Page 1 of 4

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2012, 11:21
by ნინი_85
16–29 აგვისტოს მე, ქეთი გულიაშვილი და ჩემი ესტონელი მეგობარი მირიამი, რომელსაც კარველების ნაწილი უკვე იცნობს ნათლისღებიდან მივდივართ ყაზბეგიდან ხევსურეთში და იქიდან თუშეთში გადასსვლელად.
მირიამის სურვილია მხოლოდ საგზლით და საძილე ტომრებით გადაადგილება რომ რაც შეიძლება ნაკლები ბარგი გვქონდეს, ადგილობრივი მოსახლეობის განობა და ღამის გათევა სახლებში ან საოჯახო სასტუმროებში.
ჯერ ყველა დეტალი დაზუსტებული არაა. ჩემი თხოვნა იქნება ვისაც რა რჩევის მოცემა შეგიძლიათ არ დაიზაროთ და გვირჩიეთ.
ამ მარშუტზე სამივენი პირველად მივდივარ.
მადლობა წინასწარ :)

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2012, 11:57
by keto
მმ, როგორ აპირებთ? ჭაუხებით (ან ჯუთადან) ტბებზე, დათვიჯვარი და მერე თუშეთში აწუნთით? თუ კიდევ რამე სხვა გზაც არის?

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2012, 12:06
by ნინი_85
keto wrote:მმ, როგორ აპირებთ? ჭაუხებით (ან ჯუთადან) ტბებზე, დათვიჯვარი და მერე თუშეთში აწუნთით? თუ კიდევ რამე სხვა გზაც არის?
სავარაუდო მარსუტი ეგეთია სწორედ.

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2012, 14:37
by shoda1121
ნინი_85 wrote:
keto wrote:მმ, როგორ აპირებთ? ჭაუხებით (ან ჯუთადან) ტბებზე, დათვიჯვარი და მერე თუშეთში აწუნთით? თუ კიდევ რამე სხვა გზაც არის?
სავარაუდო მარსუტი ეგეთია სწორედ.
არის სხვა გზაც ჯუთადან არხოტში, მერე უღელტეხილით ან გუდანში ან შატილში ..
==

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2012, 14:54
by Ismail
არხოტი ჯობია. ანუ ჯუთა - არხოტი - ისართღელის ურელტეხილით შატილში გადასვლა - მუცო - აწუნთა - თუშეთი.

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2012, 15:03
by shoda1121
Ismail wrote:არხოტი ჯობია. ანუ ჯუთა - არხოტი - ისართღელის ურელტეხილით შატილში გადასვლა - მუცო - აწუნთა - თუშეთი.
+100
თუ სამანქანო გზით წასვლაა მაშინ პირდაპირ არდოტშიც შეიძლება ჩასვლა

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2012, 15:10
by Ketevan Guliashvili
შოდა , ისმაილ, გმადლობთ!

ანუ ამას გულისხმობთ ხო?

დღე პირველი: დაბანაკება ღამისთევა?

დღე მეორე 7:00 გასვლა ჯუთადან, 15:00 ჯუთა–არხოტის უღელტეხილზე შეჩერება, 19:00 ცირცლოვნის ხეობაში დაბანაკება. ღამისთევა

დღე მესამე: 7:00 გასვლა ახიელისაკენ 12:00 ახიელის ციხის მონახულება, 15:30 ამღის მონახულება, 19:00 დაბანაკება ამღასთან ახლოს, ასას ხეობაში

დღე მეოთხე: 7:00 გასვლა წინხადუსთავით მიმართულებით კოლონათის უღელტეხილის გავლით 19:00 დაბანაკება უღელტეხილთან ახლოს, არხოტის მხარეს

დღე მეხუთე 7:00 უღელტეხილისაკენ გასვლა, 15:00 უღელტეხილზე შესვენება, 18:00 ხადუში ჩასვლა, 20:00 ბარისახოში ჩასვლა. დასვენება და ღამისთევა სასტუმროში

დღე მეექვსე: ვისვენებთ ბარისახოში. შესაძლებელია ქუდნისლას ციხის ნაშთების მონახულება

დღე მეშვიდე: 9:00 გასვლა ბისო–ხახმატის მიმართულებით, 15:00 დათვისჯვრის უღელტეხილზე შესვენება, 17:00 კისტანის და ლებაისკარის ციხეების მონახულება, 20:00 შატილში, სასტუმროში გაჩერება

დღე მერვე 8:00 გასვლა მკვდართა ქალაქ ანატორიის მიმართულებით , 10:00 გასვლა მუცოს მიმართულებით 14:00 გამგზავრება არდოტში, 17:00 დაბრუნება შატილში

დღე მეცხრე შატილი, 13:00 გასვლა ბარისახოს მიმართულებით, 18:00 განთავსება ბარისახოში, სასტუმროში 19:00 საღამო ბალალაიკას თანხლებით

ეს ტური 850 ევროდ აქვს შეფასებული ერთ-ერთ ტურ ფირმას. დასაწყისში აბუდელაურების ტბების მიბმა და თუშეთში ამ გეგმის გამრავალფეროვნება იქნებოდა კარგი.????

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2012, 15:17
by shoda1121
Ketevan Guliashvili wrote:შოდა , ისმაილ, გმადლობთ!

