Page 1 of 8
					
				ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012
				Posted: 08 თებ 2012, 14:11
				by KSOVRELI
				ეს მთლად იდეა არ არის, არამედ მძაფრი სურვილი, რომელიც აუცილებლად დაკმაყოფილდება.
სანამ მითითებული დრო მოახლოვდება, თემას გავხსნი იმისთვის, რომ პოტენციურმა წამომსვლელმა 
წინასწარ იცოდეს ამ გასვლის  ხანგრძლივობის და სირთულის შესახებ, მოამზადოს შესაბამისი აღჭურვილობა და ა.შ.
ვიღებ რჩევებს და მოზასრებებს.
			 
			
					
				ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012
				Posted: 08 თებ 2012, 14:51
				by datoforesti
				KSOVRELI
სერიოზულ... 
მე მოვდივარე...ამ ლაშქორობას კაი 1 კვირა მინც უნდა მეტი თუ არა ხომ:)
			 
			
					
				ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012
				Posted: 08 თებ 2012, 14:52
				by datoforesti
				KSOVRELI
 7 დან 29მდე თუ ამ რიცხვებში სადღაც?
			 
			
					
				ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012
				Posted: 08 თებ 2012, 14:53
				by shoda1121
				datoforesti
მთელი სამი კვირა 
 
ჩემი დაბადების დღიდან დაწყებული 

))
 
			 
			
					
				ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012
				Posted: 08 თებ 2012, 14:55
				by datoforesti
				shoda1121
ტიტუუუ..

:D.ისე ამ დროს შეიძლება შვებუილებაც მქონდეს...
 
			 
			
					
				ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012
				Posted: 08 თებ 2012, 15:01
				by shoda1121
				datoforesti
ტობაზე ასვლა, იქიდან სვანეთში გადასვლა, სვანეთიდან რაჭაში, მერე კატიწვერა, შოდა და  შქმერი; 
ცნობილი მარშუტებია: ტობა, სვანეთიდან რაჭაში გადასვლა ან პირიქით; კატიწვერა; შქმერიც; 
აი ტობადან სვანეთში გადასვლა უცნობი მარშუტია შედარებით; ასევე მაინტერესებს შოდაზე რომელი სოფლიდან აპირებ ასვლას ალექს 

 
			 
			
					
				ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012
				Posted: 08 თებ 2012, 15:02
				by shoda1121
				http://karavi.ge/viewtopic.php?t=3614&h ... A%E1%83%98
გადავიდნენ ლენტეხისკენ: საკმაოდ რთული ლაშქრობა იყო როგორც წერენ
 
			 
			
					
				ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012
				Posted: 08 თებ 2012, 15:29
				by KSOVRELI
				ტობადან სვანეთში გადასასვლელ ტრეკს ვიშოვი (GPS-ი მექნება).
შოდაზე ასვლას რაც შეეხება, ეგ ადგილზე მოგვარდება.
მე მაქვს შემდეგი საჭირო ნივთები:
1. GPS;
2. თავზე გასაკეთებელი ფარანი;
3. 2 კაციანი კარავი;
4. გაზის თავაკი ბალონებით (ბალონები დასამატებელი იქნება);
ასევე ვაპირებ დასაკეცი მზის ელემენტის შეძენას.
			 
			
					
				ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012
				Posted: 08 თებ 2012, 15:55
				by shoda1121
				KSOVRELI
ტობა-სვანეთის ტრეკს როცა იშოვი გამომიგზავნე: ტობა ქვემო სვანეთის ქვეშ მდებარეობს: ამიტომაც ლენტეხში გადასვლა შედარებით ადვილია მაგრამ არც ისე ადვილი როგორც კარაველთა მოგზაურობის თემიდან ჩანს: ლენტეხიდან შესაძლებელია უკვე უშგულში გადასვლა: თუმცა ამ შემთხვევაში ან პირდაპირ იწყებ რაჭაში გადასვლას და მესტიას გამოტოვებ ან უკან მესტიისკენ ბრუნდები და მერე ისევ უშგულში ჩადიხარ. 
თუ ზემო სვანეთში გადასვლა გინდა პირდაპირ-ეს საკმაოდ რთული ჩანს მთებით: შორსაა უბრალოდ თორე შეუძლებელია თქო არ ვამბობ: 50კმ-ზე მეტი სიმაღლეების აღება-დაკარგვით არაა ცოტა დრო:  მაგრამ თუ ტობადან მარცხნივ წახვალ: მთების ავლა-ჩავლის შედეგად მიადგები რეგულარულ გზას ზუგდიდი-მესტიის;  

 საიდანაც ავტოსტოპით შეიძლება მესტიამდე და იქიდან უკვე ფეხით. 
მე იდეაში მომწონს: ტობადან ლენტეხში გადასვლა იქიდან უშგულში ასვლა უკან მესტიისკენ დაბრუნება ტრანსპორტით მერე ფეხით ისევ უშგულისკენ და უშგულიდან ღებში გადასვლა : ასეთ შემთხვევაში ქვემო სვანეთიც გამოვა და ზემოც;
 
			 
			
					
				ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012
				Posted: 08 თებ 2012, 16:10
				by shoda1121
				ტობაზე რომელი მხრიდან აპირებ ასვლას კიდე? მე ორი ვარიანტი ვიცოდი ოხოჯეს გავლით მუხურიდან და წყალსაცავის მხრიდან; ამათ მეტი სცოდნიათ
ეს ფოტო თბილისის ფორუმზე იყო: 
პირველი მარშუტი ძალიან მრავაფეროვანია გზად მღვიმეა, მეორე ტბაც; და მე4 უფრო მარტივი ჩანს;
 
			 
			
					
				ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012
				Posted: 08 თებ 2012, 16:18
				by shoda1121
				რაჭის ქედს რაც შეეხება შეიძლება ცხმორიდან გადასვლა შქმერში, შქმერიდან მრავალძალში; მერე იქიდან თუნდაც სხვავაში 

 მაგარი ადგილებია ძალიან;
 
			 
			
					
				ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012
				Posted: 08 თებ 2012, 16:42
				by QAQUCA
				საინტერესოა გეგმა როგორ დალაგდება?!
			 
			
					
				ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012
				Posted: 08 თებ 2012, 18:43
				by shoda1121
				მე არ ვიცი შვებულებას თუ მომცემენ და რამდენს მომცემენ მაგრამ ჩემს დაბადების დღეს ტობასკენ გამგზავრების იდეა ნამდვილად მხიბლავს 

 
			 
			
					
				ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012
				Posted: 08 თებ 2012, 18:55
				by QAQUCA
				shoda1121 wrote:მე არ ვიცი შვებულებას თუ მომცემენ და რამდენს მომცემენ მაგრამ ჩემს დაბადების დღეს ტობასკენ გამგზავრების იდეა ნამდვილად მხიბლავს 

 
კარგ საჩუქარს გაუკეთებ საკუთარ თავს 

 
			 
			
					
				ტობა-სვანეთი-რაჭა 07.07.2012-29.07.2012
				Posted: 09 თებ 2012, 00:15
				by shoda1121
				ალექს, ტობადან ხაიშამდე დაახლ. 20 კმ-ია; ხაიშიდან კი გზა მიდის!!!
ძალიან მაგარი იქნება აქ გადასვლა!!!
ხობისწყლის სათავეებიდან ჩადიხარ თხეიშის სათავეებისკენ !!!