Page 1 of 4

იტალია 2012 წლის აპრილში

Posted: 11 აგვ 2011, 16:19
by Mta Mkvarebia
მოკლედ ახლა არ დაიწყოთ, რას გვერჩი, ჩვენც ნერვები გვაქვსო :) იმიტომაც გავხსენი 1 წლით ადრე თემა, რომ სურვილის და შესაძლებლობის შემთხვევაში ხალხმა თადარიგი დაიჭიროს. შვებულებაზე იზრუნოს, ფული მოაგროვოს, სულაც კრედიტი აიღოს და ა.შ. არაა აუცილებელი ბევრი წავიდეთ, მინიმუმ 3 კაცი საკმარისია, 5 კაცი კი ის რაოდენობაა, სამანქანო ტურის მოწყობისთვის რომ იდეალურია :). რა თქმა უნდა, თუ ერთერთს მანქანის მართვა ეცოდინება და მართვის მოწმობა ექნება :).
ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ მანქანით ვიმოძრავებთ. არა ძირითადად მატარებლით გადაადგილება დაგვჭირდება, მაგრამ თუ ჩემი ოცნების მხარეს ტოსკანას და უმბრიასაც ჩავრთავთ მარშრუტში, აი მანდ აუცილებლად დაგვჭირდება მანქანით გადაადგილება. ტოსკანაში ფლორენციას რომ ვნახავთ, ეს უდავოა, მაგრამ მე ამ ულამაზესი მდელოების ნახვის არანაკლები სურვილი მაქვს ;) :

https://www.facebook.com/media/set/?set ... 462&type=1

ეს არ იქნება მოკლე ტური. ვფიქრობ სულ მცირე 10-14 დღეს გასტანს. სხვანაირად ბევრი ვერაფრის ნახვას ვერ მოვასწრებთ. თუმცა რაც მეტდღიანი იქნება ტური მით მეტ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ამიტომაცაა საჭირო დროულად დავიჭიროთ თადარიგი, საელჩოშიც დროულად შევიტანოთ განაცხადი, რომ კარგი და მისაღებფასიანი სასტუმროები (ან სულაც ჰოსტელები) დროულად დავჯავშნოთ. წელს დავაგვიანეთ და ბევრი იაფფასიანი სასტუმრო დაკავებული იყო :(.

წელს აღდგომის დღესასწაულებზე წავედით ესპანეთში და ამიტომ ნაკლები სამუშაო დღის აღება დაგვჭირდა. მომავალ წელსაც თუ იგივეს გავაკეთებთ დაახლოებით 12-25 აპრილის შუალედში მოგვიწევს წასვლა (იმის მიხედვით, თუ ფრენა როდის იქნება და როდისთვის ვიშოვით ბილეთს მისაღებ ფასში). ამ შემთხვევასი საჯარო მოსამსახურეებს დაახლოებით 7 სამუშაო დღის აღება დასჭირდება შვებულებისთვის, მეტის არა.

მოსანახულებელ ადგილებს რაც შეეხება: რომი, ფლორენცია, ვენეცია,სავარაუდოდ პიზა და შეიძლება სიენა, რადგან ტოსკანა გვაქვს გეგმაში. სასურველია ჩინკვე ტერეც ( https://www.facebook.com/media/set/?set ... 462&type=1 ) , მაგრამ როგორ გამოვა, ვნახოთ. დანარჩენს, როცა გრაფიკს კარგად დავგეგმავ, მერე მოვიფიქრებ. ამისთვის წინ ზამთრის გრძელი საღამოები მაქვს, ჰოდა ჩავუჯდები "ამაზონი"-დან გამოწერილ სხვადასხვა დასახელების მეგზურებს ;) და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვასაც შემოგტავაზებთ თავის შიდა გადაადგილებებით და მუზეუმის ბილეთების ჩათვლით.

