Page 1 of 1
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?
Posted: 13 ოქტ 2011, 15:21
by Maiko-adventurous
ვინაიდან (ა) ამინდები გაფუჭდა; (ბ) ტანას ხეობაში გასვლა, რომელში მონაწილეობის მიღებასაც ვაპირებდი გადაიდო (გ) ვაშლოვანში გასასვლელად ყველას მანქანა არ ეყოფა და (დ) არ მინდა სამივე უქმე დღე ჩახუთულ თბილისში გავატარო, ვიფიქრე სადმე თბილისთან ახლოს, მაგრამ შემოდგომის ფერებით დატვირთულ და სუფთა ჰაერით გაჯერებულ ადგილას ხომ არ წავსულიყავით?....
პროგნოზისტებს თუ ვენდობით შაბათი დარიანი უნდა უყოს. 1 დღიანი გასვლისთვის კი ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა ვიფიქრე ალგეთის ეროვნული პარკი გამახსენდა

მე იქ ნამყოფი არ ვარ, მაგრამ მომნახველებს თუ დავუჯერებთ, ურიგო სანახავი არ უნდა იყოს.
პარკი თეთრიწყაროს რაიონშია, დაბა მანგლისის მიმდებარედ, თბილისიდან 60კმ-ში.
ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად 1 დღისთვის 2 ტურისტული მარშრუტი არსებობს:
1. მანგლისი-პატარა ნამტვრიანი-მანგლისი - საფეხმავლო
ბილიკის სიგრძე – 5 კმ
ხანგრძლივობა – 4 სთ
2. არხოტი-კლდეკარის ციხე-არხოტი - საფეხმავლო
ბილიკის სიგრძე – 5 კმ
ხანგრძლივობა – 4 სთ
ჰოდააა, რას ფიქრობთ მეგობრებო?

ნუ ეს წინადადება სავარაუდოდ ნაკლებად საინეტერესო იქნება "სერიოზული" ლაშქრობის მოყვარულთათვის, მაგრამ ვისაც შაბათ-კვირას უბრალოდ დასვენება და განტვირთვა გინდათ, იქნებ დაგვეგეგმა

თუ იდეას გაიზიარებთ, დავიწყებ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებასაც

)
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?
Posted: 13 ოქტ 2011, 15:45
by CheLo
5კმ რათ უნდა 4 საათი? : )
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?
Posted: 13 ოქტ 2011, 15:52
by Maiko-adventurous

) არ ვიცი. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ასე აქვს აღწერილი მარშრუტი და მისი ხანგრძლივობა

ნუ ჩვენ ნაკლებში გავიაროთ

)
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?
Posted: 13 ოქტ 2011, 15:54
by Maiko-adventurous
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ამ ბმულს გადაავლოთ თვალი
http://dpa.gov.ge/index.php?site-id=39&page=1&id=24
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?
Posted: 13 ოქტ 2011, 16:00
by CheLo
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?
Posted: 13 ოქტ 2011, 16:09
by Maiko-adventurous
კვირას არა, შაბათს ვგეგმავ. პროგნოზს თვალი გადავავლე და შაბათი დღე წვიმიანი არ უნდა იყოს...
არ მინდა ამ შაბათ-კვიარს სახლში ჯდომა და რა ვქნა?!

