Page 1 of 7

შემოდგომის თუშეთი

Posted: 30 ივლ 2011, 08:38
by leo1
თუშეთი ერთ-ერთი იმ ხარეთაგანია რომელიც განსაკუთრებული ფერებით იმოსება შემოდგომის პერიოდში. აღსანიშნავია, რომ მუნ შემოდგომა სექტემბერშიდ დგების რამეტუ მაღალმთიანი ადგილია.

გეგმა - 3-4 დღიანი შემოდგომის თუშეთის შერეული ტიპის გასლვა (ფეხით და 4X4ზემაქანებით). პრინციპი იქნება ასეთი - ხრეშიან და მტვრიან გზებზედ - მანქანით. იქ სადაც მანქანა არ მიდის - ფეხით.

დავგეგმავთ დამოვიხილავთ განსაკუთრებული სილამაზის მქონე ადგილებს.
ვიცხოვრებთ კარვებში ან იქ არსებულ ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროშიდ (ან სურვილისამებრ ზოგი სასტუმროშიდ ზოგი კარვებშიდ).

დავათვალიერებთ როგორც ლამაზ-ლამაზ ადგილებს ასევე ადგილობრივი ხალხის ყოფას - მოსავლის დაბინავებას, საქონლის მოვლა-პატრონობა-გადარეკვას და ა შ

ჩაწერეთ ვინ ხართ ნამყოფი ამ დროს და მოგვწერეთ რჩევა სექტემბრის რომელ დროს არს უმჯობესი.

ასევე კარგი იქნება თუ მანქანიანი კარაველები წინასწარ გამოთქვამენ წამოსლვის სურვილს რამეთუ მანქანების და ხალხის რაოდენობა მიახლოებით ცნობილი იყოს.

რჩევა ტრანსპორტისთვის: ამ გასლვის დაგეგმვა ალვანამდის მინიბუსით და მერმე სატვირთოთი ან თუშების მანქანებითაც შეიძლებოდა, მაგრამ უზომოდ ძვირი ჯდება. სატვირთო 1200 ლარს იღებს ხოლო მსუბუქი 4X4 კი 500-600 ლარს. ასე რომ ჩვენ-ჩვენი მანქანებით გაცილებით რენტაბელურია, თანაც მობილურები ვიქნებით თუშეტშიდ ყოფნისას და დიდი არჩევანი გვექნება დაგეგმვის დროს.

ვინც თუშეთშიდ გამოცდილი ხართ - დადეთ კაი-კაი ადგილების იდეები სოფლებისა და ღირშესანიშნაობების დასახელებით, თუ რუკასაც დაურთავთ მთლა უკეთესი.

შემოდგომის თუშეთი

Posted: 30 ივლ 2011, 08:51
by guruli
leo1 - მეც ვფიქრობ სექტემბერში წასვლას, ოღონდ წინასწარ ვერაფერს ვგეგმავ სამსახურის გამო (ახლა რეზერვიც მიწევს, რაც კიდევ უფრო მირევს გეგმებს).
სექტემბერში ჯობია დაახლოებით 15-თვის, თუმცა გააჩნია სეზონსაც - ზოგჯერ ადრე დგება შემოდგომა, ზოგჯერ - ცოტა გვიან, მთაში კი ფერები ყოველდღიურად იცვლება. მაგრამ 15-მდე არა მგონია, სასურველი იყოს. მანქანა ყველგან მიდის გომეწრის იმ სოფლების გარდა, სადაც კარვის დღევანდელი ჯგუფი მიდის - გოგრულთა-ვესტმო-საჩიღოლოს მხარეს, მაგრამ თქვენ თუ ფეხით იარეთ, მაშინ 4 დღეში ბევრის ნახვას ვერ მოასწრებთ. ამიტომ ისევ მანქანებზე აიღოთ აქცენტი, აჯობებს. ფეხით თუ წახვალთ, უძირო ტბაზე და წოვათაში. უძიროს 1 სრული დღე უნდა, წოვათა კი თავისუფლად შეიძლება მიაბათ გომეწრის მონახულებას - 7-8 კილომეტრია ვერხოვანიდან. საკუთარი მანქანებით წასვლა იმიტომაცაა კარგი, რომ თქვენს ნებაზე ხართ, არ ხართ სხვაზე დამოკიდებული და შეუდარებლად იაფიცაა. სასტუმროები თუ დაგჭირდეთ, შემიძლია დაგაკვალიანოთ ძალიან კარგი მასპინძლებით. თუშეთში ცუდი მასპინძელი არ არსებობს, მაგრამ მე ზე-კარგ ხალხზე ვლაპარაკობ. :) თან ძალიან მაგარი სამზარეულო რომ აქვთ.

