http://www.pankisi.org/cgi-bin/blosxom. ... geo/route1
წისქვილს ჩავუვლით და გეზს ჯებირისა და ხიდისაკენ ავიღებსთ (სამხრეთის მიმართულება) ალაზნის მოპირდაპირე ნაპირისკენ მიმავალ გზამდე, ჯებირს ჩავუვლით და მარცხნივ მოვუხვევთ ისევ ჩრდილოეთით, კავკასიონის მაღალი მწვერვალებისაკენ, ომალომდე. მარცხნივ მოხვევისთანავე ხელმარჯვნივ დავინახავთ ღრმა მწვანე ხევს, მის ფერდობებზე კი ქარტული ქრისტიანული სალოცავის ნაშთებს, რომელსაც ქისტები ხომს ეძახიან. სავარაუდოდ თამარ მეფის პერიოდის (XII-XIIIს) უნდა იყოს.

სალოცავი ძველი ხეებითა დაბურული, ძირითადად მუხებით. აქ აღსანიშნავია ადგილი სადაც ოდესღაც საკურთხეველი ყოფილა. ხდება ხოლმე, რომ ამ ადგილზე მოდიან ქართველი მთიელები და ქისტები, რათა დაანთონ სანთლები, ცხვარი შესწირონ, უმეტესად ერთ დღეს, რომელიც ამ სალოცავის დღეობაა. ამჟამად ეს ქისტების საყვარელი საპიკნიკეო ადგილია. სალოცავიდან მთელს ხეობაზე იშლება ლამაზი ხედი – განსაკუთრებით მის ფშაურ-ოსურ ნაწილზე. ხომიდან ქვევით ჩავდივართ და ომალოს გზაზე ვბრუნდებით. 200-300 მეტრის შემდეგ, მარჯვენა მხარეს, მივადგებით გორაკს (მასზე მდორე სერპანტინით შეიძლება ასვლა) და რომელზეც დგას მორიგი ქართული სიწმინდე ხორბალო, ასევე XII-XII საუკუნეების. დღეს უკვე ნანგრევებად ქცეული, მაგრამ ძველთა-ძველი ხეებით დაბურული, ლამაზად წარმოჩინდება მთებისა და მდინარის ფონზე. კარგად მოსჩანს მოპირდაპირე ნაპირიდან და დუისიდანაც. ხორბალოსთან მდგომი ადამიანი არ შეიძლება, რომ არ მოიხიბლოს ხეობის ხედით. გარკვევით მოსჩანს დუისის ორი მეჩეთის მინარეთები – ახლისა და ძველის, ხოლო დროის სათანადო მონაკვეთში შეიძლება გავიგონოთ მუეძინის მთელ ხეობას მოდებული და მრავალი ექოთი გაძლიერებული სალოცავად მოხმობა.

აქ იწყება თორღვა პანკელად წოდებული ციხე-სიმაგრის ზოლი, რომელიც მეფე თამარის პერიოდში, XII საუკუნის დასასრულს, იქნა აგებული.

მთებში მიმავალნი მარჯვნივ ავდივართ ციხე-სიმაგრის ერთ-ერთ კოშკში, აქედან ულამაზესი ხედი იშლება მდინარე ალაზნის ველზე. პანკისის ხეობის მეორე, თუშებით დასახლებულ მხარეს, მოსჩანს მათი ცენტრალური დაბლობი სოფელი – ალვანი, უფრო შორს თუ გავუწვდენთ თვალს დავინახავთ XI საუკუნის ქართულ საკათედრო ტაძარს ალავერდს (ალავერდის დღესასწაული, სახელად ალავერდობა, 15 ოქტომბერს აღინიშნება). იგი მთელი საქართველოს ქართველების პელიგრიმობის უმთავრესი სალოცავია, მათ შორის არიან ქართველი მთიელები კახეთიდან. ალავერდობაში ცოტა ხნის წინათ ქისტებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ვუბრუნდებით მთავარ ბილიკს, რომელითაც ციხე-სიმაგრეს დაახლოებით 10 წუთი მივუყვებით, სულ ბოლოში არსებულ ქართულ ეკლესიამდე. მისი ნანგრევებიღაა შემორჩენილი, სარკმლების, კარიბჭის, საკურთხევლისა და უძველესი და ძლიერ დაზიანებული ფრესკების კვალი ჯერ კიდევ თვალში საცემია. ეკლესიის ქვეშ არის ჩასასვლელი მიწისქვეშა დერეფნებსა და დარბაზებში, რომელიც მთელს ციხე-სიმაგრესა და ეკლესიას თან გასდევს. უშუალოდ ეკლესიის ქვეშ არის მიცვალებულთა დასაკრძალი ადგილი. დერეფანების დასათვალიერებლად ცხადია მეგზურია საჭირო, რადგან აქ დაკარგვა ძნელი არ არის. ამ მიწისქვეშა დერეფნებით იმ ადგილს შეიძლება დაუბრუნდეთ საიდანაც თორღვა პანკელი იწყება.
დანარჩენი აქ
http://www.pankisi.org/cgi-bin/blosxom. ... routes_geo

რაღაც დამაინტერესა...

http://www.pankisi.org/cgi-bin/blosxom. ... n/main_geo