ოოო, ძალიან მაგარი რამეა დაგეგმილი!
ჩემი გამოცდილებით, მე გირჩევთ, ვენეცია რაც შეიძლება კომპაქტურად დაგეგმოთ. ძირითადი აქცენტი მუზეუმებზე გააკეთეთ, თორემ თვითონ ქალაქის დათვალიერებაზე ბევრი დროის დაკარგვა არ ღირს. ნუ, სან-მარკოს მოედანზე არგასვლა ”გრეხად” ჩაგეთვლებათ, მაგის გარდა კი რიალტოს ხიდია მართლას ლამაზი სანახაობა დიდ არხზე. როგორც ჩვენ გვითხრეს, ეგაა ქალაქის უძველესი ნაგებობა, ოღონდ თავიდან ხისა ყოფილა, და მაქედან ”გრანდ კანიონზე” მართლაც ლამაზი ხედები იშლება. არ გაგეცინოთ (თუმცა როცა ნახავთ, დამემოწმებით, რომ ამაში სასაცილო არაფერია) და მაქვეა სუვენირების ქუჩა, სადაც ხეტიალი ერტი სიამოვნებაა განთქმული ვენეციური ნიღბებისა და მურანოს ნაკეთობების დასათვალიერებლად. მურანო - ესაა ვენეციური ბროლი, რომელსაც მოიპოვებენ ამავე სახელწოდების კუნძულზე და ბუნების საოცრებაა, ვერ დაივიწყებთ მისი სამკაულების თუ ატასნაირი სუვენირების სილამაზეს. ცოტა თანხა მაგისთვისაც გაითვალისწინეთ, არაა უსაშველოდ ძვირი (თუმცა ნივთსაც გააჩნია), ხოლო ვენეციურ ნიღბებზე მე რა უნდა გითხრათ იმაზე მეტი, რაც მსოფლიომ თქვა უკვე.
მუზეუმები სხვა საქმეა (მგონი, 10 ევრო ღირდა შესვლა), გარეგნულად და არქიტექტურულად კი ქალაქი ისეთი არაფერია - ევროპაში მაგაზე ბევრად ლამაზი ქალაქებია კონა ათ შაურად.

ჩემი აზრით, ვენეციის მთავარი ღირსება რომანტიკაა - წყალში ჩაძირული ქალაქის ეფექტი, თორემ არქიტექტურა ნამდვილად არაა გასაოცარო და პარიზივით მდიდრულ-შტამბეჭდავი. ქალაქი თავიდან ბოლომდე გადავსერე - არსენალის კოშკს თიუ ნახავთ ვენეციის რუკაზე, დარწმუნდებით, რომ ვაგზლიდან მართლაც ქალაქის ბოლოშია, მანდაც გავასკდი დიდი ამბით, მაგრამ თუ დამიჯერებთ, სან მარკოს და რიალტოს გარდა სანახავი სხვაგან ისეთი არაფერია, მაგაზე დაღლა და დროის გაცდენა ღირდეს. თუ დრო გექნებათ და გიდს აიყვანთ, ან ისე გაიკითხავთ გზას, იქნებ ძველ პორტში გახვიდეთ - რიალტოსთან ახლოსაა. ეგაა ადგილი, სადაც ის გემები იცლებოდა, რომლებითაც ქალაქის ასაშენებელი მორები შემოჰქონდათ. რომ გითხრათ, ახლა იმ დროინდელი რამე კვალია-შემორჩენილი-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ისტორიასთან ახლოს დგომის, ახლოს ყოფნის შეგრძნებაა. იქნე მოახერხოთ და ვენეციელთა სახლებშიც შეიჭყიტოთ.

ვიცი, როცა გარედან დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზე დანესტილ შენობებს დაინახავთ, თქვენც გაგიჩნდებათ იგივე სურვილი, ნეტავ შიგნიდან მანახა, იქ როგორააო.
ერთი კითხვა მარშრუტთან დაკავშირებით: პიზა და სიენაც კარგია, მაგრამ გამიკვირდა, მილანი რომ ვერ დავინახე ჩამონათვალში... მით უფრო, რომი-ვენეციის გზა რაკიღა გასავლელია. ღამის მატარებელი დადის მაგ ქალაქებს შორის მილანის გავლით. საიდანაც უნდა გაჰყვეთ, დაახლოებით გათენებისას ხართ მილანში. ბილეთი, მგონი, 30 ევრო ღირდა ერთი გზა... რე ვიცი, მარშრუტიც თქვენია და გზაც თქვენ უნდა გაიაროთ, მაგრამ მილანი კლასიკაა. სადაც მოახერხებთ, ევადეთ... ზოოპარკებშიც შეხვიდეთ.

დამიჯერეთ, არ ინანებთ. მე ვერ წარმოვიდგენდი, ვთქვათ, ჟირაფი თუ იმხელა მახინა იყო.

არ ვიცი, რომელ ზოოპარკში როგორაა, მაგრამ მე სადაც ვიყავი - ვენეციის ახლოს, ლინიანოში, იქ ვოლიერებში დატანებული იყო სქელი მინა და ერთ რამედ რირდა იმის ნახვა, ლომი, ვეფხვი და ამ რანგის მტაცებლები როგორ დააბიჯებდნენ შენგან სულ რარაც 5-ოდე მილიმეტრში, ხოლო თუ გაგიმართლებდა და რომელიმე მინას ცხვირს მოადებდა ზედ შენს ცხვირთან, მასინ ხო, საერთოდ!
ზაფხული რომ იყოს, ლინიანოს ნახვასაც გირჩევდით - ჩრდილო იტალიის ყველაზე ”სვეცკი” საზღვაო კურორტია, მაგრამ მაგ დროს არ იქნება სეზონი. იტალიაში რომში და უფრო სამხრეთში არ ვიცი, მაგრამ ჩრდილოეთში ინგლისურის მცოდნე პრობლემაა, მაგრამ ყველამ იცის გერმანული და ესპანური. როგორც წესი, საქართველო არც მაგათ იციან, მაგრამ კახი კალაძის სახელი ახსენეთ და მაშინვე მიხვდებიან, რომ რუსები არ ხართ.

თუ შოპინგიც გაინტერესებთ, სადმე პატარა ქალაქში გადაუხვიეთ, საგრძნობი განსხვავებაა ფასებში, ხოლო ხარისხი ნაღდად იტალიურია, რასაც სულ რაღაც 15 ევროდ დიდი ეჭვით ნაყიდი ჩემი საზამთრო ბათინკებიც ადასტურებს, დღემდე რომ გაუქანებელია (თვალი არ ეცეს!

) და დღემდე რომ ვნანობ, ნეტავ, კიდევ მეყიდა-მეთქი.
მოკლედ, გზადაგზა კიდევ დაგაწევთ რჩევებს, რკინიგზის საიტიც შემიძლია გასწავლოთ, მე კი აქედანვე გაფრთხილებთ - ცოტა ფარას გაგატანთ ვენეციის ოქროს წიგნებისთვის.

მე ვერ ვიყიდე მაშინ და მას მერე ვენეციაში წამსვლელს ვეძებ.
