Page 1 of 1

ფშაველი

Posted: 15 ივლ 2012, 23:00
by Tamari-ch.
ეს არ ვნახოთ?


ფშაველი - სოფელი თელავის რაიონში, მდებარეობს მდინარე სტორის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ახმეტა-თელავის საავტომობილო გზაზე. ზ.დ.-დან 460 მ., თელავიდან 35 კმ., თბილისიდან 186 კმ. სოფელზე გადის თელავი-ომალოს საავტომობილო გზა. სოფელი მდიდარია ისტორიული ძეგლებით: წყაროსთავის წმინდა გიორგის ეკლესია, კოხტა ღვთისმშობლის კომპლექსი, წმინდა ევსტატეს ეკლესია, ტალის ციხე, იოანე მახარობლის ეკლესია, ზვარელის წმინდა გიორგის ეკლესია.
ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია XVIII საუკუნის ციხესიმაგრე. სოფლის მახლობლად დგას ადრინდელი შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული ანსამბლი - "კოხტა ღვთისმშობელი", რომელშიც შედის გალავანი, ღვთისმშობლის ეკლესია, შედარებით მომცრო მეორე ეკლესია, სასახლე და სამეურნეო დანიშნულების სხვა ნაგებობანი.

Image

http://amigo.ge/saunjegallery/thumbnails.php?album=347

ფშაველი

Posted: 15 ივლ 2012, 23:46
by deida kama
მოვდივარ 8)

ფშაველი

Posted: 16 ივლ 2012, 14:44
by nikea
ძაან საინტერესო ძეგლი ჩანს! თუმცა ამის ნახვა შემოდგომაზე არ ჯობია? :)

ფშაველი

Posted: 16 ივლ 2012, 15:38
by Nika
თბილისიდან 186 კმ
გომბორით 120 კილომეტრია

ფშაველი

Posted: 16 ივლ 2012, 15:49
by Tamari-ch.
nikea wrote:ძაან საინტერესო ძეგლი ჩანს! თუმცა ამის ნახვა შემოდგომაზე არ ჯობია? :)
კახეთი შემოდგომისაა

ოკ.. შემოდგომისკენ ვნახოთ

სექტემბერში...

;)

ფშაველი

Posted: 16 ივლ 2012, 22:59
by დათო
საინტერესოა ნამდვილად.