Page 1 of 2
ელდარის დაბლობი-დავიწყებული მხარე
Posted: 09 ივლ 2011, 12:37
by ქაფქიანა
საქართველოს ყველაზე უდაბური, უკაცრიელი და მივარდნილი კუთხე. ყველაზე ცხელი, ყველაზე მშრალი, ყველაზე მკვდარი და საერთოდ ადგილი, რომელიც მარსს უფრო ჰგავს. ჰა, რას იტყვით?
ოღონდ იქ წასვლა ასე ოქტომბრის დასასრულამდე ადრე არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასიკვდილოდ განწირულები ხართ. გიურზებით სავსეა იქაურობა.
იქაურობასთან სულა ხლოსაა ვაშლოვანი. არადა ვაშლოვანში დადის ხალხი, ელდარში კი კაციშვილი არაა ნამყოფი.
ელდარის დაბლობი-დავიწყებული მხარე
Posted: 09 ივლ 2011, 13:45
by Hereti
ქაფქიანა
აბა დაწვრილებით დაწერე რას სად, იქნებ ერთოორი სურათიც დადო, მომწონს, გიურზას მწვადი არ მიჭამია
ელდარის დაბლობი-დავიწყებული მხარე
Posted: 09 ივლ 2011, 13:46
by Ketevan Guliashvili
ქაფქიანა
კეთილი იყოს შენი ფეხი კარავზე:)
ქაფქიანა, ცოტა კი დავშინდი (გიურზას გამო), თუ უსაფრთხოების გარანტია მექნება წავიდეთ. ადგილის ფოტოები ხომ არ გაქვს?
ელდარის დაბლობი-დავიწყებული მხარე
Posted: 09 ივლ 2011, 13:46
by Hereti
ელდარის დაბლობი (ელდარის ველი) - აკუმულაციური ვაკე-დაბლობი მდინარე ივრის ქვემო დინების ორივე ნაპირზე (საქართველო, აზერბაიჯანი). აგებულია მეოთხეული ალუვიური და დელუვიური ნალექებით. შეადგენს მტკვარ-არაქსის აკუმულაციური დაბლობი ვაკის ნაწილს. საქართველოს ფარგლებში მდინარე ივრის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ ვრცელდება 25 კმ-ზე, მაქსიმალური სიგანე 6-7 კმ. თითქმის ჰორიზონტალურ სიბრტყეს წარმოადგენს, რომლის აბსოლუტური სიმაღლე 100-200 მ ფარგლებში ცვალებადობს. ელდარის დაბლობი საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც ნამდვილი ნახევარუდაბნოს ლანდშაფტია. ნალექების წლიური ჯამი 250-300 მმ, ამის შესაბამისად მდინარის ჩამონადენის მოდულიც დაბალია - 1-2 ლ/წმ².
ჩვენი ქვეყნის გამორჩეული უდაბური და გვალვიანი კუთხეა. რუხ და ღია მურა ნიადაგებზე განვითარებულია აბზინდიანი ნახევარუდაბნოს მცენარეულობა, რომლის ფონზეც ადგილ-ადგილ გავრცელებულია ხურხუმოიანები და უროიანები. ელდარის დაბლობზე წარმოდგენილია ნესტიანობის მკვეთრად გამოყოფილი უარყოფითი ბალანსი (განასტიანების ხარისხი უდრის 0,2-0,3). ვაკისა და მასზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მობჯენილი გაშიშვლებული კალთების (ივრის ზეგნის კიდის) ჰავის სიმშრალის გამო რაიონი სრულიად მოკლებულია ჰიდროგრაფიულ ქსელს. აქ მოედინებიან ხოლმე დროებითი ნაკადები, თუმცა ელდარის დაბლობის გადაკვეთას ვერ ახერხებენ და ნიადაგში იჟონებიან. ელდარის დაბლობის ზედაპირის მნიშვნელოვანი ნაწილი სავსებით გატიტვლებულია და გვალვისაგან დამსკდარი. დაბლობის უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ცნობილია ”ბუღამოედნის” სახელწოდებით. ცხვრის საზამთრო საძოვარია.
