თითო ქვა თბილისში ხევსურულ-თუშური კოშკის ასაგებად
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
თითო ქვა თბილისში ხევსურულ-თუშური კოშკის ასაგებად
2007 წელს :კარავზე: იდეა შემოგთავაზეთ
(იხილეთ ბმული http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=1635&start=0),
თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ხევსურული კოშკის ასაგებად ხელმოწერები შეგვეგროვებინა და შესაბამისი უწყებებისთვის მიგვემართა.
რთული წლები დაემთხვა, მათ შორის ომი, ფართომასშტაბიანი მიტინგები, სხვა და სხვა სახის არჩევნები და საამისოდ არავის ეცალა.
2010 წლის 26 თიბათვეს, :მზიურში: ხევსურული საღამოს დროს 1006 ხელმოწერა შევაგრავოთ.
ეს მართლაც ფანტასტიკური მაჩვენებელი იყო.
მალევე, იეტ ვარდანაულთან 1ად, მიმართვა და ხელმოწერების ასლები თბილისის მერიისა და ეროვნული მუზეუმის ადმინისტაციებს წარვუდგინე.
მერიის სამართლის 3სახურმა გაურკვეველი შინაარსის პასუხი გამოგვიგზავნა (რომ გამოვაქვეყნო ეს წერილი,
თავადაც დამემოწმებით, რომ ასეა). მუზეუმიდან კი არაფერი მოსულა.
მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა.
ჩანს, ქვეყანას არ შეუძლია ამ კოშკის აშენება. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში, ჩვენ, მოქალაქეები უნდა დავუდგეთ
გვერდით ჩვენს სახელმწიფოს და თითო ქვა მაინც შევმატოთ იდეის გახორციელებას.
გთხოვთ, ვინც ხევსურეთში ან თუშეთში წახვალთ, იქიდან 1 სამშენებლოდ ვარგისი ქვა მაინც ჩამოიტანოთ
და ეთნოგრაფიული მუზეუმის წინ დადოთ.
ეს ნამდვილად არ არის რთული, მაგრამ ძნ მამულიშვილური იქნება.
მხარდაჭერისთვის მადლობას მოგახსენებთ

მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
თითო ქვა თბილისში ხევსურულ-თუშური კოშკის ასაგებად
ამ 4-5 დღის წინათ შატილში ვიყავი, გზად 1 ქვა ჩავდე. ახლა ეს ქვა დროებით ლესელიძე-აბესაძის კუთხეში მდებარე
ხევსურულ სახლშია.
რამდენიმე რომ შეგროვდება, ეთნოგრაფიული მუზეუმის წინ მოწესრიგებულად დავაწყობთ და ასე ნელ-ნელა შეგროვდება 3შენებლო მასალა.
ხევსურულ სახლშია.
რამდენიმე რომ შეგროვდება, ეთნოგრაფიული მუზეუმის წინ მოწესრიგებულად დავაწყობთ და ასე ნელ-ნელა შეგროვდება 3შენებლო მასალა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
თითო ქვა თბილისში ხევსურულ-თუშური კოშკის ასაგებად
კიდევ 1, ქვის ჩამომტანებს ქვის ზედაპირზე
თავისი სახელისა და გვარის ამოკაწრვა შეუძლია.
თავისი სახელისა და გვარის ამოკაწრვა შეუძლია.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
თითო ქვა თბილისში ხევსურულ-თუშური კოშკის ასაგებად
მშვენიერი იდეაა ! მოხარული ვარ რომ ხევსურეთიდან მეც მაქვს 2 ფიქალის ქვა ჩამოტანილი და სადაც მეტყვით იქ მოვიტან!
A NEW ADVENTURE IS WAITING
თითო ქვა თბილისში ხევსურულ-თუშური კოშკის ასაგებად
უცნაური იდეაა მაგრამ მომწონს თუმცა ჩემი ამ იდაში ჩართვა ნაკლებად რეალურია.. რადგან ხევსურეთში ზაფხულამდე ვეღარ წავალ...
თითო ქვა თბილისში ხევსურულ-თუშური კოშკის ასაგებად
აუფ, ნეტავ თუშეთის გასვლამდე გახმიანებულიყო ეს იდეა, ხომ ჩამოვიტანდით!
Keep Smiling...
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
თითო ქვა თბილისში ხევსურულ-თუშური კოშკის ასაგებად
ჯერ გქონდეს ეგ ფიქალი და ასე, 12-14ს რომ შევაგროვებთ, ავიტანოთ ეთნოგრაფიულ მუზეუმში და თვალსაამოდ დავაწყოთ.nikolozi wrote:მშვენიერი იდეაა ! მოხარული ვარ რომ ხევსურეთიდან მეც მაქვს 2 ფიქალის ქვა ჩამოტანილი და სადაც მეტყვით იქ მოვიტან!
მიხარია, რომ მოგწონს, მაგრამ უცნაური იდეა რატომ არის, მაგას კი ვერ მივხვდი.CheLo wrote:უცნაური იდეაა მაგრამ მომწონს თუმცა ჩემი ამ იდაში ჩართვა ნაკლებად რეალურია.. რადგან ხევსურეთში ზაფხულამდე
ვეღარ წავალ...
დაგვიანებული არ არის.keto wrote:აუფ, ნეტავ თუშეთის გასვლამდე გახმიანებულიყო ეს იდეა, ხომ ჩამოვიტანდით!
მომავალ წელსაც შეიძლება წვლილის შეტანა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
თითო ქვა თბილისში ხევსურულ-თუშური კოშკის ასაგებად
იმიტომაა უცნაური რომ თუ წასვლაა ბარემ 1-ს კი არა 10 ქვას ჩამოვიტანდი რა პრობელმაა.. თუ სიმბოლურად 1 უნდა იყოს?? რაც მეტს ჩამოვიტანთ უკეთესი არაა? ან შენ რომ 3 ჩამოგეტანა 1 მაგივრად უკეთესი არ იქნებოდა???
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
თითო ქვა თბილისში ხევსურულ-თუშური კოშკის ასაგებად
შენა ასე ნუ ჩაუღრმავდები ამ ამბავს.CheLo wrote:იმიტომაა უცნაური რომ თუ წასვლაა ბარემ 1-ს კი არა 10 ქვას ჩამოვიტანდი რა პრობელმაა.. თუ სიმბოლურად 1 უნდა იყოს?? რაც მეტს ჩამოვიტანთ უკეთესი არაა? ან შენ რომ 3 ჩამოგეტანა 1 მაგივრად უკეთესი არ იქნებოდა???
გასაგებად წერია, თუნდაც 1 სამშენებლო ქვა მაინც გამოაყოლეთო.
რატომ ჩამოვიტანე 1 ქვა, ეგ მე ვიცი, შენ ან სხვამ 100იც რომ ჩამოიტანოთ, მხოლოდ საქმეს არგებთ.
ჰოლო თუ ვინმე 1 მანქანა მასალას მოაგროვებს, ჰომ უკეთესი.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
თითო ქვა თბილისში ხევსურულ-თუშური კოშკის ასაგებად
რაც მეტ ქვას იხლით თავში, მით უკეთესია საქმისთვის...

