Page 1 of 1

ტბისის კომპლექსი

Posted: 02 სექ 2012, 01:44
by Tamari-ch.
ტბისის ეკლესიაში კარავი მგონი არ ყოფილა

იქვე ყოფილა ტბაც, ბარათაშვილების სასახლეც და მონასტერი, სამრეკლო, მარანი, კოშკი და გალავანი... ფოტოებზე ვნახე - ეკლესიას ლამაზი ჩუქურთმებიც ჰქონია, არის ლაპიდარული წარწერებიც, ბარელიეფებიც...

ტბისი (თეთრიწყაროს რ-ნი)

1.ციხე-დარბაზები: ტბისი //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2001.-გვ.150-151.
ალგეთის ხეობაში, სოფ.ტბისთან მდებარე დარბაზული ტიპის ეკლესიის, პალატის, სასახლისა და პირამიდული კოშკის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.
2.ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში გამაგრებული ეკლესია-მონასტრები: ტბისის გალავანი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ.,2002.-გვ.508-510.
ტბისის მონასტრის გალავნის ნაშთის აღწერილობა. ტექსტს ახლავს სურ.261-263.
3.სიმაგრეები: ტბისი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.102-104.
ალგეთის ხეობაში მდებარე სამონასტრო ნაგებობიდან გადარჩენილი ეკლესიის, სამრეკლოსა და გალავნის ნანგრევების მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა.
4.ტბისი. "კოჟრების ეკლესია". ჯვრის კვარცხლბეკი //ქართული წარწერების კორპუსი.I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.).-თბ.,1980.-გვ.104-106.
ჯვრის კვარცხლბეკზე ამოღარული წარწერების აღწერილობა, პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი, დაზიანების ხარისხის განსაზღვრა. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.18).
5.ქვემო ქართლი //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა : საანგარიშო კრებული .-თბ.,1997.-გვ.11; გვ.I. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
მოცემულია ტბისის VIII-IX საუკუნეებით დათარიღებული, დარბაზული ტიპის, უხეშად დამუშავებული ქვით ნაგები ეკლესიის მოკლე აღწერილობა. ტექტს დართული აქვს გეგმა და საილუსტრაციო მასალა.


შემოდგომაზე წავიდეთ!

ტბისის კომპლექსი

Posted: 02 სექ 2012, 01:47
by Tamari-ch.
ესეც რუკა

http://wikimapia.org/14691250/ka/%E1%83 ... 1%E1%83%98

ფარცხისთანაა ახლოს...

ტბისის კომპლექსი

Posted: 02 სექ 2012, 01:59
by Tamari-ch.
სავარაუდოდ წავიდეთ 9 სექტემბერს


ტრანსპორტის საკითხს გავარკვევ
შეიძლება საჯიპე გზაა....

ტბისის კომპლექსი

Posted: 02 სექ 2012, 02:10
by Tamari-ch.
ჩვენი სავარაუდო მარშრუტი:

ტბისის კომპლექსი
ფარცხისის ციხე
გუდარეხის მონასტერი
ვაკის ღვტისმშობლის ეკლესია
აბელიანის ეკლესია

ტბისის კომპლექსი

Posted: 02 სექ 2012, 02:13
by Tamari-ch.
http://tvali.eu/index.php?action=watch&v=132711

გზა საჯიპეა....

:?

ტბისის კომპლექსი

Posted: 02 სექ 2012, 10:52
by stranger
Tamari-ch. wrote:სავარაუდოდ წავიდეთ 9 სექტემბერს

9-ისთვის ვერ ვახერხებ :( მომდევნო რიცხვებში თუ წახვალთ წამოვალ..

ტბისის კომპლექსი

Posted: 02 სექ 2012, 16:42
by nikea
თამთა, ძალიან კაი იდეაა! სიამოვნებით შემოგიერთდებით.

ტბისის კომპლექსი

Posted: 02 სექ 2012, 20:34
by Tamari-ch.
1. თენგო ჯიპით
2. Tamari-ch.
3. nikea

ტბისის კომპლექსი

Posted: 03 სექ 2012, 10:55
by Nika
ალბათ ხუთშაბათს მეცოდინება შევძლებ თუ არა წამოსვლას.

ტბისის კომპლექსი

Posted: 03 სექ 2012, 16:56
by Tamari-ch.
მე მგონი ჯობია აქვე დაიწეროს ვის უნდა წამოსვლა...

ტბისის კომპლექსი

Posted: 07 სექ 2012, 09:46
by Nika
მე მოვდივარ. მაგრამ რაღაც მსურველები არ ჩანან.

ტბისის კომპლექსი

Posted: 07 სექ 2012, 09:55
by Tamari-ch.
Nika
გამოჩნდებიან.
თუ არადა წავალთ ერთი ჯიპით