ჰო, როგორც მიხვდით, ტურისტული სააგენტოთი არ წავალთ, მათ მხოლოდ ავიაბილეთს შევუკვეთავთ და სასტუმროს დაჯავშნაში დავიხმარებთ, რომ ვიზა უფრო ადვილად ავიღოთ.

მოკლედ მე თემა გავხსენი და დანარჩენი თქვენ იცით. მოიფიქრეთ და, თუ გაინტერესებთ, მოემზადეთ :).

იტალია 2012 წლის აპრილში

Posted: 11 აგვ 2011, 17:00
by გვალდა
ვიწყებ მზადებას 8)

Image

იტალია 2012 წლის აპრილში

Posted: 11 აგვ 2011, 17:01
by domciko
Mta Mkvarebia
იდეების დედა ხარ... ყოჩაღ შენ... "ისპალნიტელკა ხარ" ოღონდ მართლა :D:D :*:*********** ხოოოდა შენი იმედი მაქვს იქნებადა სანამ კარგად დაზამთრდება ხევსურეთიიიიი... არადა ხალხს მობეზრდა უკვე მგონი :( :*:****

იტალია 2012 წლის აპრილში

Posted: 11 აგვ 2011, 17:10
by Naia
Mta Mkvarebia
ლიკუ, რა მაგარი ხარ!!!

უკვე ვიწყებ მზადებას! კი არა და, დავიწყე :)

იტალია 2012 წლის აპრილში

Posted: 11 აგვ 2011, 17:11
by Naia
domciko wrote:Mta Mkvarebia
იდეების დედა ხარ... ყოჩაღ შენ... "ისპალნიტელკა ხარ" ოღონდ მართლა :D:D :*:*********** ხოოოდა შენი იმედი მაქვს იქნებადა სანამ კარგად დაზამთრდება ხევსურეთიიიიი... არადა ხალხს მობეზრდა უკვე მგონი :( :*:****
შემოდგომის ხევსურეთს სექტემბერში გეგმავს ერთი კარველი ;)

იტალია 2012 წლის აპრილში

Posted: 11 აგვ 2011, 18:02
by domciko
Naia
უი მართლააა??? დიდი მადლობა... მივაქცევ ყურადღებას :*

იტალია 2012 წლის აპრილში

Posted: 11 აგვ 2011, 23:27
by keto
მმ, და საქართველოში აღებული მართვის მოწმობა მოქმედებს საზღვარგარეთ?

იტალია 2012 წლის აპრილში

Posted: 11 აგვ 2011, 23:51
by Mta Mkvarebia
keto
მოქმედებს თუ საზღვარგარეთ 6 თვემდე ვადით იმყოფები :).

იტალია 2012 წლის აპრილში

Posted: 12 აგვ 2011, 00:02
by ia ia
ძალიან მაგარია :)

