Page 1 of 1

“განძის მაძიებლები“ 2011

Posted: 17 აგვ 2011, 15:18
by saskva
ესეთი თამაშის გაკეთება დიდი ხანია მინდა, ადრე აქაც ვწერდი მემგონი, ზუსტად არ მახსოვს. მერე ხან დრო ვერ გამოვნახე, ხან ორგანიზება მეზარებოდა, ხან რა და ხან რა მიზეზებს რა დალევს. თუმცა დღეს გადავწყვიტე, რომ მიზეზებმა ვერ შემაჩერონ და ამ თამაშის ორგანიზება დავიწყო :) თან ესეთი თამაშის უფრო გრძელვადიანი პროექტი გეოკეშინგი უკვე არსებობს ჩვენთან და მე პირადად ძალიან მომწონს.

რას გულისხმობს თამაში „განძის მაძიებელი“. პირველ ეტაპზე ეს იქნება 2-3საათიანი თამაში, (თქვენს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება და ვიცი რომ მეტიც შეგიძლიათ მაგრამ ჩემი ორგანიზატორული ნიჭია გამოსაცდელი :D ) რომელიც მოიცავს რამოდენიმე მარტივ და სახალისო დავალებას, კოორდინატების მოძიებას, რუკაზე ორიენტირებას და რაც მთავარია „განძის“ პოვნას.

ეს შეჯიბრება გაიმართება ჯგუფებს შორის. თითო ჯგუფში იქნება 5მონაწილე. ჯგუფს ეყოლება ლიდერი. ჯგუფების დაკომპლექტება თავადაც შეგიძლიათ ან ჩაწერის თანმიმდევრობით დავაჯგუფებ. თამაშის ორგანიზებულად ჩატარებაში ჩემი მეგობრები დამეხმარებიან.

თამაშის ადგილი ჯერ არ შემირჩევია, სავარაუდოდ მცხეთა იქნება. თარიღიც სავარაუდოა და ვფიქრობ 17სექტემბერს ან 24სექტემბერს შეიძლება რომ დავგეგმოთ. თუ ბევრი მსურველი გუნდი გამოჩნდება შესაძლებელია ასევე შაბათ-კვირას ვითამაშოთ. თამაშში მონაწილეობის ღირებულება კი დაახლოებით 30-40 ლარი იქნება (თამაშის მონაწილეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული). ფასში გათვალისწინებულია:
• ტრანსპორტირება
• დავალებების მოწყობისათვის საჭირო ინვენტარი
• ჯგუფებისთვის გადასაცემი ინვენტარი (რუკები, კალმები, წყალი)
• პიკნიკი


პირველ სამ ადგილზე გასულ ჯგუფებს გადაეცემათ სერტიფიკატები ხოლო გამარჯვებულებს სიმბოლური სამახსოვრო საჩუქრები.

მემგონი ყველაფერი დავწერე, თანდათან სხვა დამატებით ინფორმაციასაც მოგაწვდით. მთავარია იყვნენ მსურველები და ყველაფერი გაკეთდება.

აბა რას იტყვით? მოვძებნოთ „განძი“? 8) 8) 8)

“განძის მაძიებლები“ 2011

Posted: 17 აგვ 2011, 21:47
by ARCHILI
saskva


როგორც ყოველთვის, ჩვენი შაყვარელი შაშკვა ხარ :)

:*

“განძის მაძიებლები“ 2011

Posted: 21 აგვ 2011, 00:27
by LEVANIKO
მაგარია ცოტა გართობა არ გვაწყენდა