და დამაინტერესა რადგან ეს ორი ძეგლი აშენებულია გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების მიერ მე კიდევ ისტორიაც მიყვარს და ტყეში ბოდიალიც

ნეძვი სადღაც ახალდაბასთანაა ტყეში ღრმად ხეობაში; ახალდაბაშია ასევე ფოთოლეთიც
http://www.iveriatour.ge/index.php?Id_p ... vemanid=36
===
https://www.facebook.com/media/set/?set ... 578&type=3
საკვირიკეზე ფბ–ზეც დევს ფოტოები და ინფორმაცია;
და ამ ვებსაიტზე ყველა მათგანზე:
http://www.borjomi.org.ge/portal/alias_ ... fault.aspx
ციტატა გიორგი მერჩულეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან: "და ძებნა ისინი გრიგოლმა, იპოვა სამცხეში და უსაყვედურა მათ ფარულად წასვლის გამო. ისინი შეუვრდნენ მას და უთხრეს: „შენდობა იყოს ჩვენზე, წმინდა მამაო, რადგან იმ მიზეზით მოხდა ხანცთიდან ჩვენი გამოსვლა, რომ მონასტერთა ახალშენებით რაღაც ნაყოფი გამოჩნდეს ჩვენს წილად“. წმინდანმა უთხრა: „კარგია თქვენი ეს განზრახვა, ღვთის ნებით, მაგრამ მეც თანამონაწილე გამხადეთ მაგ გულმოდგინებისა, რადგან არ ვარ კარგის ხელისშემშლელი“. და წავიდნენ ერთად სამცხისა და ქართლის მხარეთა უდაბნოებში, იპოვეს ორი ადგილი სამონასტრედ, ორივეგან ააშენეს სენაკები, უწოდეს თევდორეს სავანეს „ნეძვი“. ქრისტეფორესას — „კვირიკეწმინდა“".
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მართლაც არსებობს ძველი ნამოსახლარი, რომლის ცენტრშიც დგას ნახევრადდანგრეული ტაძარი ალაგ-ალაგ შემორჩენილი ნაჩიჩქნი და ნატყვიარევი ფრესკებით. სოფელ ქვაბისხევის და დვირის მოსახლეობა ამ ადგილს საკვირიკეს უწოდებს, ტაძარს კი კვირიკეწმიდას. ადგილი ნამდვილად მშვენიერია, თუმცა ძეგლის მდგომარეობა მძიმეა. მას ყურადღებას არავინ აქცევს და კვირიკობის დღეს თუ სტუმრობენ ადამიანები მიმდებარე სოფლებიდან. მეგობრებთან ერთად დამისუფთავებია ტაძრის შიდა ტერიტორია, მაგრამ ნანგრევებზე ბალახი და ხეები ამოდის. მოკლედ ძალიან ლამაზი და მისახედი ადგილია. სურვილი მაქვს, ბევრმა იცოდეს ამ ადგილის შესახებ და მეტი ყურადღება მიექცეს მას.
ბორჯომიდან ახალციხის გზაზე ავტომობილით დაახლოებით 20 წუთიანი მგზავრობის შემდეგ თქვენს მარჯვენა მხარეს სოფელი ქვაბისხევი იქნება, მარცხენა მხარეს კი მდინარე მტკვარზე გადებული და გერმანელი ტყვეების მიერ აშენებული ამიერკავკასიაში პირველი ჰიდროელექტროსადგური. ამ უკანასკნელის დარაჯის ნებართვით მტკვრის მეორე მხარეს გადადით, ახალციხის მიმართულებით გაუყევით ლიანდაგს და დაახლოებით 15 წუთი სიარულის შემდეგ მარცხენა მხარეს აუყევით ზევით ამავალ ბილიკს, რომელიც საკვირიკემდე მიგიყვანთ. მოკლედ, მისაგნებად მთლად მარტივი არ არის და თუ წასვლა გადაწყვიტეთ, ადგილზე ჩასულებს ქვაბისხევის თუ დვირის მაცხოვრებლები უპრობლემოდ დაგეხმარებიან. დვირიდან მიმავალი გზა პირდაპირ ლიანდაგს მიუყვება.