ამ დროისთვის გეგმა ასეთია: დილის 5–ზე შევიკრიბოთ და გამთენიისას ვიქნებით ულუმბოს გზაზე/ან ულუმბოში, გზას(6კმ) მთლიანად ან ნაწილობრივ გავივლით ფეხით(ულუმბო ხაშურის რაიონშია საჩხერის გზიდანაა გადასახვევი ტყეში). გზის ნაწილის გავლა მოგვიწევს გათენებამდე. ულუმბოში უკიდურესი დასავლეთით მოღვაწე ასურელი მამის მიქაელ ულუმბოელის საფლავია.
––
დილის 12–ისთვის დავტოვებთ ულუმბოს და სწრაფად ვნახავთ ბრეთს–სადაც პიროს ბრეთელის კიდევ ერთი ასურელი მამის საფლავია. თუ სხვა რამესაც მოვასწრებთ გზაზე 2 საათამდე კიდევ იმასაც, მაგალითად რუისს ან დირბს.
დაახლ. 2/2.30–ზე ვიქნებით ყინწვისში–რომელიც გამორჩეულია როგორც ბუნებით ასევე არქიტექტურით და ფრესკებით.
დაახლ. 3.30–5.30 გადავივლით ტყეს ყინწვისიდან სარკის წმინდა გიორგისკენ(3კმ) სასწაულთმოქმედი ხატია სარკის წმინდა გიორგის.
შებინდებისას ჩვეულებრივი გზით ჩავალთ იმ ადგილისკენ სადაც დაგვხვდება სამარშუტო, ცეცხლიც დანთებული და მწვადებიც:) (მძღოლი გააკეთებს) ანუ ღამით უნდა ვიაროთ 5კმ სარკის წმინდა გიორგიდან დაღმართზე.
–––
ტაქსი: 2 დღით ადრე უნდა შევთანხმდეთ ვინ რომელ ტაქსის ჯგუფში ჩაეწერება, მაგ: მაგალითად 4 ადამიანი ვინც ვარკეთილი/ვაზისუბნის მხარეს ცხოვრობს ერთად მოვა. წინა დღეს უნდა შევუთანხმდეთ ტაქსებს რომ გამოგვაკითხონ.
––
ხარჯი: სამარშუტო დაგვიჯდება 250. თუმცა მწვადების ფულსაც ავკრეფ 50 ლარს– რომ საღამო როცა საბოლოოდ ერთად შევჭამთ უფრო დასამახსოვრებელიც იყოს და გემრიელიც. ანუ გამოვა 300 ლარი ანუ 20 კაცზე 15 ლარი.
––
ამინდი–06.11– ქვეყანა რომ ჩამოიქცეს არ შეიცვლება გეგმა: ამინდის პროგნოზი ამ კვირისგან განსხვავებით კარგია ჯერჯერობით.
–––
მხოლო ერთი სამარშუტო წავა.
--
დაგვჭირდება ფანარი ღამით სიარულისათვის და ტალახში სასიარულოდ შესაბამისი ფეხსაცმელი, თბილი ტანსაცმელი რაკი დილით და ღამით ეციება. აუცილებლად გოგონებს–შემოსაცმელი კაბა! ისე ყინწვისში არ შეგიშვებენ.
–––
ფეხით სასიარულო–დაახლ, 13–15კმ. ულუმბომდე 6კმ–ია მაგრამ 12 კმ–დან ნაწილს ალბათ 7–8კმ–ს ფეხით გავივლით. სარკის წმინდა გიორგიმდე 3კმ ტყეში და დაახლ. 5კმ გზაზე. (დაღმართები მოგვიწევს უმეტესად ამიტომ პრობლემა არაა).
კარვული გასვლები ამ ადგილებში მრავლადაა, რაკი ყინწვისი, სარკის წმინდა გიორგი და ულუმბო ტყეშია–გამორჩეული ბუნებით, ულუმბოსა და ბრეთში ასურელი მამების საფლავებია და ალბათ ბევრს გინდათ ყველა მოილოცოთ, და სარკის წმ. გიორგის ხატი სასწაულთმოქმედია.
ძალიან გთხოვთ ნახოთ Gamarjoba Sakartvelos- ულამაზესი ფოტორეპორტაჟი სარკის წმინდა გიორგიდან:)
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=37 ... &start=135
სხვა კარვული გასვლები ამ ადგილებში:
http://karavi.ge/viewtopic.php?t=2301
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4654
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3784&start=0
რუკები:
http://wikimapia.org/#lat=42.1240737&lo ... 2;0;198584
http://wikimapia.org/#lat=41.9591391&lo ... 5;242901;0
–––
პ.ს. ეს შემოთავაზება არაა გათვლილი ყველაზე– არიან ჩემნაირი ნაკლებად გამოცდილი ხალხი ვისაც მსგავსი სწრაფი გასვლები იზიდავს და ამიტომ ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ

ვისაც რამე შეკითხვა აქვს მომწერეთ იმეილზე: dberishvili@gmail.com