იტალია 2012 წლის აპრილში

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by Mta Mkvarebia » 12 აგვ 2011, 11:16

Anastasia
KAKH-ELI
მიხარია თქვენი დაინტერესება :*

ელისო, ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს ყველას და ასე 100%-ით მართლა არავინ იცის წამოვა თუ არა, არც მე მათ შორის ;). იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ხელს არაფერი შეგვიშლის :).
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by Mta Mkvarebia » 12 აგვ 2011, 11:29

bambina
მაი, დაახლოეებითი ფასი პირწიგნაკზე დავწერე, იქიდან თუ გახსოვს, მაგრამ იაფი არ ყოფილა, ამიტომ ალბათ მართლა დაგესიზმრა :P . უბრალოდ იქ ვთქვი, რომ ესპანეთის 10 დღიანი ტური 930 ევრო დამიჯდა მე პირადადთქო, (სხვას სხვანაირად, რადგან ეს ექსკურსია-მუზეუმებზე და ესპანური მუსიკის კონცერტებზე იყო დამოკიდებული) ეგ თანხა გახსოვს ეტყობა :wink: . და ვვარაუდობდი, რომ იტალიის ეს ტური დაახლოებით 1500 ევრო დაჯდებათქო, რადგან იტალია უფრო ძვირი ქვეყანაა, უფრო დიდი ხნით - 14 დღით ვაპირებთ წასვლას და ბევრი ქალქის ნახვა გვინდა. მაგრამ ეს თანხა ძალიან მიახლოებითია, უფრო მიახლოებით გათვლას რომ გავაკეთებთ, სასტუმროებს რომ შევარჩევთ და საბოლოო გეგმას შევაჯერებთ, რა ქალაქები უნდა მოვიაროთ, რა ტრანსპორტით და რა ხარჯები დაგვჭირდება აი მაშინ უფრო ზუსტად გვეცოდინება. იას ვურჩიე პირწიგნაკზე, რომ გათვლა უფრო მეტ თანხაზე გააკეთე, თუ არ დაგჭირდება უკან ჩამოიტან ბოლო-ბოლოთქო, ახლა არ მითხრათ უკან ფული როგორ ჩამოგყვებაო, მე პირადად ჩამომყვა ესპანეთიდან :P .

კიდევ ერთი რამ მინდა აღვნიშნო. ხშირად ტურისტული კომპანიები რეკლამას უკეთებენ თავის ტურებს, მაგალითად, რომი ამდენ და ამდენ ევროდ, ყველაზე იაფად სხვა ტურებთან შედარებითო და ა.შ. ბევრი ტურისტი ტყუვდება, მართლა იაფი ჰგონია, მაგრამ იმას კი არ უკვირდებიან რომ მხოლოდ 1 ქალაქი შედის ტურისტულის მიერ შემოთავაზებულ მარშრუტში. მე კიდევ ვთვლი, რომ მარტო 1 ქალაქისთვის რომელიმე ქვეყანაში წასვლა სისულელეა, მაგას ჯობია, თუ წასვლა მაინც გადაწყვეტილი გაქვს, თანხა დაამატო (ისესხო ბოლო-ბოლო) და სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებიც დაამატო). ყოველ სეზონზე ხომ არ ირბენ იმ ქვეყანაში რომ მერე სხვა ქალაქები ნახო? აქედან გამომდინარე, არ ვიცი ზუსტად რა დაგვიჯდება მოგზაურობა, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რასაც ვნახავთ, ყველა ის ადგილი რომ შევიდეს ნებისმიერი ტურისტული სააგენტოს გეგმაში, ჩვენ რამდენიმე ასეული ევროთი იაფი დაგვიჯდება ;).
Image

User avatar
bambina
მაწანწალა
Posts: 859
Joined: 07 ივნ 2009, 11:27
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by bambina » 12 აგვ 2011, 13:06

Mta Mkvarebia

არაა, ლიკ, ფბ თემა არც მინახავს. აშკარად კარავი.გე-ზე ვნახე : D ნუ, სიზმარში რა თქმა უნდა. ანუ გუშინ ეს თემა ვნახე და ისე მინდა იტალია, ისე, ისე, რომ გაგრძელება დამესიზმრა : D

მე და გიორგის თუ შვებულება/ფინანსები/და სხვ. ყველაფერი რიგზე გვექნება, იტალიას ისედაც ვაპირებდი და თქვენთან ერთად ხომ საერთოდ ათასმაგად მინდა : ))))
Stay Hungry, Stay Foolish

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by GOGONA » 12 აგვ 2011, 22:22

ლიკა რა მაგარი ხარ რაააა :D


ვიყავი ჩემთვის წყნარად, 2 წლის ფინანსები გაწერილი მქონდა და ა ბატონო :lol:

ერთი შემოვიხედე და სპეცსახსრების აუცილებლობაც ამკიდე :)


შენ გაიხარე! :)

ვიწყებ თადარიგის დაჭერას
Who is John Galt?

User avatar
saknatuna
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 30 მაი 2010, 21:13
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by saknatuna » 13 აგვ 2011, 19:31

ლიკა მე აუცილებლად მოვდივარ 100 %. ამ გასვლას შენგან ველოდებოდი :* ;* :* და არამარტო მე წამოვალ სავარაუდოდ

User avatar
saknatuna
ბილიკზე მოარული
Posts: 97
Joined: 30 მაი 2010, 21:13
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by saknatuna » 13 აგვ 2011, 19:32

მილანი ძალიან მინდაააააა და ჩაამატე გასვლაში :)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by Gvalva » 14 აგვ 2011, 00:58

Mta Mkvarebia

რა ნათლად წარმოვიდგინე შენთან ერთად იტალია და როგორ ძალიან მომინდა ნეტა იცოდე!!

