ჯომარდობა
Posted: 13 ივლ 2012, 10:30
დიდი ხანია სურვილი მაქვს წავიდე ჯომარდობაზე და ძალები მოვსინჯო მთის მდინარეზე. რამდენადაც შევატყვე ბევრი ხართ ჯომარდობის მსურველები, ხოოდა გთავაზობთ ამგავრ შემოთავაზებას:
21 ან 22 ივლისს წავიდეთ საჯომარდოდ:
მთიულთის არაგვი- გუდამაყრის ხეობის დასაწყისიდან სოფელ მენესომდე-14კმ,ტურის სირთულის კატეგორია 2-3,დაშვებას სჭირდება 1 საათი და 10-20 წუთი.
ან
ფშავის არაგვი- კოპალას ხიდიდან სოფელ თვალივამდე-15კმ,ტურის სირთულის კატეგორია 2-3.დაშვებას სჭირდება 1საათი და 20-30 წუთი.
ფასი 50 ლარი. ფასში შედის მგზავრობა აღჭურვილობა და კვება (ეს უკანასკნელი ზუსტად არ ვიცი, დავაზუსტებ და განვაახლებ ინფორმაციას). სავარაუდოდ გავალთ დილის 9 საათზე და 18:00 საათისთვის თბილისში ვიქნებით.
ეს თემა ორშაბათს დღის მეორე ნახევარში გადავა სამომავლო გეგმებში, ასე რომ გთხოვთ იაქტიუროთ, რადგან 18 ივლისს მე უნდა ვიცოდე რამდენი მივდივართ და რა მიმართულებით, რომ შევუთანხმო საჯომარდო კლუბს.
ახლა ერთად შევარჩიოთ მარშუტი და თარიღი, უმრავლესობა რასაც იტყვის იმ დღეს და იმ მიმართულებით წავალთ. როგორც ხედავთ დროსა და მამნძილში განსხვავება არაა. ასე რომ ვირჩევთ მიმართულებას და იქეთა უქმეებზე ვიღებთ ადრენალინს