Page 1 of 2

ბოტანიკური ბაღის დახმარება

Posted: 10 სექ 2011, 15:36
by avtokh
რამდენიმე დღის წინ საუბარი მქონდა ბოტანიკური ბარის დირექტორთან და ამ საუბრის შემდეგ გამიჩნდა სურვილი დავხმარებოდით ბოტანიკურ ბაღს ტერიტორიის დასუფთავებში. უახლოეს მომავალში ბოტანიკურ ბაღში იგეგმება ტერიტორიის დასუფთავება სარეველა ბალახებისგან და ბილიკების ნაშალი ქვებისგან.

სურვილის შემთხვევასი შემიძლია შევეხმიანო დირექციას და ზუსტი დრო შევათანხმო და რა იქნება ჩვენგან საჭირო.

დიდად მადლობელი დაგრჩებით თუ გამოცდილი ხალხი დამეხმარებით ამ საკითხის მოგვარებაში :)

ბოტანიკური ბაღის დახმარება

Posted: 10 სექ 2011, 15:49
by llev
საორგანიზაციოების მოგვარებისა რა გითხრა
მაგრამ ჩემი ორივე ხელით მანდ ვიქნები დასუფთავებაზე :)

ბოტანიკური ბაღის დახმარება

Posted: 10 სექ 2011, 20:35
by zaza_q
მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას, ძალიან მიყვარს ბოტანიკური ბაღი.

ბოტანიკური ბაღის დახმარება

Posted: 10 სექ 2011, 20:57
by Mako-dgm
სავარაუდოთ მეც გიერთდებით, იმედია რამოდენიმე პლიუსით

ბოტანიკური ბაღის დახმარება

Posted: 11 სექ 2011, 14:58
by zaza_q
avtokhრა მოგვარება უნდა? დავწეროთ ვისაც გვინდა, დავთქვათ დღე, შევათანხმოთ დირექციასთან და მივიდეთ შესაბამისად ეკიპირებულები.
თუ ამ საიტზე საკმარისი მსურველი არ მოგროვდა, ალბად საჭირო იქნება ფორუმ.გე ზეც გახსნა მზგავსი თემის

ბოტანიკური ბაღის დახმარება

Posted: 11 სექ 2011, 15:42
by mousvenari
თუ დასვენების დღეს იქნება, ჩემს მოსწავლეებთან ერთად სიამოვნებით , დიდი ხალისით მივიღებთ მონაწილეობას....

ბოტანიკური ბაღის დახმარება

Posted: 11 სექ 2011, 19:12
by avtokh
აუცილებლად დასვენების დღეს იქნება, სხვა დღეს მე არ მცალია ისედაც :) მასინე მე ხვალ გავარკვევ ყველაფერს დირექციასთან როდის რას აპირებენ და დავდებ როდის რა დაიგეგმება :) მადლობა გამოხმაურებისთვის.

ბოტანიკური ბაღის დახმარება

Posted: 11 სექ 2011, 19:34
by ეკატო
თუ თბილისში ვიქნები მაგ დროს, მეც შემოგიერთდებით

ბოტანიკური ბაღის დახმარება

Posted: 12 სექ 2011, 03:54
by GIO_GEO
მეც სიამოვნებით წამოვალ თუ თბილისში ვიქნები

ბოტანიკური ბაღის დახმარება

Posted: 12 სექ 2011, 09:57
by meleksa
+1

შემოგიერთდებით თუ თბილისსა შინა ვიქნები

ბოტანიკური ბაღის დახმარება

Posted: 13 სექ 2011, 06:24
by mousvenari
1-2 ოქტომბერს გოგამ ვაშლოვანი დაგეგმა, იქნებ არ დაემთხვეს ბოტ.ბაღის დასუფთავება.

ბოტანიკური ბაღის დახმარება

Posted: 13 სექ 2011, 13:39
by avtokh
ვაშლოვნის გასვლას არანაირად არ დაემთხვევა. დღეს ველაპარაკა ბოტანიკურის დირექტორს და ასეთი პასუხი გამცა, აჯობებს ოქტომბრის მეორე ნახევარში, ბოლოსკენ ტუ გავაკეთებთო, როდესაც ბაღში გადაბელვის სამუშაოები ტარდება და მიდამო ჩამოცვენილი ფოთლებისგან იწმინდებაო. ასე რომ ამ თემამ გადაინაცვლა ოქტომბრის ბოლოსკენ, თუ თანახმანი იქნებით კიდევ მსურველები ამ დროისთვის :)

ბოტანიკური ბაღის დახმარება

Posted: 13 სექ 2011, 16:19
by arcivi9
mousvenari wrote:1-2 ოქტომბერს გოგამ ვაშლოვანი დაგეგმა, იქნებ არ დაემთხვეს ბოტ.ბაღის დასუფთავება.
ამის თემა სად არის? :roll:

ბოტანიკური ბაღის დახმარება

Posted: 13 სექ 2011, 16:37
by mousvenari
არწივი წერდა:
ამის თემა სად არის

სამომავლოებში თემა ჯერ არ გაუხსნია, მაგრამ რაკი გოგამ თქვა, აუცილებლად გახსნის .....
2011წლის გასვლებში ახსენა 1-2 ოქტომბერს იქნებაო ვაშლოვანის გასვლაო.
გამოცოცხლდება კარავი.....

ბოტანიკური ბაღის დახმარება

Posted: 13 სექ 2011, 16:43
by arcivi9
mousvenari wrote:არწივი წერდა:
ამის თემა სად არის

სამომავლოებში თემა ჯერ არ გაუხსნია, მაგრამ რაკი გოგამ თქვა, აუცილებლად გახსნის .....
2011წლის გასვლებში ახსენა 1-2 ოქტომბერს იქნებაო ვაშლოვანის გასვლაო.
გამოცოცხლდება კარავი.....
ძალიან კარგი :)