Page 1 of 7

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 03 ივლ 2012, 11:11
by masai11
უამრავი, დიდი თუ პატარა, საინტერესო და სასარგებლო ლაშქრობის (და არამახოლოდ ლაშქრობის) მიზეზი გახდა კარავი. ”სტაჟიანი” კარველები, შეიძლება ითქვას, რომ უკვე სერრრიოზული მოგზაურები არიან, სამყაროს შეცნობისა და ”წანწალის” სურვილმა უკვე დიდი ხანია მრავალი მათგანი საქათველოს ფარგლებს გარეთაც გაიტყუა და დღეს უკვე კარვული ლაშქრობების აქტივშია მაჩუ-პიკჩუ, ეგვიპტე, ტიბეტი, პალესტინა, ირანი, ვენცია, რომი, ბარსელონა და რათქმაუნდა თვით ე რ ე ვ ა ნ ი!
მაგრამ, პროგრესისია და ”პუტეშეტვენიკური ექსპანსიის” ამ დაუცადებელ ტემპებს, როგროც წესი აუცილებლად მოჰყვება აუთვისებელი, პაატარ-პატარა ”თეთრი ლაქები” - ადგილები, ძეგლები, ღირსშესანიშანობები, რომლებიც - რამდენადაც ეს დაუჯერებელი არ უნდა იყოს - ჯერაც ვერ იხელს ჩვენმა კეთილმა თოლებმა, ვერ შეიგრძნეს ჩვენმა გულებმა (ფეხის გულÑŒებმა ანუ) :)
ჰო და ეს სირცხვილია მეგობერბო, ნამუსათან დაუშვებელი კომპრომისია მაგალითად ის რომ კაცი იერუსალიმის ჯვრის მონატერში იყო ნამყოფი და ვარძიაში არა, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გქონდეს მოლოცილი და გელათი არა. ხო კი? :)
მოკლედ, ხომ მიმიხვდით თემის დანიშნულებას და აზრს.
მინდა ნამუსის რეაბილიტაციისთვის შევქმნა საშუალება კარავზე. გავამხილოთ "ცოდვები" და ვაღიაროთ რა არის ისეთი, რისი ნახვაც "ჯერ იყო ჩვენდა" , მაგრამ ჯერაც თავი ვერ მოგვიბია ამისთვის.
მერე დანარჩენმა კარველებმაც, ზოგმა ამავე მიზეზით, ზოგმაც სოლიდარობის ნიშნად, ან სხვა რამის გამო - იქნება ინებონ, გვერდში დაგვიდგნენ და ნამუსის მობანში დაგვეხმარონ -
გვასწავლონ, თან წამოგვყვნენ, რჩევა მოგვცენ მაინც.

მოკლედ გავეშვით ...

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 03 ივლ 2012, 11:17
by masai11
კარგით, როგორც ინიციატორი პირველი მე ვიტყვი "აღსარებას" და საჯაროთ გავამხელ ცოდვებს.
მაშ ასე (სკამზე მყარად დასხედით მაინც) :lol:

მე არასოდეს ვყოფილვარ:
1) მცხეთის ჯვარზე
2) ბეთანიაში
3) უფლისციხეში
4) ქვათახევში
5) დავით გარეჯში
6) გორის ციხეზე
7) ქსნის ციხეზე


:roll: დნარჩენი მერე გამახსენდება
აბა ვის გეყოფათ კიდევ გული აღსარებისთვის :lol: :lol:

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 03 ივლ 2012, 11:20
by Ketevan Guliashvili
ვარძია, ვანის ქვაბები და ხერთვისის ციხე ...

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 03 ივლ 2012, 11:35
by shoda1121
დმანისი, ბოლნისის სიონი და წუღრუღაშენი არა მაქვს ნანახი :) ჩემდა გასაკვირად :)
თუმცა შემოდგომა-ზამთარში დავესხმები თავს ალბათ მაგ რაიონებს :)

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 03 ივლ 2012, 11:55
by Iako.
აუუუ რაჭაში არ ვარ ნამყოფი, მრცხვენია და.... წამიყვანეთ რააააა....
კიდევ არხოტში.... კიდევ ....

