Page 1 of 2

ქარზამეთი

Posted: 10 ივლ 2011, 02:45
by Tamari-ch.
Image

ქარზამეთი XIII ს. სამხრეტ ფასადი, მდებარეობს ნიალას ველზე საქართველო თურქეთის საზღვართან. ეტყობა საბჭოტთ (რუსი) მესაზღვრეების ნატკვიარები.
ქარზამეთი, XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთი უდიდესი ერთნავიანი ეკლესიათაგანი საქართველოში. მდებარეობს მესხეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ნაგებია კარგად გათლილი ქვის კვადრების სწორი რიგებით. ადგილობრივი გადმოცემით იგი დაუმტავრებლადაა დარჩენილი. ეკლესიის სწორკუთხა სივრცე კედლის სვეტებით აფსიდა უჩვეულოდ ღრმაა. კედლებზე შემორჩენილია ლაპიდარული წარწერები. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით აქვს.


ნანახი გაქვთ?

ქარზამეთი

Posted: 10 ივლ 2011, 07:55
by chuna
წავიდეთ...ვნახოთ...
როდის გეცლება?

ქარზამეთი

Posted: 10 ივლ 2011, 10:11
by Giorgi Bagrationi
თუ წახვალთ ვინმე ადგილობრივი გაიყოლეთ, რადგან დაახლოებით 10-იოდე წლის წინ ჩემ დას (იმყოფებოდა ჯავახეთის შემსწავლელ ექსპედიციაში) ბედმა გაუღიმა და ნაღმზე აფეთქებას გადაურჩა. ზუსტად იმ ადგილას სადაც გაიარეს, ეკლესიის სიახლოვეს, ორი დღის შემდეგ ძროხა აფეთქდა :cry:
ნაღმები cccp-ის დროს იყო ჩადებული საზღვრის "დასაცავად". ასევე გაარკვიეთ საზღვრის დაცვის დეპარტამენტში თუ ჩატარდა განნაღმვითი სამუშაოები.

ქარზამეთი

Posted: 10 ივლ 2011, 10:24
by Tamari-ch.
Giorgi Bagrationi wrote:თუ წახვალთ ვინმე ადგილობრივი გაიყოლეთ, რადგან დაახლოებით 10-იოდე წლის წინ ჩემ დას (იმყოფებოდა ჯავახეთის შემსწავლელ ექსპედიციაში) ბედმა გაუღიმა და ნაღმზე აფეთქებას გადაურჩა. ზუსტად იმ ადგილას სადაც გაიარეს, ეკლესიის სიახლოვეს, ორი დღის შემდეგ ძროხა აფეთქდა :cry:
ნაღმები cccp-ის დროს იყო ჩადებული საზღვრის "დასაცავად". ასევე გაარკვიეთ საზღვრის დაცვის დეპარტამენტში თუ ჩატარდა განნაღმვითი სამუშაოები.
აუფ!
:shock:
მოკლედ ამ რუსებმა ყველგან ნაგავი დატოვეს სადაც კი ფეხი დაადგეს რა!
ეგ რა თქმა უნდა ყველაფერი წინასწარაა დასადგენი!

ქარზამეთი

Posted: 10 ივლ 2011, 10:47
by Makena
Tamari-ch.
ქარზამეთში მე ნამყოფი ვარ, ზედ თურქეთის საზღვარზე მდებარეობს, თურქული სოფელი იქვე მოჩანს, ნატყვიარები სწორედ მათი ნამოქმედარია სავარაუდოთ, როგორც ჩანს ესვვრიან რომ დაინგრეს, თავიანთი მეჩეთი კი მოვლილი აქვთ რათქმაუნდა...
ქარზამეთში მისასვლელად სასაზღვრო დეპარტამენტის სპეციალური საშვებია საჭირო, ისე არ გაგატარებენ.
ქარზამეთი მსხვილი კარგად გათლილი მყარი ნაცრისფერი კვადრებით არის ნაგები, ითვლება რომ იგი დაუსრულებელი ტაძარია რადგან კედლები ერთ დონეზეა, როგორც ჩანს მშენებლებს რაღაცამ შეუშალა ხელი.
ეს ეკლესია გავეთთან მდებარეობს, არსებობს ლეგენდა რომ ქარზამეთის მშენებელს შეგირდი გაუგდია, შეგირდი წასულა და გავეთი აუგია, გავეთი რომელიც დღესაც საოცარია და გამორჩეული თავისი სიმაღლით, სინატიფით და სიმყარით.
გავეთის მარშრუტზე შარშან ვიყავით წასული, შემოდგომაზე ისევ ვაპირებთ, ამ მარშრუტზე ერთ დღეში შესაძლებელია აგარის სტელას,გავეთის, ლებისის,დუმეილას ზემო ნიალას, გიორგიწმინდას ნასოფლარის,ზემო თმოგვის ნასოფლარის და თმოგვის ციხის ნახვა... ძალიან საინტერესო და დატვირთული ადგილებია.

