ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
-
datoforesti
- მაწანწალა
- Posts: 459
- Joined: 05 სექ 2011, 22:24
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by datoforesti » 20 მარ 2012, 16:22
აი ასეთ მარშუტზე ვოცნებობ... რთულია და რამდენიმე დღიანი..
საჭიროა ჯიპიესი და რუკები ..
თუ ვინმეს დააინტერესებს ვითანამშრომლოთ...
ვვარაუდობ რომ ცოტა იქნება ასეთი გიჟი, ამიტომ ტრანსპორტის ქირაობა არ იქნება საჭირო.. ბარისახომდე 5 ლარია და მერე სულ ფეხითაა სასიარულო...
სავარაუდოთ 4 დღე დაჭირდება...

-
shoda1121
- იეტი
- Posts: 3178
- Joined: 23 აგვ 2011, 15:52
- Location: პლანეტა რაჭა
Post
by shoda1121 » 20 მარ 2012, 16:24
datoforesti
One bus a day leaves Tbilisi’s Didube bus station for Barisakho (8 GEL, three to four hours, 5pm) and Korsha, 2km beyond. The bus sets off back for Tbilisi from Korsha at 8.30am. Beyond Korsha, it’s a question of walking or trying to get a lift with one of the few passing vehicles, unless you have your own transport or can organise some from Tbilisi.
Read more:
http://www.lonelyplanet.com/georgia/the ... z1pevhTrMV
5 ლარი აღარაა: ამათ 8 უწერიათ უკვე 10 თუ არ გახდა

experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ Ø§Ù„Ù…ÙØ³ØªÙŽÙ‚Ùيمَ
-
datoforesti
- მაწანწალა
- Posts: 459
- Joined: 05 სექ 2011, 22:24
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by datoforesti » 20 მარ 2012, 16:32
shoda1121
საღამოს მეტყვიან,, ახლობელი დადის ყოველ კვირას...
საღამოს გადის 4 საათზე და იქედან 9 საათზე გამოდის..
-
ცაბო
- მაწანწალა
- Posts: 369
- Joined: 10 აგვ 2010, 13:41
Post
by ცაბო » 20 მარ 2012, 17:50
datoforesti
ასეთ მარშუტზე ვოცნებობ...
+1 ოცნება
+1 თანამოლაშქრე
:პიო-პაო:

როდისთვის გეგმავ? აგვისტო?
ძალიანძალიან მინდა,ბევრ რამეს დავთმობდი მაგ გასვლისთვის.როგორ შემიწყობს სამსახური ხელს,ვნახოთ
-
Tamusia
- იეტი
- Posts: 2196
- Joined: 21 აპრ 2007, 19:17
Post
by Tamusia » 20 მარ 2012, 20:00
ამ გზის გავლა ძალიან მინდა, პირიქითაში ფეხით არ ვარ ნამყოფი. ალბათ ზაფხულში იქნება ხო?
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო
-
iko-iko
- ბოდიალა
- Posts: 133
- Joined: 23 თებ 2011, 22:46
- Location: თბილისი
Post
by iko-iko » 20 მარ 2012, 20:51
წამოსვლის სურვილი კი მაქ, მაგრამ სამსახურიდან თუ მოვახერხე განთავისუფლება არ ვიცი. თუ მოვახერხე აუცილებლად წამოვალ
უფალო შეეწიე
მგზავრობას ჩვენსას
-
datoforesti
- მაწანწალა
- Posts: 459
- Joined: 05 სექ 2011, 22:24
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by datoforesti » 20 მარ 2012, 21:22
კი ზაფხულში, ჯერ ცივა ხევსურეთისთვის ძაან...
ძლიერი მუხლის ხალხიც 2-3 მნიშვნელოვანია ასეთ გასვლაში...
ფეხით შატილიდან ბარისახომდე გადმოვედით დღენახევარში,
მე ეს მარშუტი იმიტომ მომწონს რომ შატილ და მუცოში მივდივარ ხოლმე..არდოტამდე და იქეთ უკვე აღარ ვყოფილვარ, ხან დაგვეზარა ხან დრო არ გვეყო ხან რა ხან რა...
ასე კი ჯერ არდოტში ჩადიხარ და ასე ვთქვატ უკანა გზაზე ნახულობ მუცოს შატილს და მთლიანად პირიქითა ხევსურეთს...
+პირიქიტა ხევსურეთი საკმაოდ ძვირიანი გამოდის, ასე კი იაფია საკმაოდ..
-
ცაბო
- მაწანწალა
- Posts: 369
- Joined: 10 აგვ 2010, 13:41
Post
by ცაბო » 20 მარ 2012, 23:42
datoforesti
ეგკიარადა,ამ ზაფხულის გასვლების გამო მოწევას თავი დავანებე იცი?

