Page 1 of 9

ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Posted: 25 ოქტ 2011, 13:38
by shoda1121
ამ გასვლას ვფიქრობ იმ კარველებისთვის ვისაც უყვარს ძალიან სწრაფი გასვლები, ბევრი სიარული, ნაკლები ფოტოსესიები, ერთ დღეში ბევრის მოსწრება და რაც მთავარია ძალიან ლამაზი შემოდგომის ბუნება. ჯერ იდეის დონეზეა და განვაახლებ მარშუტს სანამ სამომავლოებში გადავიტანდე.
ამ დროისთვის გეგმა ასეთია: დილის 5–ზე შევიკრიბოთ და გამთენიისას ვიქნებით ულუმბოს გზაზე/ან ულუმბოში, გზას(6კმ) მთლიანად ან ნაწილობრივ გავივლით ფეხით(ულუმბო ხაშურის რაიონშია საჩხერის გზიდანაა გადასახვევი ტყეში). გზის ნაწილის გავლა მოგვიწევს გათენებამდე. ულუმბოში უკიდურესი დასავლეთით მოღვაწე ასურელი მამის მიქაელ ულუმბოელის საფლავია.
––
დილის 12–ისთვის დავტოვებთ ულუმბოს და სწრაფად ვნახავთ ბრეთს–სადაც პიროს ბრეთელის კიდევ ერთი ასურელი მამის საფლავია. თუ სხვა რამესაც მოვასწრებთ გზაზე 2 საათამდე კიდევ იმასაც, მაგალითად რუისს ან დირბს.
დაახლ. 2/2.30–ზე ვიქნებით ყინწვისში–რომელიც გამორჩეულია როგორც ბუნებით ასევე არქიტექტურით და ფრესკებით.
დაახლ. 3.30–5.30 გადავივლით ტყეს ყინწვისიდან სარკის წმინდა გიორგისკენ(3კმ) სასწაულთმოქმედი ხატია სარკის წმინდა გიორგის.
შებინდებისას ჩვეულებრივი გზით ჩავალთ იმ ადგილისკენ სადაც დაგვხვდება სამარშუტო, ცეცხლიც დანთებული და მწვადებიც:) (მძღოლი გააკეთებს) ანუ ღამით უნდა ვიაროთ 5კმ სარკის წმინდა გიორგიდან დაღმართზე.
–––
ტაქსი: 2 დღით ადრე უნდა შევთანხმდეთ ვინ რომელ ტაქსის ჯგუფში ჩაეწერება, მაგ: მაგალითად 4 ადამიანი ვინც ვარკეთილი/ვაზისუბნის მხარეს ცხოვრობს ერთად მოვა. წინა დღეს უნდა შევუთანხმდეთ ტაქსებს რომ გამოგვაკითხონ.
––
ხარჯი: სამარშუტო დაგვიჯდება 250. თუმცა მწვადების ფულსაც ავკრეფ 50 ლარს– რომ საღამო როცა საბოლოოდ ერთად შევჭამთ უფრო დასამახსოვრებელიც იყოს და გემრიელიც. ანუ გამოვა 300 ლარი ანუ 20 კაცზე 15 ლარი.
––
ამინდი–06.11– ქვეყანა რომ ჩამოიქცეს არ შეიცვლება გეგმა: ამინდის პროგნოზი ამ კვირისგან განსხვავებით კარგია ჯერჯერობით.
–––
მხოლო ერთი სამარშუტო წავა.
--
დაგვჭირდება ფანარი ღამით სიარულისათვის და ტალახში სასიარულოდ შესაბამისი ფეხსაცმელი, თბილი ტანსაცმელი რაკი დილით და ღამით ეციება. აუცილებლად გოგონებს–შემოსაცმელი კაბა! ისე ყინწვისში არ შეგიშვებენ.

