Page 1 of 1
					
				მირჩიეთ ადგილი :>
				Posted: 11 ოქტ 2012, 12:36
				by Ãito
				გამარჯობა კარგ ხალხს : )
ადგილს ვეძებთ. დილით რომ წავიდეთ და საღამოს წამოვიდეთ. ანუ სადმე ახლოს.
შემოდგომის კარგი ბუნება რომ ვნახოთ..
ანუ სასურველია შერეული ტყე იყოს..
დაწერეთ რა რამე იდეები.
მადლობა წინასწარ
			 
			
					
				მირჩიეთ ადგილი :>
				Posted: 11 ოქტ 2012, 12:37
				by shoda1121
				Ãito
მარტყოფის ღვთაება 

 ახლოს უკეთესს ვერ ნახავ
 
			 
			
					
				მირჩიეთ ადგილი :>
				Posted: 11 ოქტ 2012, 12:40
				by shoda1121
				ნავთლუღის ავტოსადგურში მიდით დილას შენ და შენი 1 მეგობარი მაინც: 1.5 ლარი ღირს თუ რაღაც ეგეთი ნორიოს მიკროავტობუსი სულ გადის თითქმის ; მერე სოფლის ბოლოდან პატარა აღმართს(სულ რამოდენიმე კმ–ია სამანქანო გზა) ფეხით ან ავტოსტოპით აივლი მონასტერში ბერები დაგელაპარაკებიან(შენ ვერ დაასწრებ) და მერე კოშკზე ახვალ ფეხით გადმოხედავ დატკბები, იქეიფებ და წამოხვალ ტიფლისს 

 
			 
			
					
				მირჩიეთ ადგილი :>
				Posted: 11 ოქტ 2012, 12:40
				by Ãito
				მადლობა : )
უი ნამყოფები ვყოფილვართ მანდ... 
აბა სხვა იდეა რამე.
ბირთვისი და არმაზიც არ გვინდა.
რამე სხვა.
 
			 
			
					
				მირჩიეთ ადგილი :>
				Posted: 11 ოქტ 2012, 12:49
				by shoda1121
				Ãito
რითი მიდიხარ? ჯიპით, მსუბუქი ავტომობილით თუ სარეისოთი?
			 
			
					
				მირჩიეთ ადგილი :>
				Posted: 11 ოქტ 2012, 13:12
				by Ãito
				სარეისოთი
			 
			
					
				მირჩიეთ ადგილი :>
				Posted: 11 ოქტ 2012, 13:17
				by shoda1121
				Ãito
გუდარეხი წაკლის სარეისოთი: ჩამოხვალ ამლევი/აბრამეთის გადასახვევთან სადაც არის გუდარეხის აბრა: გადასახვევებზე ნიშნებით მოხვდები კოშკთან საიდანაც უკვე ლამაზი ტყე იწყება ეკლესიამდე არის მშვენიერი საბანაკე/საქეიფო ადგილი: პს. ძაღლები ყავთ ბერებს და მოერიდე
			 
			
					
				მირჩიეთ ადგილი :>
				Posted: 11 ოქტ 2012, 13:18
				by shoda1121
				იდეაში ზედაზენიც შეგიძლია ავჭალაში გადმოსვლით მაგრამ მე არ მიყვარს ზედაზენი რავი, ასევე ბეთანია ტყის გზით თუ ჯპს გაქვს, ასევე კოჯორიდან ასურეთში ჩასვლაც: ღოუბანი
			 
			
					
				მირჩიეთ ადგილი :>
				Posted: 11 ოქტ 2012, 13:36
				by Ãito
				ძაა დიდი მადლობა 
მისმინე.. სამშვილდეზე რას მეტყვი?
 
			 
			
					
				მირჩიეთ ადგილი :>
				Posted: 11 ოქტ 2012, 13:43
				by shoda1121
				Ãito
სამშვილდეში მაშინ უნდა წახვიდე როცა ზოგადად სიარული გეზარება: საკმაოდ ახლოსაა: თეთრიწყაროს სამარშუტოს გაყვები ასევე ნავთლუღიდან ალბათ 2.5 ღირს მერე ბლომად უნდა იარო: განსაკუთრებით უკანა  გზაზე თვითონ  თეთრიწყაროში  საკმაოდ დიდი ქალაქია: გადახვალ ხიდს და ჩახვალ სოფელში იქიდან ახვალ ტყეში: უბრალოდ ეს იმას ნიშნავს რომ 1 ადგილით დატკბები რა : მე უფრო ტყეს ავირჩევდი ვიდრე ხედს: სამშვილდე უფრო ხედია ძალიან ლამაზი ხედი
			 
			
					
				მირჩიეთ ადგილი :>
				Posted: 11 ოქტ 2012, 13:48
				by shoda1121
				თუ საირული არ გეზარება შეგიძლია კაზრეთის სამარშუტოს გაყვე და ტანძიის გადასახვევთან ჩამოხვალ მერე კი ავტოსტოპით ტანძიაში იქიდან ფეხით ფიტარეთში ახვალ
			 
			
					
				მირჩიეთ ადგილი :>
				Posted: 11 ოქტ 2012, 13:49
				by shoda1121
				ქვეშიც და ხულუტიც გზად გაქვს
			 
			
					
				მირჩიეთ ადგილი :>
				Posted: 11 ოქტ 2012, 14:06
				by shoda1121
				ჭობისხევშიც შეგიძლია მოხვდე ახალციხის მარშუტით და იქიდან ახვიდე კახისის ტბებზე ეხლა ლამაზი იქნება თუმცა 1 დღისთვის ცოტა შორია მაგრამ საკმაოდ ლამაზი