2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 დეკ 2011, 01:39

იმედია, 2012 წელი კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება :კარავზე: და კარაველებისთვის.
ამისთვის კი საჭიროა, კვლავაც ვიაროთ, ვიხეტიალოთ და 1000 გეგმა დავსახოთ.
ამ წუთს რაც მახსენდება და რისი ნახვაც ფრიად საამო იქნებოდა, ეს არის:


1. ვახანის ციხე
2. მარტვილის აბაშის წყლის ხეობა
3. ქვაქანცალია
4. აბუდელაურის ტბები
5. ფიტარეთი 4 ქრისტეშობისთვეს
6. მწვანე ტბა და ბეშუმი
7. ხიხანის ციხე
8. სვანეთი
9. სხალთა
10. ნინოობას ფოკაში
11. დრეს ციხე-სიმაგრე
12. შატილი-მუცო-არდოტი და ცხადია, ხახაბო
13. შუხუთის ლელობურთი აღდგომას
14. დმანისის რაიონის უნიკალური ტბები სარკინეთთან
ხდეს ხეობა
15. ოქროსოფლის ტბა (სიახლე :კარავისთვის:, რომელსაც საშველი 2011ში ვერ დავაყენე)
16. პირღებული
17. კინტრიშის დაცული ტერიტორია ტბის ჩათვლით
18. გომარეთი
19. ბერთას კალმახებით ცნობილი ტაძარი
20. რაჭა
21. თეჯისის მენჰირი
22. თრუსოს ხეობა
23. კუმურდო
24. ვაშლოვანი - ქართული აფრიკა გაზაფხულსა და შემოდგომას
25. ზესხო
26. სათაფლია და პრომეთეს (ყუმისთავის) მღვიმეები
27. ბახმარო ბახმარობას
28. წალენჯიხის კვირაცხოვლის შესანიშნავი ტაძარი
29. ჭყონდიდის ტაძარი
30. აბულის მთა და მიმდებარე ტბები
31. ნაღარას მღვიმე (სიახლე :კარავისთვის:)
32. საორბისას ტაძარი
33. ჭრებალოს რაჭულ-ლეჩხუმურ-სვანური სახლი
34. თუშეთი
35. სხვილოს ციხე
36. მყინვარწვერი
37. დევის ხვრელი
38. ლაგოდეხის დტში არსებული შავი კლდის ტბა
39. გოხნარი
40. მატანის ცხრაკარა
41. კვეტერა
42. აბუხალო
43. ვარძია-ვანის ქვაბები
44. წრიახის ციხე

და ა.შ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 დეკ 2011, 01:43

ამასთანავე, 2012ში საქართველოს
ფარგლებსაც გავცდეთ და ვნახოთ:


1. ტაო-კლარჯეთი და თუ ეს თოვლიანი იქნებოდა, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა
2. ლორეს ქართული და სომხური ძეგლები
3. ჰერეთი
4. კაბადოკია
5. ისტანბული
6. ბაქო
7. ირანი (ალბათ, ავტო-ტური)

და ა.შ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 დეკ 2011, 01:44

იმედია, თქვენც ბევრ საინტერესო გეგმას
შემატებთ წარმოდგენილ სიას
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Post by Tami » 23 დეკ 2011, 09:03

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ამასთანავე, 2012ში საქართველოს
ფარგლებსაც გავცდეთ და ვნახოთ:


1. ტაო-კლარჯეთი და თუ ეს თოვლიანი იქნებოდა, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა
2. ლორეს ქართული და სომხური ძეგლები
3. ჰერეთი
4. კაბადოკია
5. ისტანბული

6. ბაქო
7. ირანი (ალბათ, ავტო-ტური)

და ა.შ
ესენი მინდა ძალიან და იმედია მალე დაიგმებ-განხორციელდება

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Post by Tamari-ch. » 23 დეკ 2011, 09:58

ჩემი გეგმები:

1) ფეტვიხევი
2) თეთრანთხევის მონასტერი + ბოტისის ღვთისმშობელი
3) რაჭა - უცნობი ძეგლების ნახვა
4) ხვამლის მთა
5) გარეჯის უცნობი კომპლექსები
- რაც არ გვინახავს
6) ლეპისი და მესხეთის ნაკლებ ცნობილი ეკლესიები-ახლახან აღმოუჩენიათ აქამდე უცნობი ეკლესია აწყურთან
7) მეგალითური ტური - დაგვრჩა ბეშთაშენი და ჯავახეთის მეგალითები
8 ) სამეგრელოში აღმოუჩენიათ ახალი კომპლექსები სავარაუდოდ მეგალითური - ჰოდა ვიცნობ ადამიანს ვინც მიგვიყვანს და გვაჩვენებს- იქაც წავალთ გარდა ამისა სამეგრელოს მუზეუმებში შემოგვატარებს და ისეთ რაღAცეებს გვაჩვენებს, რაც არავის უნახავს ჯერ.. ;) + ნოქალქევი - + მარტვილი
9) გურიის ეკლესიები
10) ეს სიურპირზია - ვიმოგზაურებთ 6000 წლის წინანდელ საქართველოში - სად? მერე გეტყვით... ;)
11) კლდის ქალაქში მოგზაურობა - ხრამის ხეობაში
12) დმანისის რაიონის ძეგლები
13) ურაველის ხეობა



კიდევ დავწერ....
:)
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Post by shoda1121 » 23 დეკ 2011, 11:06

GAMARJOBA SAKARTVELO

თქვენის ნებართვით განვავრცობ თემას;
1. ვახანის ციხე : დევების ხვრელთან და ა.შ. ნუნისთან მაგალითად შეიძლება შეჯგუფება(ბერების კლდეცააო ნუნისში) და ესეც ხარაგაულის ერთდღიანი :) თუ ზანავი ნუნუსის ბილიკის შემდეგ იქნება ესეც შეიძლება მაშინ 2დღე;
მიხარია რომ 2012-ში სამყაროს დასასრულის წინ პრიორიტეტი ხარაგაულია: საქართველოს და სამყაროს ცენტრი :) :) :)
2. მარტვილის აბაშის წყლის ხეობა - ეს ძალიან კარგია: უმაგრესია და უპირობოდ საქართველოს ულამაზესი ადგილებია: შეიძლება ზაფხულში უბრალოდ წახვიდე და დარჩე: დაისვენო არც ლაშქრობა არც ექსკურსია= ონიორეს და აბაშის ჩანჩქერებისკენ გასწიო და 2დღიანი მოაწყო ისე რომ სხვა არაფერი ნახო...
3. ქვაქანცალია რომელია? უფრო მეტი ინფორმაციის დაწერა და თვითონ გეგმების ჩამოყალიბებაც შეიძლება?? 11-ეც არ ვიცი
6+7+9? = ხულოტური :) და რომელი მხრიდან? ადიგენით?
15. ქარელის რ–ნბი
"წყარო: ქარელის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და განვითარების გეგმა"
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმე ტბა მათგან აღსანიშნავია ბატეთის ბუნებრივი ტბა, ოქროსოფლისა და ბებნისის
ხელოვნური ტბები.
ბებნისის ორი ტბა - მდებარეობს რაიონულ ცენტრში. ქარელთან 1 კმ.–ში, სოფ. ბებნისის ტერიტორიაზე. ტბები არის ხელოვნური წარმოშობის. ერთი ტბის ფართობია 7.34 ჰა. ხოლო მეორე – 4.9 ჰა. სიღრმე დაახლოებით 5-6 მ.–ია. ტბაში ბინადრობს თევზის სხვადასხვა სახეობები, როგორებიცაა: კობრი, ქაშაყი. მურწა. შესაძლებელია გასართობი, სანაოსნო,
დაივინგის, სათევზაო და დასასვენებელი ტურიზმის განვითარება. ოქროსოფლის ხელოვნური ტბა - რაიონული ცენტრიდან 12-13 კმ.–ს მანძილზეა, ფართობით 1.36 ჰა. სიღრმე 3-4 მ. ტბაში თევზი მცირე რაოდენობითაა. ტბა გარშემორტყმულია ტყით, შესაძლებელია დასასვენებელი, საკემპინგე ტურიზმის განვითარება.საუკეთესო ადგილები ქარელის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის
მოსაწყობად არის : მდ. ხვედურულას ხეობა ე.წ. წითელი ქვების ჩანჩქერი, ბებნისის ტბა, სოფ. ძაძვის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიები, შოთას წყარო , ორთუბანი. "
ქარელთან ახლოსაა დირბიც;
16. ამ რაიონში ბევრი ძეგლებია: აძიკვი · გოხნარის ეკლესია · გუდარეხის მონასტერი · მანგლისის სიონი · პირღებული · სამშვილდე · ფიტარეთის მონასტერი · ღოუბნის ორმოცნი .ბედიანიც გოხნარიც
17. ამ გასვლის მოწყობა შეიძლება აჭარიდან; ანუ ზაფხულში როცა ხალხი არის დასასვენებლად მაშინ შეიძლება დაიგეგმოს და გასვლა იქნება ბათუმ–ქობულეთიდან :) იმიტომ რომ დიდი დრო უნდა : შაბათ–კვირას არამოსწრებადია და თბილისიდან ძნელი და ძვირი მარშუტია: ამიტომაა რომ კარავზე ეს გასვლა არ დაგეგმილა; არადა ულამაზესი ადგილია საქართველოსი;
18. და 14–ე ერთად შეიძლება : http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=48 ... 62da80cd52

