ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 10 ივლ 2011, 02:45
ქარზამეთი XIII ს. სამხრეტ ფასადი, მდებარეობს ნიალას ველზე საქართველო თურქეთის საზღვართან. ეტყობა საბჭოტთ (რუსი) მესაზღვრეების ნატკვიარები.
ქარზამეთი, XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთი უდიდესი ერთნავიანი ეკლესიათაგანი საქართველოში. მდებარეობს მესხეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ნაგებია კარგად გათლილი ქვის კვადრების სწორი რიგებით. ადგილობრივი გადმოცემით იგი დაუმტავრებლადაა დარჩენილი. ეკლესიის სწორკუთხა სივრცე კედლის სვეტებით აფსიდა უჩვეულოდ ღრმაა. კედლებზე შემორჩენილია ლაპიდარული წარწერები. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით აქვს.
ნანახი გაქვთ?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
chuna
- იეტი
- Posts: 1877
- Joined: 14 თებ 2006, 00:46
- Location: tbilisi
Post
by chuna » 10 ივლ 2011, 07:55
წავიდეთ...ვნახოთ...
როდის გეცლება?
-
Giorgi Bagrationi
- მაწანწალა
- Posts: 780
- Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by Giorgi Bagrationi » 10 ივლ 2011, 10:11
თუ წახვალთ ვინმე ადგილობრივი გაიყოლეთ, რადგან დაახლოებით 10-იოდე წლის წინ ჩემ დას (იმყოფებოდა ჯავახეთის შემსწავლელ ექსპედიციაში) ბედმა გაუღიმა და ნაღმზე აფეთქებას გადაურჩა. ზუსტად იმ ადგილას სადაც გაიარეს, ეკლესიის სიახლოვეს, ორი დღის შემდეგ ძროხა აფეთქდა
ნაღმები cccp-ის დროს იყო ჩადებული საზღვრის "დასაცავად". ასევე გაარკვიეთ საზღვრის დაცვის დეპარტამენტში თუ ჩატარდა განნაღმვითი სამუშაოები.
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 10 ივლ 2011, 10:24
Giorgi Bagrationi wrote:თუ წახვალთ ვინმე ადგილობრივი გაიყოლეთ, რადგან დაახლოებით 10-იოდე წლის წინ ჩემ დას (იმყოფებოდა ჯავახეთის შემსწავლელ ექსპედიციაში) ბედმა გაუღიმა და ნაღმზე აფეთქებას გადაურჩა. ზუსტად იმ ადგილას სადაც გაიარეს, ეკლესიის სიახლოვეს, ორი დღის შემდეგ ძროხა აფეთქდა
ნაღმები cccp-ის დროს იყო ჩადებული საზღვრის "დასაცავად". ასევე გაარკვიეთ საზღვრის დაცვის დეპარტამენტში თუ ჩატარდა განნაღმვითი სამუშაოები.
აუფ!
მოკლედ ამ რუსებმა ყველგან ნაგავი დატოვეს სადაც კი ფეხი დაადგეს რა!
ეგ რა თქმა უნდა ყველაფერი წინასწარაა დასადგენი!
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 10 ივლ 2011, 10:47
Tamari-ch.
ქარზამეთში მე ნამყოფი ვარ, ზედ თურქეთის საზღვარზე მდებარეობს, თურქული სოფელი იქვე მოჩანს, ნატყვიარები სწორედ მათი ნამოქმედარია სავარაუდოთ, როგორც ჩანს ესვვრიან რომ დაინგრეს, თავიანთი მეჩეთი კი მოვლილი აქვთ რათქმაუნდა...
ქარზამეთში მისასვლელად სასაზღვრო დეპარტამენტის სპეციალური საშვებია საჭირო, ისე არ გაგატარებენ.
ქარზამეთი მსხვილი კარგად გათლილი მყარი ნაცრისფერი კვადრებით არის ნაგები, ითვლება რომ იგი დაუსრულებელი ტაძარია რადგან კედლები ერთ დონეზეა, როგორც ჩანს მშენებლებს რაღაცამ შეუშალა ხელი.
ეს ეკლესია გავეთთან მდებარეობს, არსებობს ლეგენდა რომ ქარზამეთის მშენებელს შეგირდი გაუგდია, შეგირდი წასულა და გავეთი აუგია, გავეთი რომელიც დღესაც საოცარია და გამორჩეული თავისი სიმაღლით, სინატიფით და სიმყარით.
გავეთის მარშრუტზე შარშან ვიყავით წასული, შემოდგომაზე ისევ ვაპირებთ, ამ მარშრუტზე ერთ დღეში შესაძლებელია აგარის სტელას,გავეთის, ლებისის,დუმეილას ზემო ნიალას, გიორგიწმინდას ნასოფლარის,ზემო თმოგვის ნასოფლარის და თმოგვის ციხის ნახვა... ძალიან საინტერესო და დატვირთული ადგილებია.
Last edited by
Makena on 10 ივლ 2011, 11:01, edited 1 time in total.
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 10 ივლ 2011, 10:58
Makena
სწორედ მაგის დაწერას ვაპირებდი გავეთიც ვნახოთ ერთად თქო...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 10 ივლ 2011, 18:04
Tamari-ch.
აუცილებლად ვნახოთ, შემოდგომაზე იქაურობა განსაკუთრებით ლამაზია

