გეგმა ასეთია:
თბილისიდან გავდივართ ჟინვალის გზით თიანეთამდე.
გზაში, თუ სწორად მახსოვს, შეგვხვდება სოფ. ზარიძეში ძველი ტაძარი, რამდენჯერ ჩამივლია მის გვერდით და სულ ვაპირებდი მის ნახვას, მაგრამ ვერცერთხელ მოვახერხე.
თიანეთში ჩასვლის შემდეგ, დავიძრებით ყვარას მიმართულებით, რამდენადაც გავარკვიე, ყვარას მიმართულებით სოფ. არტნამდე. დაბა თიანეთიდან ჩრდილოეთით სოფ. ზემო არტნამდე მოხრეშილი გზა მიუყვება მდ.ივრის მარჯვენა სანაპიროს, რომელზე მოძრაობა შეუძლია ნებისმიერ მსუბუქ ავტომანქანას ან მიკროავტობუსს.
გზის სიახლოვეს შეგვიძლია მოვინახულოთ ისტორიული ძეგლები:
1. ბოდოჯის სამონასტრო კომპლექსი (XI ს.);
2. მამადაანების ეკლესია;
3. ლიშოს ეკლესია;
4. არტნის მიქაელ მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესია (XIX ს.); თაღლაურა.
5. სოფ. არტნის ჩრდილოეთით მდ. ივრის ხეობაში მდ. ხაშრულას შესართავიდან ყვარას გუმბათოვან და დარბაზულ ეკლესიებამდე (XI – XIII სს) 3 კმ–იანი გზის გაგრძელება, სავარაუდოდ, მოგვიწევს ფეხით.
ფეხით ბრუნდებიან სოფ. არტნამდე, სადაც დაგვხვდება ჩვენი ტრანსპორტი და გამოვეშურებით თბილისში.
აზრზე არ ვარ თითოეული მათგანი როგორ მდგომარეობაშია, არც გზა ვიცი და ა.შ. მხოლოდ ის ვიცი, რომ საინტერესო იქნებოდა მათი ნახვა და სადღაც მაღლა მთაშია, თუმცა მიგნება ძნელი არ უნდა იყოს. არც საბანაკე ადგილების შესახებ მაქვს ინფორმაცია და თუ 2 დღიანს გადავწყვეტთ, მაშინ თან უნდა ვეძებოთ (ეს სავსებით ჩემს სტილშია, ალალბედზე სიარული და თან მკითხაობა

ჰოდა, თან მოვიფიქროთ და რა ვიცი, ა პოტომ პოსმოტრიმ