ასერომ უჩემოდ არ გამოვა ეგ საქმე,ვინძლო სამსახურმა არ დამჩაგროს
-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 20 მარ 2012, 23:51
datoforesti
+პირიქიტა ხევსურეთი საკმაოდ ძვირიანი გამოდის, ასე კი იაფია საკმაოდ..
არც ისე ძვირიანია... 2 დღიანი გასვლისთვის მინიბუსი, რაც თავი მახსოვს, კაცზე 25 ლარის ფარგლებში მერყეობს
შარშან დათვიჯვარიდან არდოტამდე 1 დღეში გადავედით ფეხით. სადღაც 16 კმ გავიარეთ. მართალია ძირითადად მდინარის კალაპოტში ვიარეთ, მაგრამ იმ დღეს ძალიან ცხელოდა და გვესიამოვნა კიდეც მთის გაყინულ მდინარეში ფეხების გაგრილება

არდოტში ღამე გავათენეთ და დილით დაბარებულ მინიბუსს გამოვყევით. გზად უკანა გზაზე მოვინახულეთ: მუცო, ანატორები, შატილი, ლებაისკარი და კისტანი.
-
ცაბო
- მაწანწალა
- Posts: 369
- Joined: 10 აგვ 2010, 13:41
Post
by ცაბო » 21 მარ 2012, 00:00
Naia
datoforesti
სიმაღლეების აღება-დაგდება როგორია მანდ?
-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 21 მარ 2012, 00:40
ცაბო wrote:Naia
datoforesti
სიმაღლეების აღება-დაგდება როგორია მანდ?
ჩვენ დათვიჯვარის უღელტეხილამდე მინიბუსით ავედით, მერე ფეხით შევუყევით აღმართს. ეს აღმართი იყო ერთადერთი სერიოზული სიმაღლე. ალბათ ასე 800 მ იქნებოდა ასაღები. თუ ვცდები, გამისწორებენ იმედია

და დაახლოებით 1 სთ მოვუნდით. ამის შემდეგ დაღმართზე ეშვები და მხოლოდ რამდენიმე ადგილას გიწევს 2-3 მეტრით ამაღლება

ძირითადად მდინარის კალაპოტს მიუყვება გზა.
ეს ჩვენი შარშანდელი გასვლის თემაა, იქნებ რამეში გამოგადგეთ:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=5184
-
ცაბო
- მაწანწალა
- Posts: 369
- Joined: 10 აგვ 2010, 13:41
Post
by ცაბო » 21 მარ 2012, 01:51
Naia
აღმართების დაძლევა ჩემი ტკივილია,დანარჩენი გზა სასიამოვნო გასავლელი იქნება. იმედია ოგანიზატორი მარათონულ რბენაზე არ იქნება
მადლობა ბმულისთვის ნაია,გასვლის შემთხვევაში აუცილებლად გამომადგება : ))
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 21 მარ 2012, 03:12
datoforesti
ვვარაუდობ რომ ცოტა იქნება ასეთი გიჟი
არც ისე სიგიჟეა ეგ მარშრუტი. სამსახურის ამბები არ ვიცი, თუმცა ძალიან მინდა წამოსვლა.
სიმაღლეების აღება-დაგდება როგორია მანდ?
ბარისახოდან დათვიჯვრამდეა მთავარი აღმართი - გუდანის მერე, ხახმატის თავზე რომ სერპანტინია, ეგაა მთავარი. მერე ჭანჭახოვანზე ასვლა ხახაბოში გადასასვლელად, თუმცა ის სედარებით მოკლეა და თავად ქედიც დაბალია დათვიჯვარზე, იმის იქით კი ჩვეულებრივი აღმართებია, არაფერი განსაკუთრებული.
-
datoforesti
- მაწანწალა
- Posts: 459
- Joined: 05 სექ 2011, 22:24
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by datoforesti » 21 მარ 2012, 10:56
თქვენ ალბათ არ დააკვირდით რუკას...
ბარისახოდან უკვე სხვა ხეობაში მივდივართ
ლიქოკის ხეობაში და იქედან ავდივართ უღელტეხილზე მაგრამ იქ არა სადაც მანქანის გზაა..მანდედან სადღაც 3 კილომეტრამდეა და გადავდივართ პირდაპირ არდოტში ანუ შემოვლითი გზის გარეშე... და უკან ვბრუნდებით სამანქანო გზით რომ მუცო შატილი დათვიჯვარი და ბარისახო,
აი ნახეთ რუკა... წითელი გზა არის ჩემი მარშუტი,
ლურჯი კი სამანქანო გზა სადაც ყველა დადის, და გიწევს არდოტამდე მისვლა და უკან დაბრუნება
აქ კი ჯერ არდოტში ჩასვლა და ყველაფრის უკანა გზაზე ნახვა ანუ..
აღმართები არის რათქმაუნდა მაგრამ დაუძლეველი არაა ნელ ნელა მაღლდება..

-
datoforesti
- მაწანწალა
- Posts: 459
- Joined: 05 სექ 2011, 22:24
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by datoforesti » 21 მარ 2012, 11:06
აი ესე გამოიყურება 3D ..ნამყოფი ვარ სადაც X დავსვი იქამდე..ჭალისოფელია იქ... მგონი 1 კაცი ცხოვრობ ს კიდევ..

თან თოფების ოსტატი....
ყველაზე ცოტა რთულად მეჩვენება უღელტეხილზე გადასვლა. იცის ქარი, ნისლი (ისეთი რომ მხოლოდ უნდა დაჯდე და დაელოდო სანამ გადავა)+ შეიძლება თოვლმაც მოგაყაროს, ძაან სასტიკი ადგილია...
თუ გაამართლა და კარგი ამინდი იქნა საერთოდ არაფერია სადარდებელი..
