ვინაიდან (ა) ამინდები გაფუჭდა; (ბ) ტანას ხეობაში გასვლა, რომელში მონაწილეობის მიღებასაც ვაპირებდი გადაიდო (გ) ვაშლოვანში გასასვლელად ყველას მანქანა არ ეყოფა და (დ) არ მინდა სამივე უქმე დღე ჩახუთულ თბილისში გავატარო, ვიფიქრე სადმე თბილისთან ახლოს, მაგრამ შემოდგომის ფერებით დატვირთულ და სუფთა ჰაერით გაჯერებულ ადგილას ხომ არ წავსულიყავით?....
პროგნოზისტებს თუ ვენდობით შაბათი დარიანი უნდა უყოს. 1 დღიანი გასვლისთვის კი ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა ვიფიქრე ალგეთის ეროვნული პარკი გამახსენდა

მე იქ ნამყოფი არ ვარ, მაგრამ მომნახველებს თუ დავუჯერებთ, ურიგო სანახავი არ უნდა იყოს.
პარკი თეთრიწყაროს რაიონშია, დაბა მანგლისის მიმდებარედ, თბილისიდან 60კმ-ში.
ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად 1 დღისთვის 2 ტურისტული მარშრუტი არსებობს:
1. მანგლისი-პატარა ნამტვრიანი-მანგლისი - საფეხმავლო
ბილიკის სიგრძე – 5 კმ
ხანგრძლივობა – 4 სთ
2. არხოტი-კლდეკარის ციხე-არხოტი - საფეხმავლო
ბილიკის სიგრძე – 5 კმ
ხანგრძლივობა – 4 სთ
ჰოდააა, რას ფიქრობთ მეგობრებო?

ნუ ეს წინადადება სავარაუდოდ ნაკლებად საინეტერესო იქნება "სერიოზული" ლაშქრობის მოყვარულთათვის, მაგრამ ვისაც შაბათ-კვირას უბრალოდ დასვენება და განტვირთვა გინდათ, იქნებ დაგვეგეგმა

თუ იდეას გაიზიარებთ, დავიწყებ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებასაც

)
I am not an adventurer by choice but by fate.