ჰო, კიდევ ერთი ინფორმაცია: თუ იმდენი ადამინი არ მოგროვდა, რომ სატრანსპორტო საშუალება თვითონ ვიქირაოთ, შეგვიძლია სამარშრუტოთი წავიდეთ.
ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით დაცული ტერიტორიების სააგენტო შემდეგს იუწყება:
"ალგეთის ეროვნულ პარკში მოსახვედრად სამარშუტო ტაქსები გადიან რკინიგზის ავტოსადგურიდან და ღირს 4ლ ერთი ადამიანი, ავტობუსები გადიან დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან და ღირს 2, 50ლ."
მართალია ეს ინფორმაცია ბოლოს 2009 წელს განახლდა, მაგრამ ამის გადამოწმებაც შეიძლება, თუ მსურველები გამოჩნდებიან.
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?
Posted: 13 ოქტ 2011, 16:11
by CheLo
Maiko-adventurous
ხოოო... დელისის მეტროს მაინც და მაინც ნუ ენდობი.. მე ახლო მახლო ვცხოვრობ და წესით უნდა უფრო მაწყობდეს მაგრამ მსგავსი არაფერი მსმენია.. და რკინიგზის სადგურიდან ისევ გავლენ არამგონია რამე შეცვლილიყო.. ასე რომ თუ დადებ ახლავე სამომავლოებში თემას კარგი იქნება.. იმიტომ რომ 2 დღეც აღარ დარჩა და უმეტესობა სამომავლოებს უფრო ნახულობს..
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?
Posted: 13 ოქტ 2011, 16:39
by Maiko-adventurous
ახლა ვესაუბრე ალგეთის პარკის ადმინისტრაციის უფროსს. მითხრა ადგილზე რომ ჩამოხვალთ რეინჯერი დაგხვდებათ და აგიხსნით ყველაფერსო. გვაქვს რამოდენიმე საფეხმავლო ტურიოოოო

))
თან გიდის მომსახურება უსასყიდლოა თურმე

არ ყავთ ამჟამად გიდები და მათ ფუნქციას რეინჯერები ასრულებენ.
სამარშრუტოები დელისიდან აღარ გადიან. გადიან ვაგზლის მოედნიდან (ფიროსმანის ქუჩიდან). პირველი სამარშრუტო გადის 08:00 და შემდეგ ყოველი საათის ინტერვალით. აი უკან დაბრუნება კი ცოტა გაჭირდება

არანაირი განრიგი არ არსებობს და მანგლისიდან თბილისში გამოსვლა მძღოლებზეა დამოკიდებულიო, ასე მითხრეს. სავარაუდოდ შევსების ამბავია

საღამოს დავდებ სამომავლოში ალბათ...
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?
Posted: 13 ოქტ 2011, 16:48
by domciko
საინტერესო გასვლაა,მაგრამ სამწუხაროდ შაბათს ვმუშაობ და ვერ შემოგიერთდებით

სხვა დროს ვეცდები

ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?
Posted: 13 ოქტ 2011, 17:20
by nkiviladze
ეს კარგი იდეაა - ოღონდ, ცოტა ხომ არ გავართულოთ? ანუ ეგებ ორივე ტურისტული მარშრუტი გაგვევლო 1 დღეს? საინტერესოა
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?
Posted: 13 ოქტ 2011, 17:26
by Maiko-adventurous
nkiviladze wrote:ეს კარგი იდეაა - ოღონდ, ცოტა ხომ არ გავართულოთ? ანუ ეგებ ორივე ტურისტული მარშრუტი გაგვევლო 1 დღეს? საინტერესოა
შეგვიძლია

მთავარია ადრე გავიდეთ და იმ დრომდე მოვასწროთ წამოსვლა სანამ ბოლო მანქანა წამოვა იქედან. ეს იმ შემთხვევაში, თუ იმდენი არ მოვგროვდით, რომ საერთოდ ვიქირაოთ "მაქსიბუსი". ამ საღამოს დავურეკავ მძღოლს და გავარკვევ ერთი რა დაჯდება ეს ტური და სამომავლოებშიც დავდებ.
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?
Posted: 13 ოქტ 2011, 17:31
by nkiviladze
ძალიან კარგი, მე აუცილებლად წამოვალ თუ ორივე მარშუტს გავივლით 1 დღეში -ამაზე უარს ვერ ვიტყვი

წესით დროში თავისუფლად ჩავეტევით
ამ შაბათს (15.10.2011) ალგეთში ხომ არ წავსულიყავით?
Posted: 13 ოქტ 2011, 17:54
by konstantine
+1