აბუდელაურებს დასაწყისში ვერ მიაბამ ჯუთადან ან არხოტში უნდა გადახვიდე ან აბუდელაურებზე; თუმცა ამდენი უღელტეხილი იმას ნიშნავს რომ არხოტის და თუშეთის ერთად სანახავად 1 კვირა არ გეყოფათ: ანუ ორი კვირა დაგჭირდებათ ხევსურეთის და თუშეთის ორივეს ერთად სანახავად

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2012, 15:17
by Ketevan Guliashvili
ჩემი გადასახედით ასეთი პრობლემები და კითხვები გვაქვს, რამოდენიმე რამ მაფერხებს:

1. გამოცდილი მეგზური სად ვიქირავოთ, ან შესაძლოა რჩევებითა და რუკით ჩავანაცვლოთ?

2. კარავი აუცილებლადაა წასაღები და არ გვაქვს, ანუ გვათხოვებთ ვინმე?

3. წყლის ასადუღებლად გვჭირდება რაიმე, ალპურ ზოლში მშრალი სპირტის ხმარების გამოცდილება გაქვთ ვინმეს? /გაზქურა მძიმე იქნება სათრევად და შეგვაელებს/ ეს დაგვჭირდება უღელტეხილებზე.

4. პრობლემა ნომერი ორთხი - მეცხვარე ძაღლები და მთთან გამკლავების საშუალებები.

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2012, 15:18
by Ketevan Guliashvili
shoda1121

ჰო, 2 კვირამდე ვიღებთ დროს. პირადად შემიძლია გავახანგრძლივო კიდეც.

და კიდევ ერთი დიდი კითხვა სავარადუდო ხარჯებია, სასტუმროს ფასები ანუ როგორ დავხარჯოთ ნაკლები.

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2012, 15:21
by shoda1121
Ketevan Guliashvili wrote:shoda1121

ჰო, 2 კვირამდე ვიღებთ დროს. პირადად შემიძლია გავახანგრძლივო კიდეც.

და კიდევ ერთი დიდი კითხვა სავარადუდო ხარჯებია, სასტუმროს ფასები ანუ როგორ დავხარჯოთ ნაკლები.
თუ ორი კვირა გაქვთ მაშინ არხოტიდან ჯობია წასვლა ყველა ვარიანტში :) იმიტომ რომ ხევსურეთის ყველაზე ლამაზი კუთხეა. და მე პირადად თქვენს ადგილას გუდანიდან შატილამდე(მუცომდე) ან ავტოსტოპით ავიდოდი ან რამეს ავყვებოდი ცოტაოდენი ფულის გადახდით და ამით დროს მოვიგებდი :)

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2012, 15:25
by shoda1121
Ketevan Guliashvili wrote:ჩემი გადასახედით ასეთი პრობლემები და კითხვები გვაქვს, რამოდენიმე რამ მაფერხებს:

1. გამოცდილი მეგზური სად ვიქირავოთ, ან შესაძლოა რჩევებითა და რუკით ჩავანაცვლოთ?

2. კარავი აუცილებლადაა წასაღები და არ გვაქვს, ანუ გვათხოვებთ ვინმე?

3. წყლის ასადუღებლად გვჭირდება რაიმე, ალპურ ზოლში მშრალი სპირტის ხმარების გამოცდილება გაქვთ ვინმეს? /გაზქურა მძიმე იქნება სათრევად და შეგვაელებს/ ეს დაგვჭირდება უღელტეხილებზე.

4. პრობლემა ნომერი ორთხი - მეცხვარე ძაღლები და მთთან გამკლავების საშუალებები.
აწუნთაზე და არხოტზე აუცილებლად დაურეკეთ როცა ჩამოვა ქაქუცას და მერე გადაწყვეტთ გინდათ თუ არა გიდი :) ქაქუცა აპირებდა ზუსტად მაგ გზის გავლას :)
კარავის არწაღება ჩემი აზრით არაა კარგი იდეა: შეიძლება უღელტეხილი ვერ გადაკვეთოთ ერთ დღეში: აწუნთას 2 დღე უნდა+გაიწეწებით: ტურისტული ადგილებია ეგენი და მასპინძელო ხშირად არ გიშველით თუმცა ზოგჯერ კი :)
მეცხვარე ძაღლებისთვის რავი ჯოხიც საკმარისია :) ~

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2012, 15:26
by shoda1121
Ismail
არხოტში გასატოპია მგონი ტანიეს ტბისკენ და ცოტა გაუჭირდებათ არა??? უნდათ მეგზური თუ???

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2012, 15:28
by shoda1121
Ketevan Guliashvili
პატარა გაზქურებიც არსებობს ისე :) თუმცა ამ საკითხზე უფრო კომპეტენტური ხალხიცაა აქ

ყაზბეგი–ხევსურეთი–თუშეთი 16–29 აგვისტო

Posted: 30 ივლ 2012, 15:43
by Ketevan Guliashvili
გუდანიდან შატილამდე(მუცომდე) ან ავტოსტოპით ავიდოდი ან რამეს ავყვებოდი ცოტაოდენი ფულის გადახდით და ამით დროს მოვიგებდი
შოდა, მადლობა რჩევებისათვის.

ცუდი აზრი არაა.

კარავი გვინდა, მირიამს კი უნდა მსუბუქად ვიაროთ, მაგრამ უკარვობა არაფერით გამოგვივა, ხოდა ვინ გვათხოვებთ მეთქი, ამიტომაც დავწერე:)

ანუ, ტურფირმის გეგმა მომხიბლავად გამოიყურება შენთვის?