იტალიურ შავ-თეთრ ფილმებში რომ სოფლებია იმაშიც ხომ შევივლით რომელიმეში??

ძალიან დიდი ალბათობით მოვდივარ! ხანგრძლივობაც ძალიან კარგად აგიღია.

უბრალოდ ვიტყვი რომ ლიკასთან ერთად საზღვარგარეთ წასვლა არის იცი როგორი კომფორტი?? თბილისიდანვე რომ იცის რომელ მუზეუმთან რომლი ნომერი ავტობუსით უნდა მივიდეს!!

გთავაზობ პერიოდულად შევხვდეთ ხოლმე და ერთად ვიმეცადინოთ, რადგან უეჭველი მოვდივარ. და თუ მოხდა სასწაული და ვერ წამოვედი ეს დაგეგმვა უკვე ნახვას ნიშნავს, ასე რომ მაინც კმაყოფილი ვიქნები :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by Mta Mkvarebia » 15 აგვ 2011, 11:50

ვახ, ვახ, რა ხალხი შემომატებია მსურველთა რიგებს :*

Gvalva
მაწითლებ , ლელ:oops: .
იმედი მაქვს, მოახერხებ წამოსვლას და ესპანური არდადეგების ნოსტალგიას რომაულ-იტალიური არდადეგებით გავიქარვებთ :D

შავ-თეთრ ფილმებში რომელი სოფლებია არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად მინდა ტოსკანა-უმბრიის დაქირავებული მანქანით გავლა. სავარაუდოდ ფლორენციიდან ან პიზიდან დაწყებით. სიენას და val d'Orcia-ს (ტოსკანას ყველაზე ლამაზი პეიზაჟები სწორედ მანდაა გადაღებული) გარდა, პატარა-პატარა სოფლებს, ვენახის ზვრებს და ულამაზეს ლანდშაფტებს გავივლით. შეიძლება სასტუმროების ნაცვლად 1-2 ღამე მაგ ვილების სასტუმრო სახლებში გავათენოთ. ეს იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდა ინტერნეტით მათი დაჯავშნა, რადგან ყველა მეგზური (წიგნი) გვირჩევს, ბედს არ მივენდოთ და ღამისთევის ადგილის დაჯავშნის გარეშე პატარა სოფლებშიც კი არ წავიდეთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, მოგზაურობის პერიოდი 2-3 დღით გამეზარდა :D მართალია ეს საერთო თანხის ზრდასაც გამოიწვევს, მაგრამ ჯობია მეტი დრო გვქონდეს, რომ გადარბენებზე არ ვიყოთ, სრულყოფილი იტალიური არდადეგები მოვიწყოთ და უფრო მეტი საინტერესო და ლამაზი ადგილი ვნახოთ მაგ ქვეყანაში.
იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯი გვქონდეს, ვფიქრობ აქცენტი იაფფასიან სასტუმროებზე ან სულაც ჰოსტელებზე გავაკეთო. კარველები ვართ ბოლო-ბოლო და კარავშიც გვძინებია გადაბმულად რამდენიმე დღე :). ვფიქრობ თუ დროულად დავჯავშნით, შესაძლებელია კარგ ფასში ნორმალური სასტუმროს ან ჰოსტელის შერჩევა. რამდენიმე დავათვალიერე კიდეც, მაგრამ ცუდი ისაა, რომ თუ აგვისტოში და სექტემბერში საკმაოდ იაფია, მომავალი წლის აპრილში ფასს ან საერთოდ არ მიჩვენებს, ან კიდევ გაორმაგებულ ფასს მაძლევს :(. ვფიქრობ ეს იმის ბრალია, რომ მანამდე რამდენიმე თვეა და ასე წინასწარ ვერ საზღვრავენ რა ფასი ექნება ამდენი ხნით ადრე ნომრებს. იმედია 1-2 თვეში მაინც გაირკვევა ფასების საკითხი.
რაც შეეხება ავიაბილეთს, რამდენიმე ვარიანტი ვნახე - პრაღის გავლით, კიევის გავლით და ციურიხის გავლით (ავსტრიის ავიახაზები). მე ამ უკანასკნელს ვემხრობი. ტრანსფერის დრო 8 საათია, ანუ ქალაქის დასათვალიერებლად 5-6 საათი გვექნება და რამის ნახვას მოვასწრებთ. რამდენიმე, განსხვავებული ფასის რეისებია, ყველაზე იაფი შევარჩიე თან ისე, რომ რომელიმე ქალაქში ტრანსფერის დრო გვქონოდა და ამ რეისზე გავაჩერე არჩევანი ფასის და ტრანსფერის დროის გათვალისწინებით- ბილეთი 844 ლარი ღირს (დაახლ. 355 ევრო). პრაღის გავლით რეისს რაც შეეხება (ჩეხეთის ავიახაზები) ტრანსფერი პრაღაში 12 საათია, ბილეთის ფასი - ყველაზე იაფის 344 ევრო (ფასდაკლების აქცია) და ეკონომკლასის - 420 ევრო. მაგრამ ამ ყველაზე იაფი ბილეთის გაუქმება შეუძლებელია, თანხა უკან არ ბრუნდება. აი ეს მინუსი აქვს. კიევის გავლით - 290 ევრო ღირს + 25 ევრო რაღაც გადასახადის ანუ 315 ევრო გამოდის. ამ ვარიანტებიდან მე, როგორც ვთქვი, ციურიხის ვერსიას ვემხრობი, მაგრამ ერთი მინუსი აქვს - უკანა გზაზე 2-ჯერ იცვლი თვითმფრინავს, რომიდან ციურიხში მოფრინავ, ტრანსფერის დრო გაქვს 11:20-დან 19:10-მდე, ამ დროს ქალაქის დასათავლიერებად გამოვიყენებთ, მერე იქიდან მიუნხენში მიფრინავს (ტრანსფერის დრო 1 სთ და 15 წუთი - იმედია ერთი თვითმფრინავიდან მეორეში ბარგის გადასაზიდად საკმარისია) და მიუნხენიდან თბილისში მოფრინავ, ღამის 3 საათზე თბილისში ხარ. ეს უკანა გზაზე. რომისკენ რომ მიფრინავ, მხოლოდ 1-ხელ იცვლი თვითმფრინავს, თბილისიდან დილის 4 საათზე გაფრინდები მიუნხენში, ჩაფრინდები 6 საათზე, ტრანსფერის დრო3,5 საათი (ქალაქში ბუნებრივია ვერ გახვალ, დროც ცოტაა და ადრიანი დილაა), იქიდან კი რომში ხარ უკვე დილის11 საათზე. პლიუსი ის აქვს, რომ ნაკლებ დროს კარგავ I-ვე დღეს და რომის დათვალიერებას იმ დღესვე შეუდგები. ეს რეისი ხორციელდება 7-23 აპრილს. ჩვენი მოგზაურობაც სავარაუდოდ ამ რიცხვებში განხორციელდება. სულ 17 დღე გამოდის. ანუ 16 სრული დღე იტალიისთვის და ბოლო დღე ციურიხისთვის. მაგრამ ამდენი შვებულების დღის აღება არ დაგვჭირდება. ამ თარიღების მეორე პლიუსი ისაა რომ 7,8,9,12,13,14,15,16,21 და 22 რიცხვები სულ დასვენების დღეებია. ანუ ამ შემთხვევაში მხოლოდ 7 სამუშაო დღის აღება დაგვჭირდება, სახელმწიფო კომპანიებში მომუშავე პირებს ვგულისხმობ, ვინც შაბათ-კვირას და სახალხო-საეკლესიო დღესასწაულებზე ისვენებს. პრაღის შემთხვევაში თუ ფასდაკლებიან ბილეთს ავიღებთ (344 ევროიანს), მაშინ 4აპრილს მოგვიწევს გაფრენა და 19-ში დაბრუნება, სხვა დღეებში ბილეთი 420 ევრო ღირს, მაგრამ 344 ევროიანი ბილეთის მინუსი რაცაა, უკვე დავწერე), ამ შემთხვევაში 8 სამუშაო დღის აღება დაგვჭირდება, რადგან ისე მომგებიანად არ ემთხვევა კვირის დღეები და მოგზაურობა 16 დღეს გასტანს, ბოლო დღეს პრაღის დათავლიერებით. თუმცა ძვირიან ბილეთს თუ ავიღებთ, 7, 8 -ში ფრენა არ არის და იმ შაბათ-კვირასაც ვკარგავთ.

