Page 1 of 2

ყვარა-არტანი-ლიშო-მამადაანები-ბოდოჯი-თიანეთი

Posted: 25 ივლ 2011, 22:12
by ARCHILI
მოკლედ, ასეთი საინტერესო მარშრუტის ნახვა შეიძლება, თამარიჩის სტილშია, ბევრი რაღაცაა გზაზე და წესით, შესაძლებელია, ერთ დღეში მოსწრება, თუმცა, შეიძლება გავაკეთო ჩემს სტილში და გამოვა 2 დღიანი.

გეგმა ასეთია:

თბილისიდან გავდივართ ჟინვალის გზით თიანეთამდე.

გზაში, თუ სწორად მახსოვს, შეგვხვდება სოფ. ზარიძეში ძველი ტაძარი, რამდენჯერ ჩამივლია მის გვერდით და სულ ვაპირებდი მის ნახვას, მაგრამ ვერცერთხელ მოვახერხე.

თიანეთში ჩასვლის შემდეგ, დავიძრებით ყვარას მიმართულებით, რამდენადაც გავარკვიე, ყვარას მიმართულებით სოფ. არტნამდე. დაბა თიანეთიდან ჩრდილოეთით სოფ. ზემო არტნამდე მოხრეშილი გზა მიუყვება მდ.ივრის მარჯვენა სანაპიროს, რომელზე მოძრაობა შეუძლია ნებისმიერ მსუბუქ ავტომანქანას ან მიკროავტობუსს.

გზის სიახლოვეს შეგვიძლია მოვინახულოთ ისტორიული ძეგლები:

1. ბოდოჯის სამონასტრო კომპლექსი (XI ს.);

2. მამადაანების ეკლესია;

3. ლიშოს ეკლესია;

4. არტნის მიქაელ მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესია (XIX ს.); თაღლაურა.

5. სოფ. არტნის ჩრდილოეთით მდ. ივრის ხეობაში მდ. ხაშრულას შესართავიდან ყვარას გუმბათოვან და დარბაზულ ეკლესიებამდე (XI – XIII სს) 3 კმ–იანი გზის გაგრძელება, სავარაუდოდ, მოგვიწევს ფეხით.

ფეხით ბრუნდებიან სოფ. არტნამდე, სადაც დაგვხვდება ჩვენი ტრანსპორტი და გამოვეშურებით თბილისში.



აზრზე არ ვარ თითოეული მათგანი როგორ მდგომარეობაშია, არც გზა ვიცი და ა.შ. მხოლოდ ის ვიცი, რომ საინტერესო იქნებოდა მათი ნახვა და სადღაც მაღლა მთაშია, თუმცა მიგნება ძნელი არ უნდა იყოს. არც საბანაკე ადგილების შესახებ მაქვს ინფორმაცია და თუ 2 დღიანს გადავწყვეტთ, მაშინ თან უნდა ვეძებოთ (ეს სავსებით ჩემს სტილშია, ალალბედზე სიარული და თან მკითხაობა :) )...

ჰოდა, თან მოვიფიქროთ და რა ვიცი, ა პოტომ პოსმოტრიმ :)

ყვარა-არტანი-ლიშო-მამადაანები-ბოდოჯი-თიანეთი

Posted: 25 ივლ 2011, 22:19
by CheLo
თანხა მაინტერესებს მე მარტო და კარავს საერთოდ არ გავშლი :)

ყვარა-არტანი-ლიშო-მამადაანები-ბოდოჯი-თიანეთი

Posted: 25 ივლ 2011, 22:28
by ARCHILI
WenTTo


აზრზე არ ვარ ჯერ :)

ყვარა-არტანი-ლიშო-მამადაანები-ბოდოჯი-თიანეთი

Posted: 25 ივლ 2011, 22:29
by CheLo
ასწორებს... : ))) მაშინ უფულოდ წამოვალ და მაგარი ექსტრიმი იქნება და თვით გადარჩენის ინსტიქტს გავაუმჯობესებ : )))

ყვარა-არტანი-ლიშო-მამადაანები-ბოდოჯი-თიანეთი

Posted: 25 ივლ 2011, 22:30
by ARCHILI
WenTTo wrote:ასწორებს... : ))) მაშინ უფულოდ წამოვალ და მაგარი ექსტრიმი იქნება და თვით გადარჩენის ინსტიქტს გავაუმჯობესებ : )))
მაგის იმედზე ნუ იქნები :)

ყვარა-არტანი-ლიშო-მამადაანები-ბოდოჯი-თიანეთი

Posted: 25 ივლ 2011, 22:35
by ARCHILI
შეიძლება ასეთი რამეც გავაკეთოთ, თბილისიდან თიანეთამდე გავყვეთ სარეისოს, მერე იქ დავრჩეთ ერთი ღამე, ძმაკაცს დაჩა აქვს და მის ეზოში, დილით ან იქ რამეს შევუთანხმდეთ ან ავტოსტოპის პონტში რამეს გავყვეთ, გზადაგზა ვნახოთ სანახავი და ა.შ. რამე მსგავსი.