-
burdiani
- მაწანწალა
- Posts: 769
- Joined: 29 ივნ 2009, 14:46
- Location: სულ გზაში
Post
by burdiani » 11 ივლ 2011, 10:08
ქარზამეთისწყლის ხეობაში არის ბევრი ზეგლებიო, მაგრამ ბოლოს რომ ვიყავით გვითხრეს მესაზღვრეები დგანან და არავის არ უშვებენო და რა ვიცი, სურვილი ნამდვილად მაქვს

საქართველოსთვის!
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 11 ივლ 2011, 10:13
აი კიდევ ეს ნამონასტრალია იქვე:
”თურქეთ-საქართველოს საზღვართან, ქარზამეთის წყლის ნაპირზე მდებარე , XI საუკუნის, ნაწილობრივ კლდეში შეჭრილი, ბაზილიკური ტიპის, ძლიერ დაზიანებული ”
სახელი: ოლოდა.
”დაახლოებით 5 წლის წინ მქონდა ბედნიერება მემოგზაურა მთელს საქართველოში სტუდენტობის პერიოდი ამ მხრივ ძალიან ნაყოფიერი მქონდა.ამ მოგზაურობის დროს აღმოვჩნდი ჩემთვის და სავარაუდოდ უმრავლესობისთვის უცნობ ადგილას რომელსაც ოლოდა ქვია.ის საქართველო თურქეთის სასაზღვრო ზოლშია და სპეციალური ნებართვა მოვიპოვეთ იქ შესასვლელად.ამაღელვებელი იყო მისვლა სოფელში სადაც სავარაუდოდ მე-17-ე საუკუნის მერე ადამიანს აღარ უცხოვრია, ველური ვაზი,გაველურებული ლეღვის ხეები გადაბურდული და გაუკაცრიელებული ოდესღაც სოფელი.”
http://katmanduuuu.wordpress.com/2011/0 ... %E1%83%9D/
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 11 ივლ 2011, 11:35
burdiani
ალბათ სანამ წავალთ ნებართვა უნდა ავიღოთ
ეტყობა არაა განაღმული ის ადგილები....
ლეონტი
ძალიან საინტერესო ადგილებია! უფრო გამიღვივდა მათი ნახვის სურვილი
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Nephros
- მაწანწალა
- Posts: 643
- Joined: 25 სექ 2009, 02:06
- Location: სახლი
-
Contact:
Post
by Nephros » 15 ივლ 2011, 12:04
Giorgi Bagrationi
გაარკვიეთ საზღვრის დაცვის დეპარტამენტში თუ ჩატარდა განნაღმვითი სამუშაოები
Makena
ქარზამეთში მისასვლელად სასაზღვრო დეპარტამენტის სპეციალური საშვებია საჭირო
ეს არ ვიცოდი. და საშვების აღება სად ხდება?
ანუ ეს ნიშნავს, რომ საშვი შესაძლოა მიიღო, უსაფრთხოება კი ვერა?
და ამ ფაქტზე (ნაღმის აფეთქება) ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?
ლეონტი
გაველურებული ლეღვის ხეები
ლეღვი? იქ?!...

ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 17 ივლ 2011, 13:41
ეს არ ვიცოდი. და საშვების აღება სად ხდება?
ანუ ეს ნიშნავს, რომ საშვი შესაძლოა მიიღო, უსაფრთხოება კი ვერა?
და ამ ფაქტზე (ნაღმის აფეთქება) ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?
ისე მართლა მაინტერესებს სად მივიდეთ და სად გავარკვიოთ ეს ამბები?
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 25 ივლ 2011, 12:45
ლეონტი
ლეღვი ნახე თუ კომში? ლეღვი სუბტროპიკული კულტურაა..ჯავახეთში არ ხარობს.
-
Makena
- იეტი
- Posts: 5267
- Joined: 28 აპრ 2007, 19:10
- Location: Golden Valley
-
Contact:
Post
by Makena » 25 ივლ 2011, 12:53
Tamari-ch.
Nephros
სასაზღვრო დეპარტამენტში უნდა გაარკვიოთ, ახალციხეში.
საერთოდ რადგან ნაღმების პრობლემაა, დიდი ჯგუფით იქ შესვლა უფრო სარისკოა, რადგან იქაურობა გაშლილია და ეს ამდენი ადამიანი რომ დაიწყებს სიარულს ტაძრის გარშემო ძნელი იქნება მათი გაკონტროლება.
-
ZVIOSULI
- უსათუთესი
- Posts: 5090
- Joined: 16 ნოე 2006, 17:16
- Location: ზუპარკი
-
Contact:
Post
by ZVIOSULI » 25 ივლ 2011, 13:22
დაკვირვები ხართ, არასდროს მოდიან ჩვენს სანახავად, სულ ჩვენ მივდივართ მათ სანახავად...
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