ეს ყველაფერი დ ეტალურად იმიტომ დავწერე რომ მერე მეც არ დამავიწყდეს;) ჯერჯერობით მე თვითონ ვეძებ ავიაბილეტებს, სასტუმროებს, და მომდევნო დღეებში მარშრუტზე და ქალაქებს შორის გადაადგილებაზეც ვიფიქრებ. ასე თუ ისე რომ ჩამოყალიბდება გეგმა, მერე ვაპირებთ, ჩვენს ახლობელ ტურ-ოპერატორს მივმართოთ და მისგანაც მოვისმინოთ რჩევები.

ერთი რამ გაითვალისწინეთ, ამ ეტაპზე იტალიის საელჩოში ისეთი რიგებია, გასაუბრებაზე გასასვლელად 3 თვით ადრეა ხალხი ჩაწერილი. ამიტომ თადარიგი ძალიან ადრიანად უნდა დავიჭიროთ. შეიძლება ახლა სეზონია და ამიტომაა ასეთი ამბავი, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. პასპორტები თუ ვინმეს ასაღები გაქვთ, დროულად იზრუნეთ. რადგან რიგში ჩადგომის დროსაც გთხოვენ პასპორტის ნომერს.
Image

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by Tami » 15 აგვ 2011, 13:00

Mta Mkvarebia

უკვე თვალწინ მიდგახარ, როგორ დადიხარ ფოტოაპარატის ჩხაკუნით
ულამაზესი ქალაქების ქუჩებში<3
ტოსკანა კი მართლაც უუუულამაზესია.
მანქანით მოგზაურობაც მაგარი აზრია, მიყვარს road tripები და
ვესპით გასეირნებაც არ იქნება ურიგო :wink:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by guruli » 15 აგვ 2011, 14:07

Mta Mkvarebia - ვერ დავიჩემებ, მაგრამ ერევნიდანაც უნდა იყოს ფრენა ვენეციაში... ჩემი იქ ყოფნისას სომხები მაგ რეისით იყვნენ ჩამოსულები - ტბილისელი სომხებიც იყვნენ მათ დელეგაციაში და იმათგან ვიცი, ოღონდ არ დამიზუსტებია, ჩარტერით იყვნენ თუ ისე, მაგრამ რაღაც ჩარტერს არ ჰგავდა იმათი სიტყვები. თან ვენეციაში არის კუნძული (სახელი არ მახსოვს), სადაც სომხური ეკლესიაა და იქ საშვის გარეშე მაგათ გარდა სხვა ვერავინ შედის.

