილი. http://mygeorgia.ge/default.aspx?map=SO ... ture=ka-GE
მდინარე ტურჩუ რომელიც მღვიმიდან გამოედინება და მღვიმეშივე იკარგება
2) სამსარის კალდერა
3) თრიალეთის ქედის ტრავერსი მანქანით კარსანიდან ასპინძამდე (რამდენადაც გამოვა)
ნ---------
გუუდ!!!

2013 წლის გასვლის იდეები

Posted: 11 იან 2013, 20:49
by ცაბო
Tamari-ch. wrote:2) სამსარის კალდერა

21.კიდევ თავკვეთილა უნდა ვნახო ბოლო ბოლო.....
თავკვეთულაზე წასვლა უკეთესი იქნება თავკვეთულობას,11 სექტემბერს,როცა მტკვრის დონე მინიმალურია და გადასვლისას არანაირი საფრთხე არაა მოსალოდნელი.
22. - სათხე!!!!!!!!!!!
ჯავახეთის სათხე?ნინოწმინდასთან?

2013 წლის გასვლის იდეები

Posted: 11 იან 2013, 20:51
by ცაბო
დარბაზული სახლები,მე რაც ვნახე, საროშია შემორჩენილი და საკმაოდ კარგადაც.

2013 წლის გასვლის იდეები

Posted: 12 იან 2013, 00:46
by Tamari-ch.
ცაბო
ჯავახეთის სათხე?ნინოწმინდასთან?
არა, ეგ ბოლნისთანაა
http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =1&lang=ka

2013 წლის გასვლის იდეები

Posted: 12 იან 2013, 17:50
by Nika
თუ არ ვცდები თავკვეთილა და თავკვეთულა სხვა და სხვა ადგილებია.

2013 წლის გასვლის იდეები

Posted: 12 იან 2013, 21:21
by ცაბო
Nika wrote:თუ არ ვცდები თავკვეთილა და თავკვეთულა სხვა და სხვა ადგილებია.
შეიძლება

თავკვეთულა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაა,ვარძიის ზეით.
კლდეში ნაკვეთი ტაძარი,მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე

Image

2013 წლის გასვლის იდეები

Posted: 12 იან 2013, 22:38
by Tamari-ch.
ცაბო
კი ეგაა და ჩემდა სამარცხვინოდ არ მაქვს ნანახი....
:(

მანდ მისვლა შეიძლება ვარძიის კომპლექსის მხრიდან
მგონი 4- 5 კმ -ია ფეხით
ისე ვერ გადახვალ მტკვრის მეორე მხარეს...

2013 წლის გასვლის იდეები

Posted: 12 იან 2013, 23:19
by ცაბო
Tamari-ch.
რავიცი,მე თუ დამიჯერებთ,გირჩევდით 11 სექტემბერს წახვიდეთ,არ მოგიწევთ ზედმეტად სიარულიც და გრანდიოზულ დღე-სასწაულსაც დაესწრებით.
თავკვეთულობას ერთადერთხელ მთელი წლის მანძილზე,მტკვრის დონე ისე იკლებს,კოჭებამდეა წყალი ლამის.წირვის დასრულებისას,როცა უკვე მღვდელთმთავრები გადადიან მეორე ნაპირზე,წყლის დონე ისევ იმატებს.
წელს დიდი თოკიც ჰქონდათ მაშველებს გაჭიმული და ხალხს ეხმარებოდნენ,თუმცა უმეტესობა თოკის გარეშე გავლას არჩევდა.
მე და ჩემი მეგობრები 10 სექტემბერს საღამოს გადავედით და იმხელა წყალი იყო,ყელამდე მწვდებოდა,უკან გადმოსვლისას კი,11ში,გადმოვირბინე ფაქტობრივად :D მაგრამ ტაძარში შესვლაზე მაგარი ამბებია,შეიძლება ვერც შეაღწიო,თუ ღამისთევით არ ახვედი.
მტკვარზე მასე გადასვლის გარდა,სიმართლე რომ გითხრათ,მე სხვა გზა არ მეგულება.
მე ყოველ წელს დავდივარ მანდ და თუ სურვილი გექნებათ,თქვენი შემოერთება გამიხარდება :))