მეც ვიწყებ მზადებას

იტალია 2012 წლის აპრილში

Posted: 12 აგვ 2011, 01:25
by guruli
ოოო, ძალიან მაგარი რამეა დაგეგმილი!
ჩემი გამოცდილებით, მე გირჩევთ, ვენეცია რაც შეიძლება კომპაქტურად დაგეგმოთ. ძირითადი აქცენტი მუზეუმებზე გააკეთეთ, თორემ თვითონ ქალაქის დათვალიერებაზე ბევრი დროის დაკარგვა არ ღირს. ნუ, სან-მარკოს მოედანზე არგასვლა ”გრეხად” ჩაგეთვლებათ, მაგის გარდა კი რიალტოს ხიდია მართლას ლამაზი სანახაობა დიდ არხზე. როგორც ჩვენ გვითხრეს, ეგაა ქალაქის უძველესი ნაგებობა, ოღონდ თავიდან ხისა ყოფილა, და მაქედან ”გრანდ კანიონზე” მართლაც ლამაზი ხედები იშლება. არ გაგეცინოთ (თუმცა როცა ნახავთ, დამემოწმებით, რომ ამაში სასაცილო არაფერია) და მაქვეა სუვენირების ქუჩა, სადაც ხეტიალი ერტი სიამოვნებაა განთქმული ვენეციური ნიღბებისა და მურანოს ნაკეთობების დასათვალიერებლად. მურანო - ესაა ვენეციური ბროლი, რომელსაც მოიპოვებენ ამავე სახელწოდების კუნძულზე და ბუნების საოცრებაა, ვერ დაივიწყებთ მისი სამკაულების თუ ატასნაირი სუვენირების სილამაზეს. ცოტა თანხა მაგისთვისაც გაითვალისწინეთ, არაა უსაშველოდ ძვირი (თუმცა ნივთსაც გააჩნია), ხოლო ვენეციურ ნიღბებზე მე რა უნდა გითხრათ იმაზე მეტი, რაც მსოფლიომ თქვა უკვე. :)
მუზეუმები სხვა საქმეა (მგონი, 10 ევრო ღირდა შესვლა), გარეგნულად და არქიტექტურულად კი ქალაქი ისეთი არაფერია - ევროპაში მაგაზე ბევრად ლამაზი ქალაქებია კონა ათ შაურად. :D ჩემი აზრით, ვენეციის მთავარი ღირსება რომანტიკაა - წყალში ჩაძირული ქალაქის ეფექტი, თორემ არქიტექტურა ნამდვილად არაა გასაოცარო და პარიზივით მდიდრულ-შტამბეჭდავი. ქალაქი თავიდან ბოლომდე გადავსერე - არსენალის კოშკს თიუ ნახავთ ვენეციის რუკაზე, დარწმუნდებით, რომ ვაგზლიდან მართლაც ქალაქის ბოლოშია, მანდაც გავასკდი დიდი ამბით, მაგრამ თუ დამიჯერებთ, სან მარკოს და რიალტოს გარდა სანახავი სხვაგან ისეთი არაფერია, მაგაზე დაღლა და დროის გაცდენა ღირდეს. თუ დრო გექნებათ და გიდს აიყვანთ, ან ისე გაიკითხავთ გზას, იქნებ ძველ პორტში გახვიდეთ - რიალტოსთან ახლოსაა. ეგაა ადგილი, სადაც ის გემები იცლებოდა, რომლებითაც ქალაქის ასაშენებელი მორები შემოჰქონდათ. რომ გითხრათ, ახლა იმ დროინდელი რამე კვალია-შემორჩენილი-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ისტორიასთან ახლოს დგომის, ახლოს ყოფნის შეგრძნებაა. იქნე მოახერხოთ და ვენეციელთა სახლებშიც შეიჭყიტოთ. :wink: ვიცი, როცა გარედან დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზე დანესტილ შენობებს დაინახავთ, თქვენც გაგიჩნდებათ იგივე სურვილი, ნეტავ შიგნიდან მანახა, იქ როგორააო.
ერთი კითხვა მარშრუტთან დაკავშირებით: პიზა და სიენაც კარგია, მაგრამ გამიკვირდა, მილანი რომ ვერ დავინახე ჩამონათვალში... მით უფრო, რომი-ვენეციის გზა რაკიღა გასავლელია. ღამის მატარებელი დადის მაგ ქალაქებს შორის მილანის გავლით. საიდანაც უნდა გაჰყვეთ, დაახლოებით გათენებისას ხართ მილანში. ბილეთი, მგონი, 30 ევრო ღირდა ერთი გზა... რე ვიცი, მარშრუტიც თქვენია და გზაც თქვენ უნდა გაიაროთ, მაგრამ მილანი კლასიკაა. სადაც მოახერხებთ, ევადეთ... ზოოპარკებშიც შეხვიდეთ. :D დამიჯერეთ, არ ინანებთ. მე ვერ წარმოვიდგენდი, ვთქვათ, ჟირაფი თუ იმხელა მახინა იყო. :) არ ვიცი, რომელ ზოოპარკში როგორაა, მაგრამ მე სადაც ვიყავი - ვენეციის ახლოს, ლინიანოში, იქ ვოლიერებში დატანებული იყო სქელი მინა და ერთ რამედ რირდა იმის ნახვა, ლომი, ვეფხვი და ამ რანგის მტაცებლები როგორ დააბიჯებდნენ შენგან სულ რარაც 5-ოდე მილიმეტრში, ხოლო თუ გაგიმართლებდა და რომელიმე მინას ცხვირს მოადებდა ზედ შენს ცხვირთან, მასინ ხო, საერთოდ! :D
ზაფხული რომ იყოს, ლინიანოს ნახვასაც გირჩევდით - ჩრდილო იტალიის ყველაზე ”სვეცკი” საზღვაო კურორტია, მაგრამ მაგ დროს არ იქნება სეზონი. იტალიაში რომში და უფრო სამხრეთში არ ვიცი, მაგრამ ჩრდილოეთში ინგლისურის მცოდნე პრობლემაა, მაგრამ ყველამ იცის გერმანული და ესპანური. როგორც წესი, საქართველო არც მაგათ იციან, მაგრამ კახი კალაძის სახელი ახსენეთ და მაშინვე მიხვდებიან, რომ რუსები არ ხართ. :D თუ შოპინგიც გაინტერესებთ, სადმე პატარა ქალაქში გადაუხვიეთ, საგრძნობი განსხვავებაა ფასებში, ხოლო ხარისხი ნაღდად იტალიურია, რასაც სულ რაღაც 15 ევროდ დიდი ეჭვით ნაყიდი ჩემი საზამთრო ბათინკებიც ადასტურებს, დღემდე რომ გაუქანებელია (თვალი არ ეცეს! :D) და დღემდე რომ ვნანობ, ნეტავ, კიდევ მეყიდა-მეთქი. :)
მოკლედ, გზადაგზა კიდევ დაგაწევთ რჩევებს, რკინიგზის საიტიც შემიძლია გასწავლოთ, მე კი აქედანვე გაფრთხილებთ - ცოტა ფარას გაგატანთ ვენეციის ოქროს წიგნებისთვის. :) მე ვერ ვიყიდე მაშინ და მას მერე ვენეციაში წამსვლელს ვეძებ. :)