ელდარის დაბლობი-დავიწყებული მხარე
Posted: 09 ივლ 2011, 14:00
by Ketevan Guliashvili
***
ელდარის დაბლობი-დავიწყებული მხარე
Posted: 09 ივლ 2011, 14:01
by ქაფქიანა
Hereti
სამეცნიერო ინფორმაცია დაგიწერია უკვე. (ეჭვი მაქვს ვიკიპედიაა). სხვა მხრივ რა დავამატო, ამბობენ ფანტასტიკური ადგილიაო. ვინც მოხვედრილა. იმდენად უკაცური მხარეა, რომ ნეტშიც ვერ მოვიძიე სურათები.
აი თანდართული რუკა. წითლად დავწინწკლე ელდარის დაბლობი.
ამ მხარის ნახვა არის ჩემი პროფესიული ოცნება.
Ketevan Guliashvili
გაიხარე.
ელდარის დაბლობი-დავიწყებული მხარე
Posted: 09 ივლ 2011, 14:13
by Hereti
ეხლა წავიდეთ სანამ გველებია , მწვადი მინდა გიურზასი
ელდარის დაბლობი-დავიწყებული მხარე
Posted: 09 ივლ 2011, 14:16
by ქაფქიანა
ორი სურათი მაინც ვიპოვე:

ელდარის დაბლობი-დავიწყებული მხარე
Posted: 14 ივლ 2011, 04:04
by GAMARJOBA SAKARTVELO
ქაფქიანა
:კარავზე: მაგ მიმართულებით რამდენიმე გასვლა უკვე შედგა.
თემები ლაშქრობის განყოფილებაშია.
ოღონდ, ვაშლოვანით უნდა მოძებნო.
არამხოლოდ ელდარი, უამრავი სხვა ადგილი მოვინახულეთ.
და კიდევ, თუ წასვლას გადაწყვეტ, ეს ადგილები საფეხოსნოდ არ ვარგა. მაღალი გამავლობის მანქანით
უნდა წახვიდე და თან, პირადობის დამადასტურებელი საბუთი უნდა გქონდეს, რომ თუ ვინიცობაა,
მიჯნისყურეს მიადექი, ან ტახტი-თეფა გადაკვეთე, მესაზღვრეს წარუდგინო
საუკეთესო დროა იგრიკა-ვარდობისთვე და ენკენისთვე-ღვინობისთვე
ელდარის დაბლობი-დავიწყებული მხარე
Posted: 14 ივლ 2011, 08:53
by ქაფქიანა
GAMARJOBA SAKARTVELO
ძალიანაც კარგი. მაგრამ რა გვიშლის ხელს რომ კვლავ შევადგინოთ?
ეგ დეტალები ვიცი. ვაშლოვანი, სამთაწყარო, საბათლო-ფიროსმანი-კაკლისყურე-მიჯნისყურე, დალი-ჭაჭუნა-ტახტითეფა-ყაჯირი მოვლილი მაქვს. ელდარში არ ვარ ნამყოფი მხოლოდ.
ელდარის დაბლობი-დავიწყებული მხარე
Posted: 14 ივლ 2011, 09:57
by Hereti
გველებმა დააშინა ხალხი

ელდარის დაბლობი-დავიწყებული მხარე
Posted: 14 ივლ 2011, 11:17
by amigo
იდეაში მეც მინდა წამოსვლა ჩემი ჯიპით.
ელდარის დაბლობი-დავიწყებული მხარე
Posted: 14 ივლ 2011, 11:21
by CheLo
ელდარის დაბლობი-დავიწყებული მხარე
Posted: 14 ივლ 2011, 11:22
by CheLo
ჰერეთ სანამ ქაფქიანა დადებს ჩვენ დავგეგმოთ გინდა ამ აგვისტოში... ექსტრიმ იიქნება გველებში სირბილი... იქნებ ერთი გიურზა მოვკლათ
ელდარის დაბლობი-დავიწყებული მხარე
Posted: 14 ივლ 2011, 11:40
by Tamari-ch.
WenTTo
შენ იმდენს იხტუნავებ კარავზე - ან სპილო გიკბენს და
ან ორანგუტანგი