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by Gvalva » 15 აგვ 2011, 14:18

ამდენი დასვენების დღეებია?? არ გამოყენება დანაშაული იქნება :)

ზუსტად ამ თემას მოყვებოდა თითქოს გამოწერილადო კვირას აჭარის ტელევიზიაზე იყო იტალია ვერტმფრენიდან თუ რაღაც ასეთი. მაივიდეოზე იქნება ჯერ კიდევ, კვირა, აჭარის ტელევიზია, საღამოს 6-დან 7-საათამდე.

იმდენი პატარა ულამაზესი ქალაქი დაგვათვალიერებინეს გაგონილიც რომ არ მქონდა!

აუცილებლად ნახეთ, ძალიან მაგარი იყო!

ოღონდ მერე ვერტმფრენით მოგზაურობა არ მოგინდეთ ძააან ძვირი ეღირება :)

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by qvevri » 15 აგვ 2011, 15:31

ტოსკანა....
მახსენდება ჩემი ახალგაზრდობა... ოოოო რა მშვენიერი იყო იქაურობა. დიდებული ნაციონაქლური პარკი აქვთ, რომელიც მელიებითაა სავსე. არ დამავიწყდება ის ლამაზი ბუნება, ყურეში ბანაობა, ღვინიანი საღამოები, ბარ-რესტორან ოსტერიას სტეიკები და ჩვენი გულთბილი მასპინძელი ეციო...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by Mta Mkvarebia » 17 აგვ 2011, 12:51

გეგმა უკვე მზად არის :)) ისეთი გამოვიდა, მე თვითონაც მშურს ჩემი თავის ;)
ქალაქებს და ადგილებს შორის ტრანსპორტირების ყველა ხარჯიც გარკვეულია.
ცუდია რომ სასტუმრო-ჰოსტელები ამდენი ხნით ადრე ნომრის ფასს არ მიჩვენებს :(, თუმცა მაინც ვაგრძელებ ძებნას, სავარაუდო ფასი მაინც გვეცოდინება, თან ახლა რაც ფასი აქვს (შუა სეზონზე), აპრილში (როცა სეზონი ის-ისაა იწყება) ამაზე მეტი არაფრით უნდა იყოს, ნაკლები თუ არა, თან არა მგონია გაზაფხულამდე კრიზისი დაძლიოს იტალიამ :roll: (ნუ რაღაც პლიუსი ხომ უნდა იყოს ამაში? ;) )

guruli
მაგაზეც ვიფიქრეთ, თუმცა გააჩნია რა დაჯდება, თუ ფასში ისეთი განსხვავება არ არის, რომ თბილისი-ერევანი-თბილისის ტაქსით მომსახურების დამატებითი თანხა (კაცზე დაახლ. 100 ლარი) და დახარჯული დრო აანაზღაუროს, მაშინ ალბათ არ ღირს. თან მე პირადად ციურიხის ნახვა მირჩევნია ერევნის ნახვას ;). თუმცა შეიძლება მართლა ისეთი იაფია, რომ ღირდეს კიდეც. მოკლედ ამას გავარკვევ. მადლობა, რჩევისთვის :).

qvevri
ოოოო, მახსოვს შენი იტალიური დღიურები :)) რა ხარბად ვკითხულობდი, თითოეულ ჩანაწერს :))
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by Mta Mkvarebia » 23 აგვ 2011, 17:21