თრუსოს ხეობა საინტერესოა მაგრამ გეგმა ?
25. ზესხო მაგარია; შეიძლება ზაფხულში ქვემო სვანეთი ლეჩხუმის ლამაზი გასვლის გაკეთება;
31. ნაღარას მღვიმე მარტვილთანაა სადმე?
28. წელს ივლისში ვლაქერნობა ემთხვევა შაბათ–კვირას მოკლედ შეიძლება ზუგდიდში წასვლა და კიდევ წალენჯიხისა თუ სხვა ძეგლების ნახვაც.

32. საორბისას ტაძარი ?
33. მარტო ამისთვის ღირს წასვლა მაგ მხარეს? 25–ს რომ მიემატოს?
წრიახის ციხე არ ვიცი;
კვეტერა, ცხრაკარა+პანკისის ხეობა დაგეგმილი მაქვს უკვე;
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Post by shoda1121 » 23 დეკ 2011, 11:13

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ამასთანავე, 2012ში საქართველოს
ფარგლებსაც გავცდეთ და ვნახოთ:


1. ტაო-კლარჯეთი და თუ ეს თოვლიანი იქნებოდა, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა
2. ლორეს ქართული და სომხური ძეგლები
3. ჰერეთი
4. კაბადოკია
5. ისტანბული
6. ბაქო
7. ირანი (ალბათ, ავტო-ტური)

და ა.შ
აზერბაიჯანის მიმართულება დაგეგმილი მაქვს :
ესე იგი: 25 თუ 26 მაისს არის ევროვიზია ბაქოში; ბევრი უცხოელი იქნება ჩამოსული და იქნება დიდი ფართობი :) ქეიფი–დროსტარებისათვის; ევროვიზია პირადად სულ არ მაინტერესებს:) მოკლედ პარასკევი 4 საათიდან ორშაბათი დილის 11–მდე მცირე გათავისუფლებებით სამსახურიდან:) მატარებელ–ტური ბაქოში :) ვისაც უნდა წამოვიდეს :)
ასევე, ჰერეთის გავლით და ერთი ორი უმნიშვნელოვანესი ძეგლის ნახვით შექიში ჩასვლა მაქვს ასევე დაგეგმილი; და ზაფხულზე 2 დღის შექიში გატარება; არც ექსკურსია არც ლაშქრობა; უბრალოდ შექიში ცხოვრება:) ჩაიტური :) lonely planet–ის Top Picks For Azerbaijan: 1 Şəki: Historic mountain capital with an 18th-century khan's palace and a brilliant hotel in an old caravanserai; 2. Baku
http://www.lonelyplanet.com/azerbaijan
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Post by shoda1121 » 23 დეკ 2011, 11:17

Tamari-ch.
9) გურიის ეკლესიები
ეგ ძალიან მაგარი იქნება :)
უდაბნო, ჯუმათი, ჯიხეთი, ლიხაური, აჭი 2დღიანი :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Post by Tamari-ch. » 23 დეკ 2011, 11:32

shoda1121 wrote:Tamari-ch.
9) გურიის ეკლესიები
ეგ ძალიან მაგარი იქნება :)
უდაბნო, ჯუმათი, ჯიხეთი, ლიხაური, აჭი 2დღიანი :)
კი ორდღიანი
ეგეც რაჭაც და სამეგრელოც....

