მაგრამ ერთი პრობლემაა - აპრილის შუა რიცხვებში (18-25) სვანეთში არასოდეს ვყოფილვარ და ზუსტად არ ვიცი,როგორი კლიმატური პირობები დამხვდება.
ჩემი იდეაა ჰარეტიდან(იფხიდან) ბეჩოსა და მაზერში გადასვლა.სვანებს რომ გავუზიარე ეს იდეა,მათი აზრი 2ად გაიყო,ზოგი თვლის რომ ნამეტნავად გიჟური იდეაა,ზოგს პირიქით,მოეწონა ჩემი ავანტიურა და კარგ ამინდსაც შემპირდნენ.
ხო,და რაც მთავარია,მინდა მხერზე ავიდე და ხელახლა დავიბადო,მხერის მთავარანგელოზს თაყვანი ვცე და უფალს მადლობა შევწირო,კიდევ ერთხელ რომ მაძლევს იმის საშუალებას,'ლილეო' მოვისმინო..
მოკლედ,გულისფანცქალით ველი სასარგებლო რჩევებს და იდეებს