როგორც წინა წერილიდან შეიტყვეთ, გადავწყვიტე, მოგზაურობა 3 დღით გამეზარდა, ამან, ბუნებრივია, ხარჯების ზრდაც გამოიწვია. თუმცა 17 დღე ერთი შეხედვით ჩანს ბევრი, თორემ ისეთი საინტერესო ქვეყნის დასათვალიერებლად, როგორიც იტალიაა, საკმაოდ ცოტაა. შევეცადე მაქსიმალურად შემეტანა იტალიის გამორჩეული ქალაქები და რეგიონები. ისე რომ იტალიის სხვადასხვა რეგიონი ყოფილიყო წარმოდგენილი კონტრასტისათვის (ლაციო, კამპანია, სან-მარინო, ვენეტო, ლომბარდია, ლიგურია, ტოსკანა და უმბრია), ასევე მარტო ქალაქების თვალიერებისგან რომ არ დავღლილიყავით, გეგმაში შევიტანე სანაპირო ზოლი თავის ღირშესანისნაობით, ასევე იტალიის ცნობილი ტბებიც. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევასი მის ერთერთი კუნძულზე – კაპრიზეც შეიძლება წასვლა. შეიძლება ვინმეს ამა თუ იმ ქალაქისტვის გამოყოფილი დრო ეცოტავოს, მაგრამ დიდი ქალაქებისთვის 2 დღე ასე თუ ისე საკმარისი დროა, ვისაც უნდა ამ დროს მუზეუმის დათვალიერებას დაუთმობს, ვისაც უნდა ქალაქს დაათვალიერებს. რომს , რომელიც მთლიანად მუზეუმია, 3 დღე დავუთმე. სულ მარშრუტი მოიცავს შემდეგ ქალაქებს და ადგილებს:
რომი, ნეაპოლი, პომპეი, კუნძული კაპრი, სან–მარინო, ვენეცია, მილანი, ლაგო კომო (კომოს ტბა) ვარნენა და ბელაჯიო, ლაგო მაჯიორე (ტბა მაჯიორე), იზოლა ბელე (ლამაზი კუნძული) და იზოლა პესკატორე (მეთევზეთა სოფელი) ან ლაგო მაჯიორეს ნაცვლად ვერონა, პიზა, იუნესკოს დაცული ძეგლი ჩინკვე ტერე და მისი 5 ლამაზი ქალაქი (რიომაჯიორე, მანაროლა, კორნილია, ვერნაცა, მონტეროსო), ფლორენცია, ტოსკანას ქალაქები და დაბები: სან ჯიმინიანო, სიენა, მონტალჩინო, პიენცა, სან კვირიკო დორჩია, მონტაპულჩიანო, ლაგო ტრაზიმენო, კორტონა, უმბრიას ქალაქები: პერუგია, ასისი.

მოკლედ გეგმა ასეთია:

