==
მარშრუტი - ხანი
მაინტერესებს ვის რა ინფორმაცია აქვს; რომელი ჩანჩქერია კარგი, რისი ნახვა სჯობს და ა.შ. რამდენი კმ არის რა დრო (რა ხანი) სჭირდება

==
ქუთაისის გვერდზე მოცემული ინფორმაცია და ვიდეო იხილეთ

სოფელი ხანი მდებარეობს ბაღდათი საირმის მთებში 46 კმ ქუთაისიდან 18 კმ ბაღდათიდან. აქედან იწყებს სათავეს მდინარე ხანი, მდიდარი ისტორიის მქონე სოფელი მდებარეობს სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ზეკარის გადასასვლელზე. სოფელში და მის შემოგარენში უხვადაა ადრეული, წარმერთული და ჩვენი წელთაღრიცხვის ადრეული და გვიანი ხანის ქრისტიანული ძეგლები.
ლამაზი ბუნება, მთის მდინარეებითა და ჩანჩქერებით მიმზიდველს ხდის სამთო ტურიზმის მოყვარულთათვის. განვითარებულია აგროტურიზმი, სამ დღიანი და ოთხდღიანი მოგზაურობა ხანის მთებში, ადგილობრივი მოსახლეობის სტუმარმასპინძლობის მდიდარი ტრადიცია დაუვიწყარს ხდის სოფელ ხანს
საინტერესო ადგილები და ატრაქციები
1. უძველესი წყაროს წყალი
2. ანტიკური ხანის ღვინის ქვის საწნახელი
3. მე IV საუკუნის წმ. გიორგის ეკლესია
4. XII საუკუნის წმ. გიორგის ეკლესია
5. წარმართული ხანის სალოცავი
6. I. II. III. IV. ჩანჩქერი მდინარე ხანის ხეობაში
7. სათევზაო და საბანაო ადგილები
8. წყლის წისქვილი
9. საფუტკრე
10. “მეგობრობის ტყე”, რომელიც გააშენეს მეგობარი ქვეყნებიდან ჩამოსულმა სტუმრებმა ნაძვის სხვადასხვა ჯიშებისაგან
11. რელიგიური და სახალხო დღესასწაულები: აღდგომიდან მეშვიდე კვირა ორშაბათი “სულთმოფენობა”, 8 ივნისი “ელიაობა”, (სოფელი ხანის დღესასწაული) 6 მაისი წმ. გიორგის დღე, ნოემბრის პირველი ხუთშაბათი (ძველი სტილით) “წირვის დღესასწაული”, 11 თებერვალი “წირვის დღესასწაული,” 23 ნოემბერი წმ. გიორგის დღესასწაული
12. აგროტურისტული ცენტრი და ღამის სათევი ბინები
---
http://www.youtube.com/watch?feature=pl ... BuJML5K1bA