Page 1 of 2

სტუმრად დევებთან

Posted: 29 თებ 2012, 22:34
by Tamari-ch.
კახეთში „დევების ნასადგომარი“ აღმოაჩინეს
ახმეტის რაიონის სოფელ მატანში ციკლოპური ნაგებობების ნაშთები, ანუ „დევების ნასადგომარი“ აღმოაჩინეს. ციკლოპური ნაგებობები სოფლის სიახლოვეს, ჩრდილო - დასავლეთით, 7 კილომეტრის მანძილზე, ტყეში აღმოაჩინეს, რომელიც ძნელად მისადგომ მაღლობზეა და მცენარეებითაა დაფარული. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის კულტურის ცენტრის ძეგლთა დაცვის მთავარმა სპეციალისტმა ელდარ ჭიჭიაშვილმა აცნობა, ნაგებობები წარმოადგენს გვაროვნული წყობილების ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 მე-4 ათასწლეულის დროინდელ დასახლებას. „ასეთ ნაგებობას „ციკლოპურ“ ნაგებობასაც უწოდებენ. კახეთში მისი მსგავსი თითქმის არსად არ გვხვდება. ტერიტორია სათანადო არქეოლოგიურ შესწავლას საჭიროებს“, - განაცხადა ელდარ ჭიჭიაშვილმა. „დევების ნასადგომარი“ მოიცავს 4-5 საცხოვრებელი შენობის ნაშთს, ნაგებია ქვის (1,5 მ X 2 მ) უზარმაზარი ლოდებით. განფენილია დაახლოებით 50-60 მეტრის სიგრძეზე, ერთიმეორის გვერდით. დასახლების სიახლოვეს, დაახლოებით 1 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე, ფოთლებით დაფარულ მიწის ზედაპირზე იკითხება საკმაოდ დიდი დასახლების ნაშთებიც, რომელიც, შესაძლოა, გვაროვნული წყობილების დროინდელია. დასახლების მისადგომები დაფარულია, შედარებით ახალი, ქვიტკირის ნაშთებითა და სამაროვნებით.
http://ick.ge/ka/rubrics/culture/9980-2 ... 12-30.html


მოკლედ გადაწყვეტილი ამბავია!
წავალთ მარტში - ერთ თბილ კვირადღეს,
მატანში კიდევაა საინტერესო სხვა ძეგლებიც და იმასაც ვნახავთ

http://saunje.ge/index.php?id=253&lang=ka
მატანი (ახალი ხატი,
ბათურაანთ ეკლესია,
ბერების საყდარი, ბზიანის საყდარი, გუმბათოვანი საყდარი, დამასტის ეკლესია, დიდბატონის ეკლესია და მარანი, მცირე ეკლესიები, ელიას ეკლესია, ერელაანთ საყდარი, თეთრი გიორგის ეკლესია, იახსრის საყდარი, კლდეთაუკანის საყდარი, მერებაანთ საყდარი, მთავარანგელოზთა სახ. ეკლესია, ჟამთა საყდარი, სამების სახ. ეკლესია, სასახლე, ღვთისმშობლის სახ. ორი ეკლესია, ჩოლოყაშვილების კუთვნილი ციხე , ცხრაკარას მონასტერი, წმ. ბარბარეს სახ. ეკლესია, წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესია.

გასვლის თარიღი დაზუსტდება... თემა მინც გავხსენი წინასწარ..
მანამდე იფიქრეთ და მოემზადეთ...

სტუმრად დევებთან

Posted: 01 მარ 2012, 09:18
by Tamari-ch.
დაახლოებით რამდენ კაცს უნდა წამოსვლა?...

ტრანსპორტისთვის მჭირდება დაახლოებით მაინც ვიცოდე რაოდენობა.

მე და ჩემს ერთ - + უნდა
1)Tamari-ch.
2)Tamari-ch.-+

სტუმრად დევებთან

Posted: 01 მარ 2012, 09:29
by stranger
თამთა მეც წამოვალ :)

1)Tamari-ch.
2)Tamari-ch.-+
3)stranger

სტუმრად დევებთან

Posted: 01 მარ 2012, 09:35
by qvevri
მანდ ქალების მისვლა ცოტა საშიშია, რადგან დევს ცოლი გარდაცვლია და ცოტა არი იყოს მარტოობას განიცდის და ...