ვნახოთ ვარიაციები, იდეებში ამიტომ დევს :)

ყვარა-არტანი-ლიშო-მამადაანები-ბოდოჯი-თიანეთი

Posted: 26 ივლ 2011, 14:32
by ARCHILI
ეს რუკაა...

Image

თიანეთი 1100 მეტრზეა - ყვარა სადღაც 2000 მეტრზეა, ასე, რომ 900 მეტრის აწევა მოგვიწევს.

თუ სათევზაო მოწყობილობებს წავიღებთ, კალმახზეც შეიძლება წაბრძოლება :)

ყვარა-არტანი-ლიშო-მამადაანები-ბოდოჯი-თიანეთი

Posted: 26 ივლ 2011, 14:46
by lama
ARCHILI
უდაოდ ლამაზი ხეობაა, უცნობია კარველების მინიმუმ 80% სთვის და ძალიან კაი მარშრუტია... შეილება მეც შემოგიერთდეთ თუ 6 დან 19 აგვისტოს შუალედში განხორციელდება

ყვარა-არტანი-ლიშო-მამადაანები-ბოდოჯი-თიანეთი

Posted: 26 ივლ 2011, 18:05
by ARCHILI
lama


ძალიან კარგი იქნება შენთან ერთად ბორიალი.

:)

============================================================

ჰო...

კიდევ რაღაც რჩევები მომწერეს და დავდებ:


1. ბოდოჯის სამონასტრო კომპლექსი
იგივე ცხრაკარა, იქვეა თიანეთის თავზე, სასაფლაოდან ასე 1-2 კილომეტრში.

2.მამადაანების ეკლესია, სოფ. მამადაანებს ზემოთ ტყეში 2 გუმბათმოხდილი ეკლესიის კედლები დგას, მაგრამ თუ ვინმე არ წაიყოლე მამადაანებიდან, ძნელად იპოვნი.

3. ლიშოს და არტნის ეკლესია არ ვიცი, იქვე ლიშოელებს და არტნელებს ჰკითხე.

4. ყვარა-ბაჩალში ნამყოფი ვარ, იქ ეკლესია არ მინახია.
თიანეთიდან ასე 30-35 კილომეტრია, დილის 6-7-ზე თუ გახვედით, 2-3-სთვის იქ იქნებით.

საბანაკე ადგილებს იპოვნით, შეშას მითუმეტეს, პატარა ნაჯახი წაიღეთ.

ყვარა-არტანი-ლიშო-მამადაანები-ბოდოჯი-თიანეთი

Posted: 26 ივლ 2011, 18:23
by Archil
როდისთვის გეგმავ არჩილ?

მანდ სამანქანო გზა გადის? თუ ფეხით უნდა სიარული?

ყვარა-არტანი-ლიშო-მამადაანები-ბოდოჯი-თიანეთი

Posted: 26 ივლ 2011, 18:37
by ARCHILI
Archil


სამანქანო გზა კია არტნამდე, ყვართან არის ფეხით ასასვლელი (ოღონდ მე არ ვიცი, სადაა :) ). ვვარაუდობ, მიკროავტობუსი დავიქირავოთ და ავიდეთ არტნამდე და მერე უკან-უკან ვიაროთ ფეხით, მშვიდად და წყნარად :)

ალბათ 2 კვირის შემდეგ დავგეგმავ.

ყვარა-არტანი-ლიშო-მამადაანები-ბოდოჯი-თიანეთი

Posted: 26 ივლ 2011, 23:04
by ქაფქიანა
აუ რა კაი მარშრუტია. თან საკმაოდ უცნობი. აუცილებლად მინდა.

ყვარა-არტანი-ლიშო-მამადაანები-ბოდოჯი-თიანეთი

Posted: 26 ივლ 2011, 23:47
by Tengo
თუ დრომ ნება დამრთო, მანდ ვარ კი არა და მოვდივარ! :-)

ყვარა-არტანი-ლიშო-მამადაანები-ბოდოჯი-თიანეთი

Posted: 26 ივლ 2011, 23:47
by Tengo
თუ დრომ ნება დამრთო, მანდ ვარ კი არა და მოვდივარ! :-)

ყვარა-არტანი-ლიშო-მამადაანები-ბოდოჯი-თიანეთი

Posted: 27 ივლ 2011, 08:18
by Holden
თიანეთში სადღაც წმინდა არჩილ მეფის ეკლესია ყოფილა, ძალიან ლამაზიაო, კოშკზეა მიდგმული და ის კოშკი ყოფილა განსაკუთრებული. ხოდა, სადმე მანდ ახლომახლო ხომ არ არის?