–––
ფეხით სასიარულო–დაახლ, 13–15კმ. ულუმბომდე 6კმ–ია მაგრამ 12 კმ–დან ნაწილს ალბათ 7–8კმ–ს ფეხით გავივლით. სარკის წმინდა გიორგიმდე 3კმ ტყეში და დაახლ. 5კმ გზაზე. (დაღმართები მოგვიწევს უმეტესად ამიტომ პრობლემა არაა).
კარვული გასვლები ამ ადგილებში მრავლადაა, რაკი ყინწვისი, სარკის წმინდა გიორგი და ულუმბო ტყეშია–გამორჩეული ბუნებით, ულუმბოსა და ბრეთში ასურელი მამების საფლავებია და ალბათ ბევრს გინდათ ყველა მოილოცოთ, და სარკის წმ. გიორგის ხატი სასწაულთმოქმედია.
ძალიან გთხოვთ ნახოთ Gamarjoba Sakartvelos- ულამაზესი ფოტორეპორტაჟი სარკის წმინდა გიორგიდან:)
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=37 ... &start=135
სხვა კარვული გასვლები ამ ადგილებში:
http://karavi.ge/viewtopic.php?t=2301
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4654
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3784&start=0
რუკები:
http://wikimapia.org/#lat=42.1240737&lo ... 2;0;198584
http://wikimapia.org/#lat=41.9591391&lo ... 5;242901;0
–––
პ.ს. ეს შემოთავაზება არაა გათვლილი ყველაზე– არიან ჩემნაირი ნაკლებად გამოცდილი ხალხი ვისაც მსგავსი სწრაფი გასვლები იზიდავს და ამიტომ ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ :) თუმცა აქ რაღაცეები შეიძლება შევცვალო.
ვისაც რამე შეკითხვა აქვს მომწერეთ იმეილზე: dberishvili@gmail.com

ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Posted: 25 ოქტ 2011, 14:18
by Jude Jr.
შემოთავაზება მართლაც საიტერესოა, მაგრამ 5 საათი ცოტა არარეალური დრო მგონია... 06.11-ში დღე უკვე თითქმის ღამის ტოლია...

ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Posted: 25 ოქტ 2011, 14:30
by shoda1121
Nov 6, 2011 7:38 AM 5:50 PM 10h 11m 45s
http://www.timeanddate.com/worldclock/a ... =-11&day=1
მართალი ხარ, მაგრამ შეგროვებაც გინდა, ღამით იმგზავრებ და გათენებას ულუმბოს გზაზე შეხვდები. თუმცა შეიძლება 5.30-ზე ჯობდეს შეკრება.

ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Posted: 25 ოქტ 2011, 14:37
by nkiviladze
ვისაც უყვარს ძალიან სწრაფი გასვლები, ბევრი სიარული!!! - რა მაგარია!!! გაიხარე shoda1121, ისეთი გასვლაა,რაც მენატრება!
რა თქმა უნდა წამოვალ :)
მაგრამ 2 კვირის მერე რომ არის, აი ამ კვირას რა ვქნათ? - ანუ 30 ოქტომბერს? ეგებ რამე მაგდაგვარი მოგვეფიქრებინა? ბევრი სასიარულო რომ გვქონდეს?

ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Posted: 25 ოქტ 2011, 14:38
by Jude Jr.
shoda1121
დილის მსგავსად საღამოსაც შეიძლება ტაქსის ჯგუფების გაკეთება (გამომდინარე იქიდან რომ მგზავრობა 80 თეთრი ღირს, ბევრი დათანხმდება გადაიხადოს 2 ლარი და სახლამდე მივიდეს, 10 ლარზე მეტი არამგონია რომელიმე უბანში გასვლაზე მოითხოვოს ტაქსმა).

ანუ 1 ლარის ხარჯზე 5 საათზე მივიდეს ორგანიზატორი და სხვებმა დააგვიანონ მემგონი ძალიან ცუდი იქნება... (არადა ნახევარი საათი თითქმის ყველა გასვლაში გვაგვიანდება)

გამოცდილმა ხალხმა უკეთ იცით :)

ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Posted: 25 ოქტ 2011, 14:46
by shoda1121
nkiviladze
ამ კვირას თამაზი ტაო-კლარჯეთშია ჩემი მძღოლი და მის გარეშე სადმე გასვლა ცუდადა მაქვს დაცდილი :)
--
Jude Jr.
ფული რომ ააგროვოს ვინმემ ამისთვისაა კარგი: მაგალითად ვინმე ყველასათვის მეტნაკლებად ნაცნობმა და სანდო კარველმა:
იმიტომ რომ ვინც დროზე არ მოვა დატოვებ სახლში :) დაპირდები და ნახავ როგორ მოვლენ ხალხი დილაადრიან :) თან ტრანსპორტს რომ არ ელოდები და არამედ ტაქსს-თან სხვა კარველმა უნდა გამოგიაროს და იმას ვერ ალოდინებ- ეს 99%-ით გამორიცხავს დაგვიანების შესაძლებლობას.
+ თითეული ტაქსის ჯგუფს დაევალება ერთმანეთისთვის დილით დარეკვა როგორც კი გამოიღვიძებენ:)

ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Posted: 25 ოქტ 2011, 14:53
by domciko
ძალიან მომწონს იდეა... მთავარია ამინდმა შეგვიწყოს ხელი :))))

ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Posted: 25 ოქტ 2011, 14:53
by Jude Jr.
ორგანიზატორის ანგარიშზე ჩარიცხვა უფრო მისაღები იქნება :)

ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Posted: 25 ოქტ 2011, 14:55
by Tami
Jude Jr. wrote:ორგანიზატორის ანგარიშზე ჩარიცხვა უფრო მისაღები იქნება :)
+1

ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Posted: 25 ოქტ 2011, 14:57
by CheLo
shoda1121

ცუდათამაქ დაცდილზე გამახსენდა ის ამბავი მძღოლმა რომ კინაღამ უცხო ქვეყნიოს საზღვარზე გადაგიყვანათ : ))))))))

ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Posted: 25 ოქტ 2011, 14:58
by shoda1121
არა, ჩემ ანგარიშზე არ მინდა - თუ გინდა ვინმემ დადევით რამე ანგარიშის ნომერი და მეც გადმოვრიცხავ ჩემს დასადებ თანხას თუ ვთანხმდებით პრინციპზე რომ აგროვება ჯობია და ამგვარად უფრო იაფად და სწრაფად გავალთ.

ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Posted: 25 ოქტ 2011, 14:59
by shoda1121
CheLo
კინაღამ კი არა პირდაპირ მიგვაყენა ნინოწმინდის საბაჟოს რაულამ :))
თამაზი მაგარია ძალიან:)

ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Posted: 25 ოქტ 2011, 15:14
by Jude Jr.
აგროვება იმითაა ცუდი, რომ შეიძლება ვერ გახვიდე და ვერ ნახო ის კარაველი ფულის მისაცემად, ანგარიშზე კი უცებ გადარიცხავ (იაფი ეს უფროა, გზის ფულს დაზოგავ)
რა მეწვრილმანეები გავხდით :)
თუ წამოვალ, მე არ მაქვს პრობლემა, ჩემს ანგარიშზე შეიტანონ, ლიბერთიში მაქვს ანგარიში და არც სანთლით საძებნელი გაუხდებათ ფილიალები, ყოველი ფეხის ნაბიჯზეა... :)

ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Posted: 25 ოქტ 2011, 15:18
by shoda1121
კარგი შენი ანგარიშის ნომერი დაპოსტე; ვისაც დაეზარება შეუძლია შეგხვდეს ან საერთოდ მე შემხვდეს :) თუმცა ოთხშაბათის ჩათვლით.
ან მეორე ვარიანტი პირადში მივწერთ ანგარიშის ნომერს ყველას ვინც სიაში ჩაეწერება.
ანაგიშზე გადარიცხვა ნებისმიერი ბანკიდან შეიძლება, თუმცა ალბათ საკომისო არ ექნება თუ სახალხოდან სახალხოში გადარიცხავ? ინტერნეტ ბანკით გადარიცხვებს ნებისმიერ ბანკში როგორც ვიცი საკომისიო არა აქვს.

ულუმბო–ბრეთი–ყინწვისი–სარკის წმინდა გიორგი (06.11 დილის5და

Posted: 25 ოქტ 2011, 15:22
by Jude Jr.
კი, ჯერ თემა სამომავლოში გაიხსნას და სია შედგეს, მერე დავპოსტავ ანგარიშის ნომერის (ნუ იმედია წამოვალ მეც)

პ.ს. ზარზმაში კი იყავი მაგრამ არ ვიცი ზუსტად ვინ ხარ და მე მაპატიეთ :) :)