1 დღე - ჩაფრენა რომში, გააჩნია რომელი ავიაკომპანიის ბილეთებს შევიძენთ საბოლოოდ, თუმცა დილის 11 სთ-დან შუადღის 13 სთ-ზე გვიან წესით არ უნდა ჩავფრინდეთ. რომის დათვალიერება. ღამისთევა რომში.
2 დღე - რომის დათვალიერება. ღამისთევა რომში.
3 დღე - რომის დათვალიერება. ღამისთევა რომში.
4 დღე - დღის მეორე ნახევარში (14:49) მატარებლით ნეაპოლში გამგზავრება. ნეაპოლში ვიქნებით 17:23-ზე, საღამოს ქალაქის დათვალიერება. ღამისთევა ნეაპოლში. შეიძლება რომიდან დილით გამოსვლაც ნეაპოლში. იმავე ფასიანი ბილეთი 08:27-ზე გამოდის და 10:45-ზე უკვე ნეაპოლშია. ამ შემთხვევაში ნეაპოლის დასათვალიერებლად უფრო მეტი დრო გვექნება თუმცა ეს დრო რომის დათვალიერების დროს მოაკლდება. მაგრამ რომზე ისედაც 3 დღე გვაქვს გათვლილი. არის ალტერნატივაც- იმავე დღეს შეიძლება კუნძულ კაპრის მოსანახულებელი ექსკურსიის გაკეთება. ნეაპოლიდან პირდაპირ მიდის ტრანსპორტი. 75 წუთი უნდა გემით და 40 წუთი ჰიდროფოილით. ამ შემთხვევაში ნეაპოლს მხოლოდ მეორე დღეს დავათვალიერებთ, მაშინ პომპეის ექსკურსიას ცოტა შევკვეცავთ და ისე დავბრუნდებით უკან რომ 17 სთ-მდე მოვასწროთ ქალაქის დათვალიერება. ღამისთევა ნეაპოლში.
5 დღე - პომპეიში გამგზავრება და მისი დათვალიერება. დაახლოებით 14:00 სთ-სთვის ისევ ნეაპოლში ვიქნებით. ისევ ქალაქის დათვალიერება. თუ წინა დღეს კუნძულ კაპრის ექსკურსიას ავირჩევთ, ნეაპოლის დათვაიერება ამ დღეს სან მარინოში გამგზავრებამდე უნდა მოვახერხოთ. ამისთვის ჯობია ეს რეისები ავირჩიოთ პომპეიში გასამგზავრებლად, რომ დრო რაციონალურად გავანაწილოთ. მაგალითად: 7:58 – ჩასვლა 8:24-ზე (მუზეუმი 8:30-ზე იღება), ან 8:30-ზე გასვლა და 9:09-ზე ჩასვლა. იქ გავჩერდებით სავარაუდოდ 2საათნახევარზე ცოტა მეტი და 11:52-ზე რომ გამოვიდეთ (ნეაპოლში ყველა სადგურზე ჩერდება) 12:29-ზე უკვე ნეაპოლში ვიქნებით და დაახლოებით 17 სთ-მდე ქალაქს დავათვალიერებთ. 18:45-ზე ნაპოლი სენტრალე დან გავყვებით ღამის მატარებელს სან-მარინოსკენ. ჩავალთ მეორე დილას 9:48-ზე, ხანგრძლ – 15 საათი. ღამისთევა მატარებელში II კლასის Couchette –ზე (სკამი რომ საწოლად გადაკეთდება) თუ გამოვიძინებთ. სხვა ალტერნატივა ჩქარი მატარებელია, რომელიც სამმაგი ფასი ღირს. თან ამას დაემატებოდა ნეაპოლში ან სან-მარინოში ღამისთევის თანხაც. ღამისთევა მატარებელში.
6 დღე – სან-მარინოში ჩასვლა დილის 9:48 სთ.ზე. იმ დღეს სან-მარინოს დათვალიერება.
ღამისთევა სან-მარინოში.
7 დღე -დილით ადრე 07:48-ზე სანმარინოდან მატარებლით ვენეციაში გამგზავრება, ჩასვლა 9:49-ზე (ხანგრძლ. 2 საათი).
მთელი დღე ვენეციაში და მისი ღირშესანიშნაობების დათვალიერება. ღამისთევა ვენეციაში.
8 დღე - მთელი დღე ვენეციაში და მისი ღირშესანიშნაობების დათვალიერება. ღამისთევა ვენეციაში.
9 დღე - დილას 7:50-ზე ვენეციიდან მილანში გამგზავრება ჩასვლა მილანში 10:25-ზე (ხანგრძლ. 2სთ.35. მივალთ სასტუმროში, დავტოვებთ ბარგს. სასურველია Milano Centrale–სთან ახლოს მდებარე სასტუმრო იყოს, რადგან შემდეგი 2 დღე ქალაქგარე ექსკურსიები გვაქვს და მატარებლით მოგვიწევს გადაადგილება. იმავე დღეს ექსკურსია Lago Como (Lake como)–ზე და მის ულამაზეს პატარა ქალაქზე – Bellagio–ზე. მატარებლით გავემგზავრებით Varenna–ში და შემდეგ პატარა გემით გადავალთ Bellagio–ში. უკანაც იმავე გზით დავბრუნდებით. სავარაუდოდ ისეთ დროს რომ მილანის მთავარი ღირშესანიშნაობის , მისი კათედრალური ტაძრის დათვალიერება მოვასწროთ, რომელიც გოთური სტილის ერთერთი საუკეთესო ნიმუშია ევროპაში და სიდიდით მესამე კათედრალური ტაძარია. იმედია იმავე დღეს მოვახერხებთ Gallery Victor Emanuel II–ს სავაჭრო ცენტრის დატვალიერებასაც, სადაც უამრავი , სხვადასხვა ბრრენდის მაღაზიაა განლაგებული. თუ ვინმეს პრიორიტეტი ამ და მილანის სხვა მაღაზიებში საყიდლებზე სიარულია, მას შეუძლია ქალაქგარე ექსკურსიების ნაცვლად მარაზიებში იაროს, სხვათაშორის, მათთვისაც გვაქვს ცნობილი დიზაინერების "აუთლეტის" მაღაზიების სასარგებლო მისამართები. თუ ექსკურსიებსაც ვერ შეელევიან, მაშინ მაღაზიების შემჭიდროვებულ გრაფიკში მოვლას უნდა დათანხმდნენ ან კიდევ 2დღიანი ექსკურსიებიდან რომელიმე ერთერთი აირჩიონ ან ლაგო კომოზე ან ლაგო მაჯიორეზე. მილანის კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა Santa Maria Delle Gracie–ს ეკლესია და აქ დაცული მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ცნობილი ფრესკა – ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობაა". ღამისთევა მილანში.