14) ქუთაისის გარშემო - გეგუთი მაინტერესებს ძალიან
15) ბაგინეთის გათხრები -ეს აქვეა და ნებისმიერ დროს ვნახავთ
16) ვაგრძელებთ ტურს ბორჯომის ხეობაში - ყვიბისი არ მინახავს, კორტანეთი+ უცნობი ეკლესიები და თუ გაგვიმართლა გოლიათების ხეობაშიც ავალთ..
17) აბასთუმნიდან საირმეში გადავალთ ფეხით...
18 ) ზესტაფონის გარშემო ვნახავთ ძეგლებს: http://saunje.ge/index.php?id=351&lang=ka
19) პანკისის ხეობი ძეგლები
20) ახმეტის გარშემო უამრავი უძველესი ძეგლია... ბევრი უცნობი - მარტო ახმეტაში 20 ზე მეტია ძეგლია, ზოგი მე-6 საუკუნის
http://saunje.ge/index.php?id=253&lang=ka


:arrow:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Post by shoda1121 » 23 დეკ 2011, 11:40

Tamari-ch.
14–15 ივლისს ვლაქერნობაა და მაშინ ჯობია სამარგალო :) თან ყველაფრის ნახვით: ენგურის კაშხალით კორცხალით, წალენჯიხით:) და თან ანაკლია/განმუხურის პლაჟით ვისაც ეს ურჩევნია :) ლაზიკაც იქნება ამასობაში აშენებული :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Post by Tamari-ch. » 23 დეკ 2011, 11:53

shoda1121 wrote:Tamari-ch.
14–15 ივლისს ვლაქერნობაა და მაშინ ჯობია სამარგალო :) თან ყველაფრის ნახვით: ენგურის კაშხალით კორცხალით, წალენჯიხით:) და თან ანაკლია/განმუხურის პლაჟით ვისაც ეს ურჩევნია :) ლაზიკაც იქნება ამასობაში აშენებული :)
კაშხალი, პლიაჟი და ა.შ. - ამაში დროს ვერ დავკარგავ
:lol:
ძეგლის გულიზა მთის მწვერვალამდე ამოვალ თუ საჭიროა - კაშხალისთვის კი ძვირფას თავისუფალ დროს (რომელიც ასე ცოტა მაქვს) - ბოდიში კაშხალთან - მაგრამ ვერ დავხარჯავ...
:lol:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Post by shoda1121 » 23 დეკ 2011, 12:04

Tamari-ch.
ეგ ვიცი მაგრამ ხალხს წაიყვან და ეტყვი რომ ვისაც უნდა დღეს რჩებით ანაკლიაში ვისაც უნდა მომყვება ძეგლებისკენ :) და დამხვდება აქ ამ დროს ...
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 დეკ 2011, 01:54

Tamari-ch.
shoda1121
აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიებით.
იმედია, :კარავზე: 2012ში ბევრი საინტერესო გასვლა გახორციელდება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
datoforesti
მაწანწალა
Posts: 459
Joined: 05 სექ 2011, 22:24
Location: Tbilisi
Contact:
2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Post by datoforesti » 25 დეკ 2011, 21:59

GAMARJOBA SAKARTVELO
რაც ჩამოთვალე უმეტესობა არ მინახია...დიდი იმედი მაქვს, რომ ყველგან წამოვალ///... მყინვარწვერი მომესმა?

მაგარი გეგმაა...:) და გეგმა კი არა გეგმავალდებულება უნდა ერქვას....
ხელოვნება ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და გღრღნის
Inside I'm Forrest gump
http://datoforest.blogspot.com/

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები

Post by shoda1121 » 26 დეკ 2011, 14:00

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ამასთანავე, 2012ში საქართველოს
ფარგლებსაც გავცდეთ და ვნახოთ:



2. ლორეს ქართული და სომხური ძეგლები


და ა.შ
ეთერი დეიდამ ახტალიდან ძალიან თბილი მოკითხვა დამაბარა თქვენთან; ასევე მოგიკითხათ 'რეზო'მაც: ჩაიხანიდან:)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]