Page 1 of 1

გუდამაყარი

Posted: 01 აგვ 2012, 23:57
by shoda1121
შეკითხვა მაქვს ვინც იცით ბურსაჭირის ჩანჩქერი თუ იცით გუდამაყარში, როგორი მისასვლელია და თუ ღირს სანახავად??
პს. გუდამაყარში დადის სარეისოები??

გუდამაყარი

Posted: 02 აგვ 2012, 10:00
by guruli
shoda1121
შეკითხვა მაქვს ვინც იცით ბურსაჭირის ჩანჩქერი თუ იცით გუდამაყარში, როგორი მისასვლელია და თუ ღირს სანახავად??
პს. გუდამაყარში დადის სარეისოები??
სარეისოები არ გამიგონია, მაგრამ მაგ თემებზე ბექა ფიცხელაურს დაუკავშირდი - ეგაა გუდამაყარიდან, ბაკურხევიდან.

გუდამაყარი

Posted: 02 აგვ 2012, 11:15
by Nika
წიკიპედიაში საკმაოდ დეტალურადაა ახსნილი
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91% ... 1%83%98%29
ბურსაჭირი, ჩანჩქერი მდინარე ბურსაჭირის (გუდამაყრის არაგვის ერთ-ერთი მდგენელი სათავე) შუა დინებაში. ზღვის დონიდან 2170 მ, სოფელ ბურსაჭირიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ. ფლატეს (საჩქეფეს) წარმოშობს ქვიშაქვების შრეების მძლავრი წყება ზედა ლიასის თიხაფიქლებში. ჩანჩქერის საერთო სიმაღლე 20 მ აღწევს. გადმოედინება ორ საფეხურად. ზედა —პატარა საფეხურის სიმაღლე 3—4 მ. ქვედა — დიდი საფეხურისა — 16—17 მ.

გუდამაყარი

Posted: 02 აგვ 2012, 11:27
by Nika
ტოპორუკაზე ვიპოვე. თუმცა აქ 45 მეტრიანადაა მოხსენიებული. ეტყობა დადაბლდა რუკის შედგენის შემდეგ

http://www.mygeorgia.ge/Default.aspx?ma ... ture=ka-GE

გუდამაყარი

Posted: 02 აგვ 2012, 11:49
by shoda1121
guruli wrote:shoda1121
შეკითხვა მაქვს ვინც იცით ბურსაჭირის ჩანჩქერი თუ იცით გუდამაყარში, როგორი მისასვლელია და თუ ღირს სანახავად??
პს. გუდამაყარში დადის სარეისოები??
სარეისოები არ გამიგონია, მაგრამ მაგ თემებზე ბექა ფიცხელაურს დაუკავშირდი - ეგაა გუდამაყარიდან, ბაკურხევიდან.
და როგორ დავუკავშირდე? არის კარავზე ან კარვის ფბ-ზე?

გუდამაყარი

Posted: 02 აგვ 2012, 11:52
by shoda1121
Nika wrote:ტოპორუკაზე ვიპოვე. თუმცა აქ 45 მეტრიანადაა მოხსენიებული. ეტყობა დადაბლდა რუკის შედგენის შემდეგ

http://www.mygeorgia.ge/Default.aspx?ma ... ture=ka-GE
დიდი მადლობა ნიკა, ესე იგი რუკაზეც არის :) ჩანჩქერი ყოველთვის არაა სანახაობრივი, გააჩნია რამდენად წყალუხვია :) თუ თვითმხილველი არ გამოჩნდა მაინც წავალ გუდამაყრის ხეობის ბოლოშია ჩოხის და დამაცხუს კიდე ზემოთ და მთელი ხეობა მექნება ნანახი :)

გუდამაყარი

Posted: 02 აგვ 2012, 14:36
by chqareuli
shoda1121 როდისთვის აპირებ წასვლას?

გუდამაყარი

Posted: 02 აგვ 2012, 15:24
by guruli
shoda1121
და როგორ დავუკავშირდე? არის კარავზე ან კარვის ფბ-ზე?
კარვის ფბ-ს ვერ გეტყვი და აქ კი არის - თავისივე გვარ-სახელითაა დარეგისტრირებული. ეცოდინებათ აქ მაგის ნომერი.

გუდამაყარი

Posted: 03 აგვ 2012, 13:12
by shoda1121
chqareuli wrote:shoda1121 როდისთვის აპირებ წასვლას?
ჯერ წავუ-ავტოსტოპ-ებ და მერე ვნახოთ

გუდამაყარი

Posted: 06 აგვ 2012, 14:56
by shoda1121
მოკლედ,
გუდამაყარში დადის ტრანსპორტი!
3 საათზე გადის შაბათს დიდუბიდან ავტობუსი და ადის კიტოხში და ჩოხში. ბრუნდება ორშაბათს დილის 8დან(7.40ზე გამოვიდა ჩოხიდან) და დიდუბეში იქნება 11.30ზე

გუდამაყარი

Posted: 19 ოქტ 2012, 18:11
by shoda1121
განხორციელებულ :)