
რას გულისხმობს თამაში „განძის მაძიებელი“. პირველ ეტაპზე ეს იქნება 2-3საათიანი თამაში, (თქვენს შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება და ვიცი რომ მეტიც შეგიძლიათ მაგრამ ჩემი ორგანიზატორული ნიჭია გამოსაცდელი

ეს შეჯიბრება გაიმართება ჯგუფებს შორის. თითო ჯგუფში იქნება 5მონაწილე. ჯგუფს ეყოლება ლიდერი. ჯგუფების დაკომპლექტება თავადაც შეგიძლიათ ან ჩაწერის თანმიმდევრობით დავაჯგუფებ. თამაშის ორგანიზებულად ჩატარებაში ჩემი მეგობრები დამეხმარებიან.
თამაშის ადგილი ჯერ არ შემირჩევია, სავარაუდოდ მცხეთა იქნება. თარიღიც სავარაუდოა და ვფიქრობ 17სექტემბერს ან 24სექტემბერს შეიძლება რომ დავგეგმოთ. თუ ბევრი მსურველი გუნდი გამოჩნდება შესაძლებელია ასევე შაბათ-კვირას ვითამაშოთ. თამაშში მონაწილეობის ღირებულება კი დაახლოებით 30-40 ლარი იქნება (თამაშის მონაწილეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული). ფასში გათვალისწინებულია:
• ტრანსპორტირება
• დავალებების მოწყობისათვის საჭირო ინვენტარი
• ჯგუფებისთვის გადასაცემი ინვენტარი (რუკები, კალმები, წყალი)
• პიკნიკი
პირველ სამ ადგილზე გასულ ჯგუფებს გადაეცემათ სერტიფიკატები ხოლო გამარჯვებულებს სიმბოლური სამახსოვრო საჩუქრები.
მემგონი ყველაფერი დავწერე, თანდათან სხვა დამატებით ინფორმაციასაც მოგაწვდით. მთავარია იყვნენ მსურველები და ყველაფერი გაკეთდება.
აბა რას იტყვით? მოვძებნოთ „განძი“?


