Page 1 of 1

ჯომარდობა

Posted: 13 ივლ 2012, 10:30
by avtokh
დიდი ხანია სურვილი მაქვს წავიდე ჯომარდობაზე და ძალები მოვსინჯო მთის მდინარეზე. რამდენადაც შევატყვე ბევრი ხართ ჯომარდობის მსურველები, ხოოდა გთავაზობთ ამგავრ შემოთავაზებას:

21 ან 22 ივლისს წავიდეთ საჯომარდოდ:

მთიულთის არაგვი- გუდამაყრის ხეობის დასაწყისიდან სოფელ მენესომდე-14კმ,ტურის სირთულის კატეგორია 2-3,დაშვებას სჭირდება 1 საათი და 10-20 წუთი.

ან

ფშავის არაგვი- კოპალას ხიდიდან სოფელ თვალივამდე-15კმ,ტურის სირთულის კატეგორია 2-3.დაშვებას სჭირდება 1საათი და 20-30 წუთი.


ფასი 50 ლარი. ფასში შედის მგზავრობა აღჭურვილობა და კვება (ეს უკანასკნელი ზუსტად არ ვიცი, დავაზუსტებ და განვაახლებ ინფორმაციას). სავარაუდოდ გავალთ დილის 9 საათზე და 18:00 საათისთვის თბილისში ვიქნებით.

ეს თემა ორშაბათს დღის მეორე ნახევარში გადავა სამომავლო გეგმებში, ასე რომ გთხოვთ იაქტიუროთ, რადგან 18 ივლისს მე უნდა ვიცოდე რამდენი მივდივართ და რა მიმართულებით, რომ შევუთანხმო საჯომარდო კლუბს.

ახლა ერთად შევარჩიოთ მარშუტი და თარიღი, უმრავლესობა რასაც იტყვის იმ დღეს და იმ მიმართულებით წავალთ. როგორც ხედავთ დროსა და მამნძილში განსხვავება არაა. ასე რომ ვირჩევთ მიმართულებას და იქეთა უქმეებზე ვიღებთ ადრენალინს :)

ჯომარდობა

Posted: 13 ივლ 2012, 11:13
by დათო
მოვდივარ :)

მე მგონი, ფშავის არაგვი უფრო საინტერესო უნდა იყოს.

ჯომარდობა

Posted: 13 ივლ 2012, 11:18
by avtokh
დათო

თარიღი როდისთვის?

ჯომარდობა

Posted: 13 ივლ 2012, 11:37
by დათო
avtokh

არ ვიცი, რომელი მირჩევნია, ასე რომ ამაზე არ ვიყენებ ხმის უფლებას ჯერ :)

ჯომარდობა

Posted: 13 ივლ 2012, 12:33
by okulone
22-ში თუ დაგეგმავთ მინდა :)

ჯომარდობა

Posted: 13 ივლ 2012, 13:32
by datoforesti
მეც მინდა მაგრად...
ადგილს დიდი მნიშვნელობა არ აქვს,, ცოტათი ალბათ მაინც ფშავ ხევსურეთი...

ჯომარდობა

Posted: 13 ივლ 2012, 14:26
by avtokh
მიმართულება: ფშავი - 2 ხმა;

თარიღი: შაბათს-1; კვირა-1.

იაქტიურეთ :)

ჯომარდობა

Posted: 14 ივლ 2012, 01:06
by anano
ფშავი/შაბათი

ჯომარდობა

Posted: 14 ივლ 2012, 14:25
by ინა-უნა
ჯომარდობის ფანი გავხდი, მაგარია ძალიან. მე არ მოვდივარ, მაგრამ ფშავის არაგვი ჯობია 8)
და რავი ისე შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, ფასდაკლებების საიტებზე შეიხედეთ-ხოლმე , იქ არის ხშირად შეთავაზებები, უფრო იაფად იჯომარდებთ ;)

ჯომარდობა

Posted: 14 ივლ 2012, 18:54
by mariamooo
დიდი მნიშვნელობა არ აქვს ადგილს, ისე ფშავს ვარჩევდი და კვირას აუცილებლად, სხვა შემთხვევაში ვერ :(

ჯომარდობა

Posted: 15 ივლ 2012, 15:48
by avtokh
ფასი 50 ლარი. ფასში შედის მგზავრობა და აღჭურვილობა.

საკვებზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ან გადავიხდით 60 ლარს და ორგანიზატორები იზრუნებენ. მე პირადად მე თვითონ მირჩევნია ვიზრუნო :)

ჯომარდობა

Posted: 15 ივლ 2012, 19:00
by mariamooo
avtokh

ადგილი და თარიღი დაზუსტდა?

ჯომარდობა

Posted: 15 ივლ 2012, 23:07
by დათო
avtokh
ჩემთან ერთად პლიუსი გაითვალისწინე :)

ჯომარდობა

Posted: 17 ივლ 2012, 10:20
by avtokh
თემა გაიხსა სამომავლოებში და შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 165#381165

ბოდიშით ვისაც კვირას გინდოდათ და ამ ჯერზე ვერ მოდიხართ, თქვენ არ ინერვიულოთ კიდევ იქნება, სავარაუდოდ :))