ქარზამეთი

Posted: 10 ივლ 2011, 10:58
by Tamari-ch.
Makena
სწორედ მაგის დაწერას ვაპირებდი გავეთიც ვნახოთ ერთად თქო...

ქარზამეთი

Posted: 10 ივლ 2011, 18:04
by Makena
Tamari-ch.
აუცილებლად ვნახოთ, შემოდგომაზე იქაურობა განსაკუთრებით ლამაზია :)

ქარზამეთი

Posted: 11 ივლ 2011, 10:08
by burdiani
ქარზამეთისწყლის ხეობაში არის ბევრი ზეგლებიო, მაგრამ ბოლოს რომ ვიყავით გვითხრეს მესაზღვრეები დგანან და არავის არ უშვებენო და რა ვიცი, სურვილი ნამდვილად მაქვს :)

ქარზამეთი

Posted: 11 ივლ 2011, 10:13
by ლეონტი
აი კიდევ ეს ნამონასტრალია იქვე:
”თურქეთ-საქართველოს საზღვართან, ქარზამეთის წყლის ნაპირზე მდებარე , XI საუკუნის, ნაწილობრივ კლდეში შეჭრილი, ბაზილიკური ტიპის, ძლიერ დაზიანებული ”
სახელი: ოლოდა.
”დაახლოებით 5 წლის წინ მქონდა ბედნიერება მემოგზაურა მთელს საქართველოში სტუდენტობის პერიოდი ამ მხრივ ძალიან ნაყოფიერი მქონდა.ამ მოგზაურობის დროს აღმოვჩნდი ჩემთვის და სავარაუდოდ უმრავლესობისთვის უცნობ ადგილას რომელსაც ოლოდა ქვია.ის საქართველო თურქეთის სასაზღვრო ზოლშია და სპეციალური ნებართვა მოვიპოვეთ იქ შესასვლელად.ამაღელვებელი იყო მისვლა სოფელში სადაც სავარაუდოდ მე-17-ე საუკუნის მერე ადამიანს აღარ უცხოვრია, ველური ვაზი,გაველურებული ლეღვის ხეები გადაბურდული და გაუკაცრიელებული ოდესღაც სოფელი.”

Image

http://katmanduuuu.wordpress.com/2011/0 ... %E1%83%9D/

ქარზამეთი

Posted: 11 ივლ 2011, 11:35
by Tamari-ch.
burdiani
ალბათ სანამ წავალთ ნებართვა უნდა ავიღოთ
ეტყობა არაა განაღმული ის ადგილები....


ლეონტი
ძალიან საინტერესო ადგილებია! უფრო გამიღვივდა მათი ნახვის სურვილი

ქარზამეთი

Posted: 15 ივლ 2011, 12:04
by Nephros
Giorgi Bagrationi
გაარკვიეთ საზღვრის დაცვის დეპარტამენტში თუ ჩატარდა განნაღმვითი სამუშაოები
Makena
ქარზამეთში მისასვლელად სასაზღვრო დეპარტამენტის სპეციალური საშვებია საჭირო
ეს არ ვიცოდი. და საშვების აღება სად ხდება?

ანუ ეს ნიშნავს, რომ საშვი შესაძლოა მიიღო, უსაფრთხოება კი ვერა?

და ამ ფაქტზე (ნაღმის აფეთქება) ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

ლეონტი
გაველურებული ლეღვის ხეები
ლეღვი? იქ?!... :shock:

ქარზამეთი

Posted: 17 ივლ 2011, 13:41
by Tamari-ch.
ეს არ ვიცოდი. და საშვების აღება სად ხდება?

ანუ ეს ნიშნავს, რომ საშვი შესაძლოა მიიღო, უსაფრთხოება კი ვერა?

და ამ ფაქტზე (ნაღმის აფეთქება) ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?
ისე მართლა მაინტერესებს სად მივიდეთ და სად გავარკვიოთ ეს ამბები?

ქარზამეთი

Posted: 25 ივლ 2011, 12:45
by Makena
ლეონტი
ლეღვი ნახე თუ კომში? ლეღვი სუბტროპიკული კულტურაა..ჯავახეთში არ ხარობს.

ქარზამეთი

Posted: 25 ივლ 2011, 12:53
by Makena
Tamari-ch.
Nephros
სასაზღვრო დეპარტამენტში უნდა გაარკვიოთ, ახალციხეში.
საერთოდ რადგან ნაღმების პრობლემაა, დიდი ჯგუფით იქ შესვლა უფრო სარისკოა, რადგან იქაურობა გაშლილია და ეს ამდენი ადამიანი რომ დაიწყებს სიარულს ტაძრის გარშემო ძნელი იქნება მათი გაკონტროლება.

ქარზამეთი

Posted: 25 ივლ 2011, 13:22
by ZVIOSULI
დაკვირვები ხართ, არასდროს მოდიან ჩვენს სანახავად, სულ ჩვენ მივდივართ მათ სანახავად...