შემოდგომის თუშეთი

Posted: 30 ივლ 2011, 17:16
by Nika
ოპტიმალურია 1 ოქტომბერი. მაგ დროს ყველა გზა გახსნილია ხოლმე. უკვე შემოდგომის ფერებიცაა და ჯერ გზის დაკეტვის საშიშროებაც მცირეა.

შემოდგომის თუშეთი

Posted: 31 ივლ 2011, 23:18
by leo1
კეთილი, რომ მოახლოვდება სექტემბერი დავგეგმოთ!!!!!!!1

შემოდგომის თუშეთი

Posted: 31 ივლ 2011, 23:33
by anano
მინდაააა! მაგრამ მოვიდეს ჯერ შემოდგომა ....

შემოდგომის თუშეთი

Posted: 01 აგვ 2011, 01:14
by GAMARJOBA SAKARTVELO
მოვიდეს შემოდგომა და თუშეთიც იქნება.
ახლა ძნ ადრეა ამაზე ფიქრი.
შემოდგომის ყველაზე ლამაზი ფერები 25 ენკენისთვის შემდეგ არის

შემოდგომის თუშეთი

Posted: 01 აგვ 2011, 07:34
by Naia
ყოჩაღ, ლეო!

თუ თარიღმა მომაწყო მოვდივარ ჩემი ყველგანმავალი ზურმუხტათი! :)

შემოდგომის თუშეთი

Posted: 01 აგვ 2011, 09:32
by Tami
რა მაგარია!
როგორ მინდოდა წელს შემოდგომის თუშეთის ნახვა!
თუ სექტემბრამდე ცოცხალი ვიქენი
და რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდება,
უუუუუდიდესი სიამოვნებით შემოგიერთდებით.
ისე ცოტა მეტი ხნით რომ წავიდეთ არა??

შემოდგომის თუშეთი

Posted: 01 აგვ 2011, 21:24
by ketuna4
რა მაგარი გასვლა იქნებაააა
სექტემბერსჰი ვერა მაგრამ ოქტომბრის პირველ რიცხვებს მოვახერხეეეებ

შემოდგომის თუშეთი

Posted: 03 აგვ 2011, 15:34
by domciko
ძალიან მაგარი იქნება... ვეცდები შემოგიერთდეთ,რამდენ დღიანზე ფიქრობთ წასვლას მაინც?? :))

შემოდგომის თუშეთი

Posted: 05 აგვ 2011, 23:10
by ანააანო
აუ აუ აუ

მოვდივარ, ყოველ მიზეზგარეშე :D

შემოდგომის თუშეთი

Posted: 06 აგვ 2011, 22:05
by keto
guruli wrote:leo1 ფეხით თუ წახვალთ, უძირო ტბაზე და წოვათაში. უძიროს 1 სრული დღე უნდა, წოვათა კი თავისუფლად შეიძლება მიაბათ გომეწრის მონახულებას - 7-8 კილომეტრია ვერხოვანიდან. .
წოვათაში ნებისმიერი ჯიპი შევა ისეთი გზაა. იქაურმა მწყემსმა თქვა, დღეობებისთვის გაწმინდეს და სანამ არ ჩამოირეცხება, იქნება გზაო.

შემოდგომის თუშეთი

Posted: 06 აგვ 2011, 22:21
by Naia
keto wrote:
guruli wrote:leo1 ფეხით თუ წახვალთ, უძირო ტბაზე და წოვათაში. უძიროს 1 სრული დღე უნდა, წოვათა კი თავისუფლად შეიძლება მიაბათ გომეწრის მონახულებას - 7-8 კილომეტრია ვერხოვანიდან. .
წოვათაში ნებისმიერი ჯიპი შევა ისეთი გზაა. იქაურმა მწყემსმა თქვა, დღეობებისთვის გაწმინდეს და სანამ არ ჩამოირეცხება, იქნება გზაო.
მთავარია, სექტემბრის შუა რიცხვებამდე არ ჩამორეცხოს :)

შემოდგომის თუშეთი

Posted: 06 აგვ 2011, 22:41
by guruli
keto
წოვათაში ნებისმიერი ჯიპი შევა ისეთი გზაა. იქაურმა მწყემსმა თქვა, დღეობებისთვის გაწმინდეს და სანამ არ ჩამოირეცხება, იქნება გზაო.
საკითხავია, საიდან შედის ეგ გზა! წოვატას სამანქანო გზა პანკისი-ბაწარა-ტბათანადან აუდიოდა და არა თუშეთის გავლით. მგონი, იქიდან გომეწრიდან კი ყოფილა ოდესღაც ტრაქტორით გაყვანილი, მაგრამ ბოლო წლებში არა. წოვათაში მიმავლებისთვის პირველი გეზი ბევრად მოკლეა, ვიდრე - ცერის უღელტეხილით გადასვლა.

შემოდგომის თუშეთი

Posted: 07 აგვ 2011, 07:41
by Archil
საინტერესო წინადადებაა. იმედია შევძლებ წამოსვლას.