სტუმრად დევებთან

Posted: 01 მარ 2012, 09:35
by Tamari-ch.
ახლა გასვლის თარიღზე ვფიქრობდი
ველდოები პასუხს აბესალომ ტურაშVილისგან - ახმეტელია
და გამაგებინებს რამდენად მიუვალია

7 კმ იაო სოფლიდან - ანუ 14 კმ მინიმუმ მიუვალ ადგილებში უნდა ვიფორთხიალოთ... მე მგონი კლდეებზე.. ამიტომ დაზუსტდება დევს თუ არა თოვლი მთებზე.
4 მარტს ალბათ ვეღარ მოესწრება
სავარაუდოდ 11 ან 18 მარტი...

წვიმაც არ გვინდა- ფოტოები არ გამოვა კარგი...

სტუმრად დევებთან

Posted: 01 მარ 2012, 09:37
by Tamari-ch.
qvevri wrote:მანდ ქალების მისვლა ცოტა საშიშია, რადგან დევს ცოლი გარდაცვლია და ცოტა არი იყოს მარტოობას განიცდის და ...
:D

წამო მერე და დაგვიცავი დევებისგან...
კავკასიური ხანჯალიც წამოიღე...

:lol:

სტუმრად დევებთან

Posted: 01 მარ 2012, 10:44
by QEBURIUS
qvevri wrote:მანდ ქალების მისვლა ცოტა საშიშია, რადგან დევს ცოლი გარდაცვლია და ცოტა არი იყოს მარტოობას განიცდის და ...
ეს რა წამოგცდა პაივცემულო? ვინ დააშოშმინებს ეხლკ კარველი შინებერების არმიას

სტუმრად დევებთან

Posted: 01 მარ 2012, 11:21
by Tamari-ch.
ახლა მომწერეს – ჯერ დიდი თოვლია მთებშიო მატანში...

როგორც კი დადნება – გავდივართ..

სტუმრად დევებთან

Posted: 01 მარ 2012, 12:46
by shoda1121
Tamari-ch.
გასვლა საინტერესოა ჩემს გეგმებს თუ არ დაემთხვა აუცილებლად წამოვალ;
მატანის ცხრაკარა(არის სასიარულო ტყეში), თეთრი წმინდა გიორგი ისედაც იყო ჩემს გეგმებში :) და თუ კიდევ ამათ გარდა 14კმ-იც ემატება რა სჯობია მაგას :)

სტუმრად დევებთან

Posted: 01 მარ 2012, 14:00
by qvevri
Tamari-ch. wrote:ახლა მომწერეს – ჯერ დიდი თოვლია მთებშიო მატანში...

როგორც კი დადნება – გავდივართ..
რას იტყუები? თოვლი არა ისა კიდე...
სინამდვილეში მამალი დევი სანადიროთაა წასული და ერთ კვირაში დაბრინდება... სხვათა შორის მშიერი მოვა....

სტუმრად დევებთან

Posted: 01 მარ 2012, 18:15
by Tamari-ch.
shoda1121
მატანში უამრავი ძეგლია ნახე სია - ერთი დღე ვერ ეყოფა..

საერთოდ ახმეტის რაიონი ერთ ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია მთელს საქართველოში
იქ უძველესი - მე-6-7 საუკუნის ძეგლებია შემორჩენილი და წელს ახმეტის წელიწადი გვექნება..
რამდენიმე გასვლას გავაკეთებთ მთიან კახეთში - მეგზურიც შესანიშნავი გვეყოლება - იმ მხარეს ზეპირად რომ იცნობს - ბატონი აბესალომ ტურაშვილი
და ბევრი ისეთი ძეგლი აქვს მიკვლეული და აღმოჩენილი, რომელიც ბევრმა არც კი იცის....
:)

qvevri
ჰოდა დავკლათ...
:D

სტუმრად დევებთან

Posted: 01 მარ 2012, 18:18
by shoda1121
Tamari-ch.
ეს რამდენდღიანია? ტრანსპორტი რეგულარული თუ ისე?

სტუმრად დევებთან

Posted: 01 მარ 2012, 19:22
by Tamari-ch.
shoda1121
ვფიქრობ ერთდღიანს.
ჯერ..

მერე კიდევ გავაკეთოთ მაქეთ გასვლა რომ დათბება....
მოჟნო ორდღიანიც..

ტრანსპორტი ხალხის მიხედვით.
თუ ბევრი იქნა მსურველი - ვფიქრობ სამარშრუტო უპრობლემოდ მივა მატანამდე.

სტუმრად დევებთან

Posted: 01 მარ 2012, 20:26
by Tamari-ch.
Image

გამარჯობათ დევებო...

:lol:

სტუმრად დევებთან

Posted: 01 მარ 2012, 20:32
by stranger
Tamari-ch. wrote:Image

გამარჯობათ დევებო...

:lol:
:) დავიძმაკაცოთ ,და ესე იქნებ აღარ გაბოროტდნენ,არა?