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 03 ივლ 2012, 12:10
by stranger
მე არ ვარ სტაჟიანი კარველი ,ამიტომ მივემხრობი პატარა საინტერესო და სასარგებლო ლაშქრობების მოწყობას თუნდაც უფლისციხეში .. რაჭა,ვანის ქვაბები,ხერთვისის ციხე არც მე მაქვს ნანახი და კიდევ ბერვი ადგილი..

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 03 ივლ 2012, 12:29
by Tamari-ch.
masai11
დავით გარეჯში მე წაგიყვან
ლადო მირიანაშვილთან ერთად!

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 03 ივლ 2012, 12:45
by eloiza
ბირთვისები, აბუდელაური, ვაშლოვანი, ლაგოდეხის ნაკრძალი, ნუნისი, ბახმარო და კიდევ მრავალი :(

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 03 ივლ 2012, 13:27
by arcivi9
უფლისციხე არ მაქვს ნანახი, ხერთვისის ციხე და ხორნაბუჯი 8)

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 03 ივლ 2012, 13:29
by shoda1121
arcivi9 wrote:უფლისციხე არ მაქვს ნანახი, ხერთვისის ციხე და ხორნაბუჯი 8)
არწივო ხორნაბუჯი და არწივის ხეობა არ გეკადრება შენ რო არ გქონდეს ნანახი!

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 03 ივლ 2012, 13:32
by LEVANIKO
მე არმაქ დავით გარეჯი ნანახი და კიდე მრავალი ათასი ადგილი მაგრამ პირველ რიგში მანდ მინდა წასვლა :(

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 03 ივლ 2012, 13:45
by masai11
Tamari-ch. wrote:masai11
დავით გარეჯში მე წაგიყვან
ლადო მირიანაშვილთან ერთად!
მადლობა Tamari-ch :D
გეიხარე და გეიზარდე ჩემხელა. სიამოვნებით მვიღებს შენს დაპატიჟებას და იმედია ხელსაც არაფერი შემიშლის.

ყველაზე "ცოდვილი" მაინც მე გამოდივარ ესე იგი :lol:

და რადგა ასეა, მაშინ მევე გადავდგამ პირველ ნაბიჯს და ”სამომავლო გეგმებში” დავდებ პირველ თემას ”ნასალას” სერიიდან :lol:

მოკლედ ამ შაბათს (ან კვირას) მცხეთის ჯვარზე უნდა ავიდე როგორმე :)

მერე მომდევნო უახლოესი მარშრუტი დავგეგმოთ ერთობლივათ, მაგალითად - უფლისციხე ან ბეთანია.
და ასე თანდათან უფრო შორ დისტანციებზე გადასვლაც შეიძლება.

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 03 ივლ 2012, 13:46
by Ismail
მე არ მინახავს: :)
გრემი,
ალავერდი,
გორის ციხე,
რკონი,
შავნაბადა,
არმაზი,
შიომღვიმე!




არგეთვე:
შუამთა,
იყალთო.




დანარჩენს ისეთს ვერაფერს ვიხსენებ, რომლის ჯერ არნახვის გამოც სინდისი მქენჯდიდეს. : ))

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 03 ივლ 2012, 14:21
by arcivi9
shoda1121 wrote:
arcivi9 wrote:უფლისციხე არ მაქვს ნანახი, ხერთვისის ციხე და ხორნაბუჯი 8)
არწივო ხორნაბუჯი და არწივის ხეობა არ გეკადრება შენ რო არ გქონდეს ნანახი!
მაგ გემრიელ ლუკმას მოგვიანებით ვიგემებ მე :P

ნამუსის სარეაბილიტაციო ლაშქრობები (ნასალა)

Posted: 03 ივლ 2012, 15:20
by Tamari-ch.
ძამას ხეობაში არ ვარ ნამყოფი და წამიყვანეთ ვინმემ
სანამ დახურეს დედაკაცებისათვის!