Page 1 of 5

თრუსოს ხეობა

Posted: 20 თებ 2012, 13:05
by shoda1121
ჩემი იდეა შემდეგია: 2 დღით წავალთ და ივნისში; სადამდე გაგვიშვებენ მესაზღვრეები წინასწარ მეცოდინება :)
ჯერ უბრალოდ იდეაა: დამოკიდებულია გაგვიშვებენ თუ არა მესაზღვრეები;
კობიდან რომ გადაუხვევ მად არის თრუსოს ხეობა: ულამაზესი ხეობაა!!!
პირველი დღე:
რაღაც ტბა მინერ.წყალი რო ამოდის, თუ გაგვიშვებენ: სუატისის სამების ეკლესია, აბანოს ეკლესია, ზაქაგორის ციხე, შორს რომ გამოგვყვენ უნდა წავიღოთ მესაზღვრეებისთვის და ჩვენთვის სამწვადე :)
მეორე დღე:
მნას ხეობა შეიძლება იქვე: საინტერესო კლდეა, და თუ მოხდა საოცრება შეიძლება ყელიწადის ტბაც???? თუ არსად შეგვიშვეს და მნას ხეობა ვნახეთ ერთ დღეში და ბოლო ნებადართული სოფელიც მაშინ სხვა ხეობაში წავალთ..

კარგი იქნებოდა ყელიწადის ტბაც, რომელიც არ არის დე ფაქტო ოსეთის საზღვრებში: 1.5კმ-ზეა საზღვრიდან თუმცა თრუსოს ხეობიდან არ გაგვიშვებენ მესაზღვრეები და არაგვის სათავეებიდან იქ გადასვლა ცალკე გასვლის გეგმაა:
თუმცა რამდენად რეალურია სპეცოპერაციის გეგმა ეს უნდა გკითხოთ: და მინდა ვკითხო მათ ვინც ნამყოფია: მაგალითად, არაგვის სათავეებიდან არის ჩამოსული ლამა. გეგმა მდებარეობს შემდეგში: არაგვის სათავეებთან დაბანაკება შერხოტას მთას უკან ანუ უსაფრთხო ზონაში: შემდეგ 24საათიანი სპეცოპერაცია: ტბის ნახვა და დაუბანაკებლად უკან დაბრუნება!
დაბანაკება 10ჯერ ზრდის რისკს!
ტრეკი გავუგზავნე ქსოვრელს და უარყოფითი დასკვნა დადო ჯგუფი ალბათ ვერ შეძლებს მაგრამ არ ვიციო; ლამამ იცის ჰოდა ეხლა ლამას დასკვნა მჭირდება.
http://www.link.ge/file/373845/kelitsadi.kmz.html
ესაა ტრეკი დასმულია უბრალოდ მთებს შორის; პირველი 6კმ შეიძლება გამოირიცხოს იმიტომ რომ ყაზბეგის გზიდან შეიძლება ჩასვლა და მოგება დროის. სათავეებამდე რამდენი დრო დაგვჭირდება მაგას არა აქვს მნიშვნელობა რაკი უსაფრთხო ზონაა: ხოლო სათავეებიდან ბოლო 5კმ სადაც არც ისე დიდი სიმაღლეებია დასაფარი: უკვე საშიში ზონაა და მე მაინტერესებს რამდენად არის შესაძლებელი ამ 5კმ-ის წინ და უკან 24 საათში გავლა.

დიდი სტატია გიორგი ბაგრატიონის:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=15 ... &start=375

თქვენც დაწერეთ:
კარავზე თემები:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1378
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1554
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1507
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=726




პირდაპირ მდინარეზე გავავლე ხაზი :) Image



სურათები: http://mygeorgia.ge/, http://mtskheta-mtianeti.gov.ge
Image
Image

Image

Image

Image
ბოკე.გე
Image

თრუსოს ხეობა

Posted: 20 თებ 2012, 14:10
by ცაბო
ყელის ტბა დაივიწყე,მანდ ნებით არავინ შეგიშვებს და ძალით თუ გადახვალ და მინიმუმ გამოსასყიდი თუ გიშველის :D
იყო ამაო მცდელობა ყელის ტბაზე ასვლის,

თრუსოს ხეობა

Posted: 20 თებ 2012, 14:12
by shoda1121
ცაბო
არა ყელის ტბა არა: ყელიწადის :)
და თან სწრაფად ერთ დღეში ასვლა ჩამოსვლით :))) რამდენად შესაძლებელია არ ვიცი :) ოღონდ :)
აბანო-სოფელში რომ მდინარე ჩამოდის იმის სათავისკენ რომ აყვე არ გამოდის საშინელი აღმართები 8კმ-ია და დილით ძალიან ადრე რომ მად იყო დაბანაკებული-აბანოში მოასწრებ ასვლა ჩამოსვლას :) მე მგონი :) და ცხინვალში თუ მოხვდი არ დაგჭირდება ქრთამი: სასამართლოს მოაწყობენ და დეპორტი :)

თრუსოს ხეობა

Posted: 20 თებ 2012, 16:10
by QAQUCA
shoda1121 wrote:ცაბო
არა ყელის ტბა არა: ყელიწადის :)
და თან სწრაფად ერთ დღეში ასვლა ჩამოსვლით :))) რამდენად შესაძლებელია არ ვიცი :) ოღონდ :)
აბანო-სოფელში რომ მდინარე ჩამოდის იმის სათავისკენ რომ აყვე არ გამოდის საშინელი აღმართები 8კმ-ია და დილით ძალიან ადრე რომ მად იყო დაბანაკებული-აბანოში მოასწრებ ასვლა ჩამოსვლას :) მე მგონი :) და ცხინვალში თუ მოხვდი არ დაგჭირდება ქრთამი: სასამართლოს მოაწყობენ და დეპორტი :)