პ.ს. იდეას ვემხრობი, რაღაც ჭაჭის ქვა უნდა მქონდეს, ოღონდ ხევსურელი არაა, მოხევეა და იმედია, ხევსურებს არ ეწყინებათ...

პ.ს. იდეას ვემხრობი, რაღაც ჭაჭის ქვა უნდა მქონდეს, ოღონდ ხევსურელი არაა, მოხევეა და იმედია, ხევსურებს არ ეწყინებათ...

თითო ქვა თბილისში ხევსურულ-თუშური კოშკის ასაგებად
სიამოვნებით შემოგიერთდებით. ძალიან ვეცდები, იქნებ წელს კიდევ მოვახერხო ხევსურეთის ნახვა და იქიდან ქვის ჩამოტანა
- datoforesti
- მაწანწალა
- Posts: 459
- Joined: 05 სექ 2011, 22:24
- Location: Tbilisi
- Contact:
თითო ქვა თბილისში ხევსურულ-თუშური კოშკის ასაგებად
მეცმაქვს1 პატარა შატილის ფილა...და შევწირავ..
მაგრამ ათასობითაა საჭირო...რაღაც ძაან რთულად მეჩვენება თუმცა სასიკეთოდ...

ხელოვნება ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და გღრღნის
Inside I'm Forrest gump
http://datoforest.blogspot.com/
Inside I'm Forrest gump
http://datoforest.blogspot.com/
თითო ქვა თბილისში ხევსურულ-თუშური კოშკის ასაგებად
GAMARJOBA SAKARTVELO
ცოტა ადრე მაინც გეთქვა, 5 ჯერ ვიყავი წელს ხევსურეთში, გაისადაც ვიქნები მგონი და ბლომად ჩამოვიტან თუ არ დამიჭირეს
გამიგია მავანი მდინარის პირას ქვებს აგროვებდა და გარემოს დაცვა მიადაგა და ქვებიც დააცლევინეს და ჯარიმაც აჰკიდეს,
ისე ვინც ქვებს წამოიღებთ მაინცდამაინც მუცოს ან შატილს ნუ მოაძრობთ
ეგეთებიც ვნახე იქ
მოკლედ მაგ იდეას მგონი ხორცი შეესხმება

აუ თუშეთიდან იიიიიიმხელა სიპის ქვა წამოვაცახცახე 

თითო ქვა თბილისში ხევსურულ-თუშური კოშკის ასაგებად
კაი იდეაა, სავარაუდოდ მომავალი წლისთვის გადაიდება. მთავარია არ შენელდეს