იტალია 2012 წლის აპრილში
Posted: 11 აგვ 2011, 16:19
მოკლედ ახლა არ დაიწყოთ, რას გვერჩი, ჩვენც ნერვები გვაქვსო
იმიტომაც გავხსენი 1 წლით ადრე თემა, რომ სურვილის და შესაძლებლობის შემთხვევაში ხალხმა თადარიგი დაიჭიროს. შვებულებაზე იზრუნოს, ფული მოაგროვოს, სულაც კრედიტი აიღოს და ა.შ. არაა აუცილებელი ბევრი წავიდეთ, მინიმუმ 3 კაცი საკმარისია, 5 კაცი კი ის რაოდენობაა, სამანქანო ტურის მოწყობისთვის რომ იდეალურია
. რა თქმა უნდა, თუ ერთერთს მანქანის მართვა ეცოდინება და მართვის მოწმობა ექნება
.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ მანქანით ვიმოძრავებთ. არა ძირითადად მატარებლით გადაადგილება დაგვჭირდება, მაგრამ თუ ჩემი ოცნების მხარეს ტოსკანას და უმბრიასაც ჩავრთავთ მარშრუტში, აი მანდ აუცილებლად დაგვჭირდება მანქანით გადაადგილება. ტოსკანაში ფლორენციას რომ ვნახავთ, ეს უდავოა, მაგრამ მე ამ ულამაზესი მდელოების ნახვის არანაკლები სურვილი მაქვს
:
https://www.facebook.com/media/set/?set ... 462&type=1
ეს არ იქნება მოკლე ტური. ვფიქრობ სულ მცირე 10-14 დღეს გასტანს. სხვანაირად ბევრი ვერაფრის ნახვას ვერ მოვასწრებთ. თუმცა რაც მეტდღიანი იქნება ტური მით მეტ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ამიტომაცაა საჭირო დროულად დავიჭიროთ თადარიგი, საელჩოშიც დროულად შევიტანოთ განაცხადი, რომ კარგი და მისაღებფასიანი სასტუმროები (ან სულაც ჰოსტელები) დროულად დავჯავშნოთ. წელს დავაგვიანეთ და ბევრი იაფფასიანი სასტუმრო დაკავებული იყო
.
წელს აღდგომის დღესასწაულებზე წავედით ესპანეთში და ამიტომ ნაკლები სამუშაო დღის აღება დაგვჭირდა. მომავალ წელსაც თუ იგივეს გავაკეთებთ დაახლოებით 12-25 აპრილის შუალედში მოგვიწევს წასვლა (იმის მიხედვით, თუ ფრენა როდის იქნება და როდისთვის ვიშოვით ბილეთს მისაღებ ფასში). ამ შემთხვევასი საჯარო მოსამსახურეებს დაახლოებით 7 სამუშაო დღის აღება დასჭირდება შვებულებისთვის, მეტის არა.
მოსანახულებელ ადგილებს რაც შეეხება: რომი, ფლორენცია, ვენეცია,სავარაუდოდ პიზა და შეიძლება სიენა, რადგან ტოსკანა გვაქვს გეგმაში. სასურველია ჩინკვე ტერეც ( https://www.facebook.com/media/set/?set ... 462&type=1 ) , მაგრამ როგორ გამოვა, ვნახოთ. დანარჩენს, როცა გრაფიკს კარგად დავგეგმავ, მერე მოვიფიქრებ. ამისთვის წინ ზამთრის გრძელი საღამოები მაქვს, ჰოდა ჩავუჯდები "ამაზონი"-დან გამოწერილ სხვადასხვა დასახელების მეგზურებს
და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვასაც შემოგტავაზებთ თავის შიდა გადაადგილებებით და მუზეუმის ბილეთების ჩათვლით.
ჰო, როგორც მიხვდით, ტურისტული სააგენტოთი არ წავალთ, მათ მხოლოდ ავიაბილეთს შევუკვეთავთ და სასტუმროს დაჯავშნაში დავიხმარებთ, რომ ვიზა უფრო ადვილად ავიღოთ.
მოკლედ მე თემა გავხსენი და დანარჩენი თქვენ იცით. მოიფიქრეთ და, თუ გაინტერესებთ, მოემზადეთ