10 დღე – ექსკურსია Lago maggiore–ზე (ტბა მაჯიორე). მატარებლით Stressa–ში გამგზავრება და იქიდან პატარა გემით კუნძულ Isola Bella–ზე (ლამაზი კუნძული) და Isola Pescatore–ზე (მეთევზეტა კუნძული) გადასვლა. უკან იმ დროს დავბრუნდებით, რომ მილანში დარჩენილი ღირშესანიშნაობების ნახვა, ან სურვილის შემთხვევაში საყიდლების გაკეთება მოვასწროთ. ალტერნატივა – შეიძლება მაგ დღეს ვერონაში გასეირნება 1–დღიან ექსკურსიაზე. ღამისთევა მილანში.
11 დღე – დილას ადრე 8:05-ზე მილანიდან პიზაში გამგზავრება, ჩასვლა 12:21-ზე.
მეორე ვარიანტია: მილანიდან გვიან გამოსვლა, რომ დამატებითი დრო ან შოპინგს ან მილანის ღირშესანიშნაობების დათვალიერებას დავუთმოთ, თუ წინა დღეებში ვერ მოვახერხეთ. გამოსვლა 17:05-ზე ჩასვლა პიზაში 21:34-ზე. თუმცა აქ ის მინუსია, რომ მაშინ პიზას დასათვალიერებლად იმ დღეს დრო არ გვრჩება და მეორე დღეს უნდა მოვიტოვოთ დრო, ან თუ მარტო გარედან დათვალიერება გვინდა და შიგნით არ შევდივართ, დილით დავათვალიეროთ უცებ პიზას კოშკი და საოცრებათა მოედანი და მერე წავიდეთ ჩინკვე ტერეში. ღამისთევა პიზაში.
12 დღე – იმ დღეს ისევ ქალაქგარე ექსკურსია გვექნება და Cinque Terre–ს კლდოვან სანაპიროზე განლაგებულ , ხუთ, პატარა, ულამაზეს ქალაქს დავათვალიერებთ. ამისთვის ჯერ La Spezia–ში გავემგზავრებით მატარებლით და შემდეგ იქიდან მოვივლით ამ ქალაქებს:Riomaggiore, Manarola, Corniglia, Vernazza, Monterosso ამ ქალაქებს შორის მატარებელი მგზავრობას 2–დან 4 წუთს ანდომებს, ისე ახლოსაა ერთმანეთთან. გარდა ამისა თითოეულ ქალაქს აკავშირებს ტურისტული საფეხოსნო ბილიკი, სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია 1–2 ქალაქში მატარებლით კი არა, ფეხით გადავიდეთ, ქალაქს ზემოდან მოვექცეთ და ულამაზესი ხედებით დავტკბეთ. თუ პიზას კოშკის დათვალიერება წინა დღეს მოვასწარით, ამ დღეს საღამომდე შეგვეძლება ჩინკვე ტერეში გაჩერება და მზის ჩასვლის ყურებაც. ბოლო მატარებელი 22:14–ზე გამოდის პიზის მიმართულებით. ღამისთევა პიზაში.
13 დღე – დილით ადრე გამოვალთ პიზიდან, რომ ასევე ადრე ჩავიდეთ ფლორენციაში. მაგალითად 7:54 გამოვალთ და 9:07–ზე უკვე ფლორენციაში ვიქნებით. ფლორენციის ღირშესანიშანოებების დათვალიერება. ღამისთევა ფლორენციაში.
14 დღე – ფლორენციის ღირშესანიშანოებების დათვალიერება. ღამისთევა ფლორენციაში.
15–16 დღე – დილით ადრე ვქირაობთ მანქანას და მივემართებით ტოსკანა–უმბრიისკენ. შეძლებისდაგვარად დავათვალიერებთ, რასაც მოვასწრებთ, ნაკლებად მნიშვნელოვან დაბებში არ შევალთ. სულ სიგრძე გასავლელი გზის დაახლოებით 300 კმ–ია 2 დღეში (მაქს 400 კმ–ზე უნდა გავაკეთოთ ბენზინის გათვლა). გზად გავივლით და შემდეგ ქალაქებს, დასახლებებს და ლანდშაფტურ ღირშესანიშნაობებს: კიანტის რეგიონი და მისი ვენახის ზვრები, დაკლაკნილი გზების გასწვრივ ჩამწკრივებულ კიპარისის ხეებს, San Gimigniano, Moltancino, Siena, Val D’Orcia, San Quirico D ‘Orcia, Pienza,Montepulciano–ს. გადავალთ უმბრიაში – ჩავუვლით Lago Trasimenos (ტრასიმენოს ტბა) ნაპირებს,პატარა დაბებს და ქალაქებს. შემდეგ შევალთ Perugia–ში და შემდეგ Assisi–ში. ამ ქალაქშია წმ. ფრანჩესკოს სახელობის ბაზილიკა 2 ერთმანეთზე დაშენებული ეკლესიით, ერთერთი ყველაზე დიდი ამ სტილის ბაზილიკაა და ამითაა გამორჩეული, ამ წმინდანმა დაუდო სათავე ფრანცისკანელთა ორდენს. ასისში უნდა ვიყოთ მოგზაურობის მე-16 დრეს, ისე რომ 18:18-ზე მაქედან რომში გავემგზავროთ მატარებლით. რომში ჩავალთ 20:30-ზე. ღამისთევა რომში.
17 დღე – გამოფრენა თბილისში, იმის მიხედვით რომელი ავიაკომპანიის ბილეთს ავიღებთ და გვექნება ტუ არა ტრანზიტი რომელიმე ქვეყანაში, იმ ქალაქს დავათვალიერებთ. თუ პრაღის ავიაკომპანიის ბილეტს ავიღებთ, 12 საათიანი სატრანზიტო დრო გვექნება უკანა გზაზე, თუ ვენის ავიახაზებით გადავფრინდებით და ციურიხში იქნა სატრანზიტო დრო, ამ ქალაქს დავათვალიერებთ.
ხარჯებს რაც შეეხება, ძალიან ძნელია ამის განსაზღვრა ამდენი ხნით ადრე. რამდენიმე ავიაკომპანიის რეისი ვნახე სრულიად მისაღებ ფასად, მაგრამ იაფი ბილეთების გაუქმება, როგორც წესი შეუძლებელია, სანამ ვიზა არ გვექნება კიდევ აზრი არ აქვს ბილეთის შეძენას. მაგალითად ერთერთი ავიაკომპანიის ბილეთი 183 ევროდაც კი ვნახე (ორი გზა, თუმცა ბარგისთვის ცალკე იხდი დაახლ. 20–30 ევროს), სხვა ვენის ავიახაზების ბილეთი ყველაზე იაფი რაც ვნახე 844 ლარად (350 ევრო) ვნახე), პრაღის – გაუქმება რომლისაც არ შეიძლება 344 ევროდ და გაუქმებისას ტანხის ნაწილს რომ უკან გიბრუნებენ , მაგ ბილეთი 420 ევროდ.
