Page 1 of 1

ვაშლოვანი სიარულ-ტური დეკემბერში

Posted: 04 დეკ 2012, 20:12
by leo1
მოგეხსენებათ თუ რა ლამაზია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები წელიწადის ყოველ დროს - განსაკუთრებით გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ვაგლახ, რომ ცხელ დროს სიარული მხოლოდ მანქანით არის უსაფრთხო.

ხოდა სწორედ დეკემბერში სანამ თოვლი წამოსულა და კაი ამინდებია გთავაზობთ დავგეგმოთ ვაშლოვანის ფეხით სასიარულო მარშრუტი. შესაზლებელია 2 ან 3 დღიანიც კი. ღამის გასათენებელი არის დადოფლისწყაროში ან თვით ნაკრძალში.

ასევე მე მგონი ცუდი არ იქნება კარვებითაც!

ვაშლოვანი სიარულ-ტური დეკემბერში

Posted: 04 დეკ 2012, 20:47
by Ketevan Guliashvili
leo1

საინტერესოდ ჟღერს.
ქილაკუპრასკენაც აპირებ გავლას, კონკრეტულად რის მონახულებას გეგმავ?

ფეხით გასაველი შესაბამისად რამდენი კმ იქნება? რა დაჯდება?

ვაშლოვანი სიარულ-ტური დეკემბერში

Posted: 04 დეკ 2012, 20:53
by datoforesti
leo1
კარგი აზრია...........

ვაშლოვანი სიარულ-ტური დეკემბერში

Posted: 06 დეკ 2012, 12:12
by leo1
Ketevan Guliashvili wrote:leo1

საინტერესოდ ჟღერს.
ქილაკუპრასკენაც აპირებ გავლას, კონკრეტულად რის მონახულებას გეგმავ?

ფეხით გასაველი შესაბამისად რამდენი კმ იქნება? რა დაჯდება?
ნ---------

ქეთო ქილაკუპრა სულ სხვა მიმართულებაა, სამწუხაროდ ფეხით 3 დღე უნდა იარო ვაშლოვანიდან. ქილაკუპრაში ვაპირებ იორ-ტურის გაკეთებას 4X4ზე მანქანებით, რომელსაც მერე შეიძლება მიებას ვაშლოვანის 1 ან 2 დღე.