იტალია 2012 წლის აპრილში

Posted: 12 აგვ 2011, 01:35
by GAMARJOBA SAKARTVELO
გულმადიანი გეგმაა.
შევეცდები, გზა და გზა საკუთარი გამ20დილები მოგაწოდოთ.
ვენეცია აღიარებული ქალაქია სილამაზით. თუმც, ფლორენცია უფრო მომწონს და ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილებები მოუხდენია.
განსაკუთრებით მის ვიწრო-ვიწრო ქუჩებს, ოქროს ხიდიდან ნაცქერ მზის გადაცურვასა და ხელთუქმნელ სანტა კროჩეს ტაძარსა და მისი სამრეკლოდან დანახულ კრამიტიან ქალაქს.
თუმცა, ვენეციაც შთამბეჭდავია. სან მარკოს მოედანზე გასეირნება და მაღალი სამრეკლოდან დანახული ქალაქის ნახვაც 1 სიამოვნებაა. ჰოლო, თუ ვიწრო-ვიწრო არხებში მომღერალ გონდოლიერთან 1ად გაისერნეიბთ, ჩათვლით, რომ ნამდვილი ვენეცია ნახეთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ დოჟების სასახლეს არ ესტუმრებით, რომელიც იქვეა, სან მარკოს მოედანთთან.
გონდოლით 1 სთ გასეირნება 80-120 ევრო ღირს.
დრო უ გექნებათ, მეზობელ კუნძულ მურანოზე წადით, სადაც ვენეციური მინის სახელით
ცნობილ ნაკეთობებს (თუმც, მურანოს მინაა) უფრო იაფად შეიძენთ.
დანარჩენზე ნელ-ნელა მოითხრობთ