შენ ძმა ღმერთი გალაპარაკებს :lol: :lol: :lol:

თრუსოს ხეობა

Posted: 20 თებ 2012, 18:25
by Ismail
shoda1121 wrote:ჩემი იდეა შემდეგია:
კობიდან რომ გადაუხვევ მად არის თრუსოს ხეობა 2 დღით წავიდეთ:
პირველი დღე:
რაღაც ტბა მინერ.წყალი რო ამოდის, სუათისის სამების ეკლესია, აბანოს ეკლესია, ზაქაგორის ციხე,
მეორე დღე:
გათენებამდე ესე 3 საათზე(გიორგი სააკაძის სტრატეგია იყო ასეთი:)) ყელიწადის ტბისკენ :) იხ. ქვემოთ რუკა: და უკან ვბრუნდებით იმ დღესვე :)
სუატისამდე და ზაქაგორამდე არავინ მიგვიშვებს. ჩვენ სამნი ვიყავით ივნისში წასულები. წინასწარ ავიღეთ სასაზღვრო პოლიციაში საშვი, მაგრამ კეტრისის ზევით ცოცხალი თავით არ გაგვიშვეს ჩვენმა მესაზღვრეებმა.

რესამდე გვინდოდა ასვლა, ხეობის ბოლო სოფელია და საქართველოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე სოფელი (2400 მ). ახლა დაცარიელებულია...

თრუსოს ხეობა

Posted: 20 თებ 2012, 18:32
by Ismail
ისე, თრუსოში წასვლა კეტრისის ქვევით მდებარე თრუსოს სანახავადაც ღირს, იმდენად ლამაზი ხეობაა.

იმ ადგილას, სადაც მდინარე თერგი სამხრეთ-აღმოსავლეთის დინებიდან მკვეთრად უხვევს ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ, არის თრუსოს ტრავერტინები - თეთრი მინერალური დანალექები, რომლებიც ძალიან ლამაზი და შთამბეჭდავია. მე რომ ეს ყველაფერი პირველად დავინახე, აღფრთოვანებულმა წამოვიძახე: "აი ადგილი, სადაც თხა და მგელი ერთად ძოვენ!!!" :D

ამასთან, მანდ შეიძლება მნის ხეობის (თრუსოს მარცხენა განშტოება) ნახვა, სადაც ერთი ასვეტილი კლდე დგას და რომლის ახლოდან ნახვაც ჩემი ოცნებაა მას შემდეგ, რაც ის შორიდან, სოფელ ნოგყაუდან დავინახე თრუსოში ყოფნისას... : )

თრუსოს ხეობა

Posted: 20 თებ 2012, 18:33
by arcivi9
shoda1121
თრუსოს ხეობაში ვითომ ასე იოლად შეგიშვებენ? :roll:

თრუსოს ხეობა

Posted: 20 თებ 2012, 18:34
by Ismail
arcivi9
კი, სოფელ კეტრისამდე.

თრუსოს ხეობა

Posted: 20 თებ 2012, 19:00
by shoda1121
Ismail
დიდი დიდი მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის. რავა ტყუილად შევისწავლე რუკა :(
და კეტრისამდე მისასვლელად საჭიროა ეგ ნებართვები თუ არა?
და ეს ჯგუფი როგორ ავიდა ზაქაგორის ციხემდე?
http://www.facebook.com/note.php?note_i ... 5437060812

თრუსოს ხეობა

Posted: 20 თებ 2012, 19:02
by datoforesti
ვახ რა კარგი ადგილი ყოფილა სიამოვნებით წავიდოდი..

თრუსოს ხეობა

Posted: 20 თებ 2012, 20:13
by LEVANIKO
ყელის თბა სხვა არის და ყელიწადის სხვა?

თრუსოს ხეობა

Posted: 20 თებ 2012, 21:41
by shoda1121
LEVANIKO
ეგ სხვაა: ყელიწადი ჩვენს მხარესაა, ყელის ტბა იმათ მხარეს: მაგრამ როგორც მითხრეს ძალიან ძნელად წარმოსადგენია რომ იქ შეგვიშვან ქართველმა მესაზღვრეებმა.

თრუსოს ხეობა

Posted: 20 თებ 2012, 21:44
by di
მე 2010 ვიყავი თრუსოს ხეობაში, ჩვენც კეტრისამდე მივედით, სოფელ აბანომდე მესაზღვრეები წაგვყნენ, მარტო ვერ გაგიშვებთო....
შტაბეჭდილება სურათებით ნახულს, მიუხედავად მათი სილამაზის საუკეთესოდ გადმოცემისა, მაინც აჭარბებს:)
როგორც მესაზღვრეებმა გვითხრეს ყელის ტბა და ყელიწადი სხვადასხვაა....... მნას ხეობა მართლა ითხოვს ნახვას:)

თრუსოს ხეობა

Posted: 20 თებ 2012, 21:58
by LEVANIKO
shoda1121
2008მდე გადავდიოდით ყელის ტბაზე?

თრუსოს ხეობა

Posted: 20 თებ 2012, 21:59
by shoda1121
LEVANIKO
ვერც 8მდე უსაფრთხოდ; მაგრამ მე 2002ში თვით ცხინვალში ვიყავი ჩასული რაჭის სკოლიდან ექსკურსიაზე :) ასე რომ მაინც იყო შესაძლებელი :)
აი ყელიწადის ტბა:
Image
იგორ სმიჩკოვის ფოტო