1. პარასკევს საღამოს ავდივართ დარიალის ხეობაში და საზღვართან ახლოს, სადმე ვბანაკდებით.
2. მეორე დღეს ვიწყებთ სიარულს თერგის მარჯვენა შენაკადის - ქისტინკას (იგივე ხდისწყალი) ხეობაში. ალბათ ბევრ თქვენგანს უნახავს მთის მდინარე, მთავარანგელოზის მონასტერთან ზევიდან რომ ჩამოდის და თერგს მარჯვნიდან უერთდება, იმ მდინარეს რომ ახედავ, არ შეიძლება არ გაგიჩნდეს სურვილი, რომ აჰყვე და ნახო საიდან მოდის და რა ხდება მის ზემო წელში. სწორედ ეს არის ქისტინკა. : ) საღამოს ვბანაკდებით დაახლოებით მის სათავეებთან.
3. კვირას გადავივლით ყიბიშის მყინვარს (საიდანაც მდინარე ქისტინკა იღებს სათავეს) და ჩავდივართ ჯუთაში, სადაც უნდა დაგვხვდეს ტრანსპორტი და წამოგვიყვანოს თბილისში.
ხდის ხეობა ყველაზე ლამაზი და შთამბეჭდავია იმ ხეობებს შორის, რომლებიც მე ოდესმე მინახავს. ხეობა ძალიან ვიწროა და ამავე დროს გარშემო 4 ათასიანი მწვერვალები აკრავს. გასვლა საკმაოდ ექსტრემალური იქნება. მე მხოლოდ ნახევრამდე ვარ ხდის ხეობაში შესული.
ერთადერთი დასახლება, რომელიც გზაზე გვხვდება, არის ჩვენი მესაზღვრეების ბაზა ხდის ხეობაში. ბილიკები თითქმის არ არის.
ხეობაში შესასვლელად წინასწარ დაგვჭირდება განცხადების შეტანა სასაზღვრო პოლიციაში, საშვები რომ მოგვცენ.
რას იტყვით?