იტალია 2012 წლის აპრილში

Posted: 12 აგვ 2011, 09:22
by Mta Mkvarebia
ეს რა კარგ ხალხს გამოუთქვამს წამოსვლის სურვილი <3
პირწიგნაკზეც გამოთქვა მსგავსი სურვილი რამდენიმე ადამიანმა.

guruli
GAMARJOBA SAKARTVELO
გაიხარეთ რჩევებისთვის :D
დიდი მადლობა, შემდეგშიც მივიღებთ საინტერესო რჩევებს :D

guruli
მარტო მილანი კი არა, ბევრი რამე ვერ დაინახე მანდ ;) როგორც დავწერე წინ 1 წელი გვაქვს თითქმის და მარშრუტიც მაგ დროში დაზუსტდება. სიენა და პიზა იმიტომ აღვნიშნე, რომ ერთი რამ ვიცი (რაც ასევე დავწერე ), დიდი ქალაქების გარდა, ტოსკანას ვერაფრით ავუვლი გვერდს, რადგან ცოდვა გამხელილი ჯობია და იტალიის ნახვის მივიწყებული სურვილი ტოსკანას ხიბლმა განმიახლა.
ესპანეთის მარშრუტი 2 კვირაში მოვამზადეთ, ისე რომ ჩვენს სასტუმროებთან და სხვა ღირშესანიშნაობებთან საიდან რომელი ნომერი ავტობუსი მიდიოდა, ესეც ვიცოდით, ქუჩებს კიდევ სატელიტიდან ვაკვირდებოდით, მუზეუმების ინტერიერს კიდევ 3 განზომილებაში ვაკვირდებოდით და ბოლოს ვხუმრობდით კიდეც, რაღა გვინდა რომ წავიდეთ, ზემოდან ხომ უკვე დათვალიერებული გვაქვსო :lol: ჰოდა იტალიასაც არ დავაკლებთ ცდას :) მარშრუტსაც დეტალურად გავწერთ და მოსანახულებელი ადგილების ფასებსაც და ვარიანტებსაც. წინ დიდი დრო გვაქვს ამისთვის :) ეს თემა იმიტომ გავხსენი ასე ადრე რომ ხალხმა მომზადება მოასწროს :).

იტალია 2012 წლის აპრილში

Posted: 12 აგვ 2011, 10:23
by Anastasia
ვხსნი ანაბარს სახელად "ტოსკანა" :)

იტალია 2012 წლის აპრილში

Posted: 12 აგვ 2011, 10:26
by KAKH-ELI
ძალიან შტამბეჭდავი გეგმაა... გაიხარე მთაშენკა ასეთი კაი იდეებისათვის. თან შენი ამბავი რომ ვიცი მაგ იდეებს განახორციელებ კიდეც.
სიამოვნებით წამოვალ და თეორიულად სიაში ვეწერები. ერთადერთი ისაა, რომ ამდენი თვით ადრე შესაძლოა ვერ განვსაზღვრო რა იქნება ჩემს თავს 2012-ის აპრილში და მხოლოდ მაგ მიზეზით ვერ ვიქნები დღეს 100% დარწმუნებული. მოცემულ ვითარებაში - მოვდივაააააარრრრრრრრრ!!!!!!

იტალია 2012 წლის აპრილში

Posted: 12 აგვ 2011, 10:53
by bambina
ვაიიიიი, ეს თემა ეტყობა დამესიზმრააა :shock: მე რომ წავიკითხე ფასი იყო უკვე მითითებული და დღეს, რომ შემოვედი ძალიან გამიკვირდა, რომ არ დამხვდა : D ფასი აღარ მახსოვს, მაგრამ ნუ ძალიან იაფი იყო თითქოს და მიხაროდა : DDDD