Page 1 of 3

დავათი თოვლში :)

Posted: 21 თებ 2012, 12:56
by shoda1121
დამეზარა ორგანიზებული ტური და ისე წავედი და ძალიან კარგად სულ რაღაც 2+2 ლარად გამოვიდა მშვენიერი ლაშქრობა ))

ვისაც გინდათ აქ წასვლა:


http://www.revaz2002.narod.ru/akhatani/track.rar

გადმოწერეთ ტრეკი
ან რუკა ამ საიტიდან
http://www.revaz2002.narod.ru/akhatani/
მიდით დიდუბეში 9.15ისთვის (10ის ნახევარზე გადის ახატანი); ადით ნათლისმცემელში სოფლის თავზეა ტყეში; იქიდან გაბილიკებული დაღარული საურმე გზა მიდის დავათში; (წყალი არ შეგხვდებათ და უნდა წაიღოთ); ახატანი მშვენიერი სალოცავია, ტყით, საქეიფო ადგილით, ფრესკებით და ა.შ. ; დავათი განსაკუთრებით თოვლშია ლამაზი (ორიგინალური არქიტექტურაა)+ ზღვის დონიდან 1400მ-ზეა (1387-1395); სოფლიდან სიმაღლის აღება ნათლისმცემლამდე არის 800დან 1000მდე; +200 იოლი გზა ტრასა ნაწილი ნაწილი გრუნტის; ნათლისმცემლიდან დავათამდე 1000დან 1400მდე +400; მთლიანობაში +600 მარშუტია სიმაღლის სწრაფი აღებით; 1 გზა ალბათ 5კმ; საშუალო სირთულის მთლიანობაში მშვენიერი სალაშქრო მარშუტია ძალიან ისიამოვნებთ:
პს. ბოლო რეისი ახატანიდან 17.00ზეა; მარშუტი ამ დროში თავისუფლად ესწრება დროც კი რჩება

დავათი თოვლში :)

Posted: 21 თებ 2012, 13:06
by Kakha
სხილოზე მიესაზღვრეები ან აგიშვებენ და ან არა. ძალზე ახლოა ოსური პოსტი, თუ რაც ჰქვია, და გართულებები რომ არ მოხდეს, რამდენადაც ვიცი სხვილოზე არ უშვებენ.

ნიქოზში პირდაპირ მანქანით მიდაგები. ასევე გორის ციხეს და ასევე გორიჯვირსაც. ატენში რომელ ციხეზე გინდა - ტანას ხეობაში რამდენიმე ციხეა.

ქვახვრელი ციხე არაა. ესაა ტაძრები. ადრეაული ქართული ტაძარი მოგვიანებით გადაკეთებული სომხურ ტაძრად (ხაჩკარიც კია ამოკვეთილი კედელზე).

დავათი თოვლში :)

Posted: 21 თებ 2012, 13:07
by shoda1121
Kakha
ბნელეთზე რამდენია სასიარულო და რამდენად ღირს სანახავად? და ბუნება როგორია?

დავათი თოვლში :)

Posted: 21 თებ 2012, 13:10
by shoda1121
Kakha
რუკაზე ვხედავ ატენის ციხეს. კოშკს და იქით ფერეს ციხეს. არ ვიცი ფერეს ციხე რამდენად ღირს, მე მგონი უფრო ატენის ციხე?

დავათი თოვლში :)

Posted: 21 თებ 2012, 13:14
by Kakha
ბნელეთი არც კი გამიგია. შესაბამისად არ ვიცი სადაა რა რაა.

დავათი თოვლში :)

Posted: 21 თებ 2012, 13:21
by shoda1121
http://chitucio.blogspot.com/2007/07/blog-post_29.html
ჩუტიციოს ეცოდინება ალბათ

დავათი თოვლში :)

Posted: 21 თებ 2012, 13:34
by Nika
Kakha
სხილოზე მიესაზღვრეები ან აგიშვებენ და ან არა.
2011-ის ზაფხულში ვიყავით და ავედით უპრობლემოდ. საერთოდ არც ერთი სამართალდამცველი თვალითაც არ გვინახავს.

სანამ ავიდოდით ქვევით სოფელში ვიკითხეთ და არააო პრობლემა.

დავათი თოვლში :)

Posted: 21 თებ 2012, 13:36
by shoda1121
Nika
ფეხით თუ არის სასიარულო ანუ სადამდე მივა მინიბუსი?

დავათი თოვლში :)

Posted: 21 თებ 2012, 13:39
by Nika
მინიბუსი არ ვიცი. მე ღიპხოხიალა მანქანის გამავლობით მიჭირს განსაზღვრა. მშრალ ამინდსი ჯიპი ბოლომდე ადის. წვიმაში ტალახის საბურავებიანით ავედით ბოლომდე და უბრალო საბურავებიანი დარჩა ასე 300-400 მეტრით დაბლა.
აი აქ ფოტოებზე ჩანს სადამდე ამოვიდა.
ბოლო სოფლამდე წესით ამოვა მინიბუსი.
http://off-road.ge/forum/index.php?showtopic=10466

დავათი თოვლში :)

Posted: 21 თებ 2012, 13:42
by Nika
აი მეორე მანქანა სადამდე ამოვიდა
Image სოფლიდანაც მაგ მანქანამდე იმდენივე იქნება რაც ციხიდან (მე საიდანაც ვიღებ ამ ფოტოს).

დავათი თოვლში :)

Posted: 21 თებ 2012, 13:47
by shoda1121
Nika
ე.ი. თითქმის ყველგან ყოფილხარ აქ:
ქსნის ციხე–სხვილოს ციხე–ნიქოზი–გორის ციხე–გორიჯვარის ციხე–ატენის ციხე–ქვახვრელი–ბნელეთი(ღამით) რამდენად კარგი მარშუტი იქნება ზოგადად და მარტისთვის?

დავათი თოვლში :)

Posted: 21 თებ 2012, 14:00
by Nika
არა. ქსნის ციხეზე, გორის ციხეზე, ბნელეთში არ ვარ ნამყოფი.

მარშუტზე ვერაფერს გეტყვი. ბნელეთი სადაა არ ვიცი. კოორდინატები მანახე.

პ.ს. გორიჯვარზე მინუბუსი ალბათ ვერ ავა და ძალიან გრძელი და ციცაბო აღმართი გელით წინ.

დავათი თოვლში :)

Posted: 21 თებ 2012, 14:04
by shoda1121
Nika
სკრის ხეობაა:
http://mygeorgia.ge/Default.aspx?map=GE ... ture=ka-GE

დავათი თოვლში :)

Posted: 21 თებ 2012, 15:13
by Nika
კოშკების კოშკი რო აწერია?

დავათი თოვლში :)

Posted: 21 თებ 2012, 15:17
by shoda1121
Nika
არა ზემოთ, გალისხევთან, ბნელეთის ღვთისმშობელი