Page 1 of 1

წილკანი-ძალისი-მუხრანი (2.10.2011)

Posted: 28 სექ 2011, 11:05
by Ketevan Guliashvili
წავალთ სარეისო მიკროავტობუსით.

გასვლა 11:30 წთ. დიდუბის ავტოსადგურიდან

მგზავრობის ღირებულება - 3.50თ.

წილკნიდან ფეხით მივალთ ძალისში.

ძალისიდან ასევე ფეხით გადავალთ მუხრანში.

ფეხით გასავლელი მანძილი 13 კმ და ცოტა მეტიც.

წილკანი-ძალისი-მუხრანი (2.10.2011)

Posted: 29 სექ 2011, 10:19
by giorgi_barca
ფეხით რატომ უნდა ვიაროთ,ვერ მივხვდი...მშვენიერი ასფალტიანი გზაა და სამარშუტო ბოლომდე მოგვატარებს ,თან დროც დარჩება და შეიძლება სურვილის შემთხვევაში წეროვნის და სხალტბის ტაძრებიც ვნახოთ

წილკანი-ძალისი-მუხრანი (2.10.2011)

Posted: 29 სექ 2011, 11:44
by ARCHILI
ამას გარდა, ასფალტიან გზაზე ფეხით სიარული მაგარი ცუდი რამეა, უსიამოვნო და უინტერესო. მაგრამ ზოგს თუ უყვარს, ეგრეც შეუძლია იაროს, ცხადოა.

ისე, ბარემ დიდუბიდანაც წასულიყავით ფეხით წილკნამდე, სულაც უფასო დაჯდებოდა.

:)

წილკანი-ძალისი-მუხრანი (2.10.2011)

Posted: 29 სექ 2011, 12:15
by shoda1121
ბევრი თუ იქნებით ალბათ სამარშუტოს დაქირავება ჯობია:) მაგრამ 3-4-ითვის კარგი იქნება ხელი დაუქნიოთ გზაზე მანქანებს და რამოდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა მოგიწევთ და ბევრ კაი ადამიანსაც გაიცნობთ:) და სწრაფად და იაფადაც მიხვალთ+ თავგადასავლებიც :))) ჯგუფში თუ ერთი მაინც თუ ლამაზი გოგოა :))) მით უმეტეს ყველა გაგიჩერებთ:)
შეიძლება ვინმემ მწვადებზე დაგპატიჟოთ კიდეც:)))
ანუ ასფალტის ტური ახლო მეგობრების მცირე ჯგუფისთვის შესანიშნავი იდეაა:))
ისე მაინტერესებდა ქართული შესატყვისი автостоп/Hitchhiking-ის ქართული შესატყვისი რა არის?

წილკანი-ძალისი-მუხრანი (2.10.2011)

Posted: 02 ოქტ 2011, 14:30
by Ketevan Guliashvili
ეს გასვლა გადაიდო.

დიდი მადლობა ბიჭებო გულშემატკივრობისათვის.

ბარსა, მეტის ნახვა მეც მომინდა, იქნებ გამოჩნდეს რამოდენიმე მსურველი და მოხერხდეს რამე.

ასფალტზე სიარულზე რა ვთქვა, დაჭირვება მანახე და ფეხით დიდუბიდან კაბადოკიაში წავალ.:)

წილკანი-ძალისი-მუხრანი (2.10.2011)

Posted: 04 ოქტ 2011, 20:21
by Ketevan Guliashvili
ეს გასვლა შედგება 6 ოქტომბერს. გასვლა დიდუბიდან 10 საათზე.

წილკანი-ძალისი-მუხრანი (2.10.2011)

Posted: 04 ოქტ 2011, 21:31
by Ketevan Guliashvili
საინტერესოა სასახლე თუ გარემონტდა (აი ის მუხრანის ბოლოში რომაა ).

http://burusi.wordpress.com/2009/12/26/mukhranbatoni/

წილკანი-ძალისი-მუხრანი (2.10.2011)

Posted: 07 ოქტ 2011, 17:19
by Ketevan Guliashvili
გასვლა შედგა. იხილეთ ბმული:

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 492#360492