ერთადერთი რაც მეტნაკლები სიზუსტით დავიანგარიშე შიდა გადაადგილებებია (თუ აპრილამდე არ შეიცვალა რამე), თუმცა ზოგი ბილეთის ფასი აქაც იმაზეა დამოკიდებული კვირის რომელ დღეს გავემგზავრებით ერთი ქალაქიდან მეორეში.
ყველა შიდა გადაადგილება ჯამში 136,85€ ჯდება + ქალაქგარე ექსკურსიების თანხა – 78€ ანუ ორივე ერთად 215€ (თუ კაპრის ექსკურსია დაემატება + 36 €), მანქანის ქირაობა დღეში საშუალოდ – 20 ევრო კაცზე, ორ დღეზე –40 ევრო + ბენზინის თანხა (დაახლ. 15 ევრო კაცზე) + პარკინგის და ავტომაგისტრალით სარგებლობის თანხა, ასევე თუ გადასახდელი იქნა საერთაშორისო სერთიფიკატი მძღოლისთვის (15 დოლარი ღირსო) დაახლოებით 70 ევრო (მანქანის ქირაობა) გამოვა კაცზე გზის ხარჯი ყველაფრიანად. იმის მიხედვით სასტუმროს ან ჰოსტელს , უსაშუალოდ რა ფასში ვიქირავებთ 15 ღამეზე (1 ღამეს მატარებელში ვათევთ) სხვადასხვა თანხა დაგვჭირდება: 30 ევროდ თუ ვიქირავებთ საშუალოდ –450 ევრო . 35 ევროდ თუ ვიქირავებთ – 525 ევრო, რომში სასტუმრო შეიძლება უფრო ძვირი ღირდეს, მაგრამ ნეაპოლში ერთი კარგი აპარტამენტი 5 კაცზე, კარგ ადგილას, კაცზე 17 ევროდ ვნახე, ეს ფასები ერთმანეთს დააბალანსებს. როცა ვიზა გვექნება მაშინ უფრო კარგად გამოჩნდება სასტუმროს ხარჯები, იმის მიხედვით, სად იქნება თავისუფალი ადგილები. კვებაზე დღეში 25 ევრო გავთვალე კაცზე – 25X17=425€ ევრო, თუმცა ეს ინდივიდზეა დამოკიდებული, შეიძლება ვინმეს კვებაში ამდენი არ დაეხარჯოს და ის თანხა სხვა რამეს მოახმაროს (მით უმეტეს დილით ბუფეტი საუზმე თუ გვექნა ან თუ აპარტამენტებში ვიქნებით, ჩვენივე სამზარეულოში ზოგჯერ ჩვენ თვითონვე მოვიმზადებთ საუზმეს და ვახშამს) . მუზეუმების და ღირშესანიშნაობების ხარჯიც ინდივიდუალურია ინტერესის მიხედვით. რამდენიმე ძირითადი ღირშესანიშნაობის ფასი დავიანგარიშე (ისინი რაც მე მაინტერესებდა ;) თუმცა ყველა ღირშესანიშნაობის ფასი ვიცი, თუ ვინმეს სხვა რამის მონახულება მოუნდება). რომის ვატიკანის მუზეუმი და სიქსტის კაპელა – 15€ +4 ევრო (ინტერნეტით დაჯავშნა. სხვანაირად შეიძლება 5 საათი რიგში მოგვიწიოს დგომა), Colosseum + Colle Palatino +Roman Forum = 12€, პოპმეის ქალაქი–მუზეუმი – 11€, ფლორენციის ცნობილი კათედრალური ტაძარი – 8€, უფიცის გალერეა 6,5€ და Galerea dell”Academia სადაც მიქელანჯელოს ცნობილი დავითის ორიგინალი მდებარეობს – 6,5€ (ამ ორი მუზეუმის ბილეტებიც წინასწარ უნდა დავჯავშნოთ, ამასაც რამდენიმე ევრო დაემატება სავარაუდოდ) და ჩემი სუბიექტურ არჩევანი ფლორენციაში – ერთმანეთთან დაკავშირებული ბაბოლის და ბარდინის ბაღები , საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ქალაქზე. კომბინირებული ბილეთი + 1–2 პატარა მუზეუმის ბილეთთან ერთად 10€ ღირს, სიენას ცნობილი კათედრალური ტაძარი –3€, მილანის ულამაზესი კათედრალური ტაძარი – უფასოა. ვენეციაში დოჯების სასახლე –13€ და კადოროს სასახლე 5€ + 1€ (დაჯავშნისთვის), თუმცა მე პირადად ვენეციის გარედან დათვალიერებას ვაპირებ. შევიძენ Vappareto pass–ს და 28 ევროდ 48 საათის განმავლობაში შეუზღუდავად ვივლი წყლის ტრანსპორტით ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან მეორე წერტილში (აქვე შედის მურანოს, ბურანოს და ტორჩელოს კუნძულებზე გადასვლა–გადმოსვლაც) ისე ვაპარეტოთი ერთჯერადი გადაადგილება 6,5€ ღირს. ვისაც უფრო რომანტიული – გონდოლათი გასეირნება ურჩევნია– 6კაციანი გონდოლა 40 წუთით 80 ევრო ღირს (კაცზე 14–15 ევრო), ოღონდ საღამოს 20:30–მდე, მერე 100 ევრომდე იზრდება. პიზის კოშკსაც გარედან დავათვალიერებ სავარაუდოდ. რადგან მისი ბილეთი თავის დაჯავშნის დანამატთან ერთად ლამის ჩინკვე–ტერეს ექსკურსიის თანხა ჯდება. ასე რომ მუზეუმების ხარჯი მე პირადად 76€ გამომივიდა (ვაპარეტო ...
Last edited by Mta Mkvarebia on 23 აგვ 2011, 21:49, edited 6 times in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
იტალია 2012 წლის აპრილში

Post by Mta Mkvarebia » 23 აგვ 2011, 17:25

ეს იმისთვის მოსანახულებელ ადგილებზე წარმოდგენა რომ შეგექმანთ :)

(რომელი რა ადგილია, მერე ჩავამატებ)
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]